https://sputnik-georgia.com/20230308/ratom-etqva-uari-saqartvelos-evrokavsiris-kanddiatis-statusze-kalazem-mizezebi-ganmarta-275599393.html
რატომ ეთქვა უარი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე: კალაძემ მიზეზები განმარტა
რატომ ეთქვა უარი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე: კალაძემ მიზეზები განმარტა
Sputnik საქართველო
მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შარშან მიეღო, განაცხადა მერმა. 08.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-08T22:35+0400
2023-03-08T22:35+0400
2023-03-14T14:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1b/261542852_0:69:1280:790_1920x0_80_0_0_aadd3eb63f249bca9ba1f3564e797ce8.jpg
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი გამუდმებით ცდილობს მოიგონოს ახალ-ახალი საბაბი კანდიდატის სტატუსზე უარის სათქმელად, რაც ძალიან გულდასაწყვეტია და ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში.კალაძე 6 მარტიდან თვითიზოლაციაში გადავიდა, რადგან მას კორონავირუსი დაუდგინდა. ამიტომ ის მიმდინარე მოვლენებს ვიდეომიმართვის მეშვეობით გამოეხმაურა.მისი თქმით, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რითაც შეეცადნენ საქართველოს ხელისუფლების დასჯას, რადგან საქართველო უკრაინაში მიმდინარე ომში არ ჩაერთო და არ შეუერთდა სანქციებს.„იყო იმედი, რომ კანდიდატის სტატუსზე უარი საქართველოში რევოლუციითა და ხელისუფლების ცვლილებით დასრულდებოდა, რაც არ გამართლდა“, – აღნიშნა მერმა.კალაძის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, „ქართული ოცნების“ მთავრობა კვლავაც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ მოიპოვოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რისთვისაც 12-პუნქტიანი გეგმა დეტალურად მუშავდება.პრემიერმა ევროპარლამენტის რეზოლუციას სამარცხვინო უწოდა >>გარდა ამისა, მერმა შეურაცხმყოფელი უწოდა განცხადებებს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებას მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უკავშირებენ.მისი თქმით, ოპოზიციას არ ანაღვლებს ქვეყნის მომავალი, ევროინტეგრაცია, ეკონომიკური გაძლიერება, მშვიდობა. მათი მიზანი და ამოცანა არის, რომ როგორმე მოვიდნენ ხელისუფლებაში და ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ ყველანაირი გზით, გადატრიალებით, დაპირისპირებით.„ხელისუფლების შესაცვლელად არსებობს ერთადერთი ცივილიზებული გზა, არჩევნებით შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლება საქართველოში და არა რევოლუციით და გადატრიალებებით“, – განაცხადა მან.კალაძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და მზად არის დანარჩენი ნაბიჯებიც გადადგას.„თუ ოპონენტების არჩევანი ევროპისკენ ცალ ფეხზე სიარულია, თქვენი ნებაა, თუმცა ცალ ფეხზე სიარულით და მონური დამოკიდებულებით ევროპაში ვერასდროს შევალთ“, – აღნიშნა კალაძემ.შარლ მიშელი საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენებით შეშფოთებულია >>საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს შეიტანა. ევროპულმა საბჭომ იმავე წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.საქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში მიენიჭა უკრაინასა და მოლდოვას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1b/261542852_93:0:1232:854_1920x0_80_0_0_c5f014b4811db69e682f66f63141bc8c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
რატომ ეთქვა უარი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე: კალაძემ მიზეზები განმარტა
22:35 08.03.2023 (განახლებულია: 14:51 14.03.2023) მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შარშან მიეღო, განაცხადა მერმა.
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი გამუდმებით ცდილობს მოიგონოს ახალ-ახალი საბაბი კანდიდატის სტატუსზე უარის სათქმელად, რაც ძალიან გულდასაწყვეტია და ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში.
კალაძე 6 მარტიდან თვითიზოლაციაში გადავიდა, რადგან მას კორონავირუსი დაუდგინდა. ამიტომ ის მიმდინარე მოვლენებს ვიდეომიმართვის მეშვეობით გამოეხმაურა.
„ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა გასულ წელს ევროკავშირის სტატუსის მისაღებად. თუმცა უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოს ეს სტატუსი სრულიად დაუმსახურებლად არ მიენიჭა, რაც ევროკომისიამ იანვარში თავისივე ანგარიშით დაადასტურა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რითაც შეეცადნენ საქართველოს ხელისუფლების დასჯას, რადგან საქართველო უკრაინაში მიმდინარე ომში არ ჩაერთო და არ შეუერთდა სანქციებს.
„იყო იმედი, რომ კანდიდატის სტატუსზე უარი საქართველოში რევოლუციითა და ხელისუფლების ცვლილებით დასრულდებოდა, რაც არ გამართლდა“, – აღნიშნა მერმა.
კალაძის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, „ქართული ოცნების“ მთავრობა კვლავაც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ მოიპოვოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რისთვისაც 12-პუნქტიანი გეგმა დეტალურად მუშავდება.
გარდა ამისა, მერმა შეურაცხმყოფელი უწოდა განცხადებებს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებას მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უკავშირებენ.
„მაშინ რა აზრი ჰქონდა 12-პუნქტიანი გეგმის წარმოდგენას? გზამკვლევი მოგვცეს, შეასრულეთ ეს 12-პუნქტიანი გეგმა და მიიღებთ სტატუსსო. ყველაფერს ვაკეთებთ, ზედმიწევნით იქნება შესრულებული 12-პუნქტიანი გეგმა. ამაში ოპოზიცია არ მონაწილეობს“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციას არ ანაღვლებს ქვეყნის მომავალი, ევროინტეგრაცია, ეკონომიკური გაძლიერება, მშვიდობა. მათი მიზანი და ამოცანა არის, რომ როგორმე მოვიდნენ ხელისუფლებაში და ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ ყველანაირი გზით, გადატრიალებით, დაპირისპირებით.
„ხელისუფლების შესაცვლელად არსებობს ერთადერთი ცივილიზებული გზა, არჩევნებით შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლება საქართველოში და არა რევოლუციით და გადატრიალებებით“, – განაცხადა მან.
კალაძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და მზად არის დანარჩენი ნაბიჯებიც გადადგას.
„თუ ოპონენტების არჩევანი ევროპისკენ ცალ ფეხზე სიარულია, თქვენი ნებაა, თუმცა ცალ ფეხზე სიარულით და მონური დამოკიდებულებით ევროპაში ვერასდროს შევალთ“, – აღნიშნა კალაძემ.
საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს შეიტანა. ევროპულმა საბჭომ იმავე წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.
საქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში მიენიჭა უკრაინასა და მოლდოვას.