https://sputnik-georgia.com/20230308/sarl-miseli-sesfotebulia-saqartvelosi-ganvitarebuli-movlenebit-275593685.html
შარლ მიშელი საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენებით შეშფოთებულია
შარლ მიშელი საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენებით შეშფოთებულია
Sputnik საქართველო
უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტის შენობასთან უკვე რამდენიმე დღეა იკრიბებიან. 08.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-08T18:59+0400
2023-03-08T18:59+0400
2023-03-08T21:46+0400
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/17/274170077_0:167:1600:1067_1920x0_80_0_0_8eb6921b5211bfe8585e9a1d502096e3.jpg
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო. ამის შესახებ მან Twitter–ში დაწერა.გუშინ პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებდნენ. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-ს განცხადებით, აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ამის საპასუხოდ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.ევროპული კავშირისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა და ადამიანური ღირებულებების ერთგულება, აღნიშნა მან.მანამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ უცხოური აგენტების შესახებ ქართული კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მისწრაფებას.საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია აქციის 66 მონაწილე, დაშავდა დაახლოებით 50 სამართალდამცველი.გადაამეტა თუ არა უფლებამოსილება პოლიციამ: საგამოძიებო სამსახური ფაქტებს შეისწავლის>>ამჟამად თბილისში, პარლამენტის შენობასთან კვლავ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია უცხოური აგენტების კანონის მიღების წინააღმდეგ.პროტესტის მიზეზიმმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ, როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს – რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.ბორელმა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი გააკრიტიკა>>უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლების გამოყენებას გეგმავს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/17/274170077_264:130:1513:1067_1920x0_80_0_0_7c2fc6687f4ac1c2e7cd6d0ad74b2486.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
შარლ მიშელი საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენებით შეშფოთებულია
18:59 08.03.2023 (განახლებულია: 21:46 08.03.2023) უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტის შენობასთან უკვე რამდენიმე დღეა იკრიბებიან.
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო. ამის შესახებ მან Twitter–ში დაწერა.
გუშინ პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებდნენ. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-ს განცხადებით, აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ამის საპასუხოდ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
„ძლიერ შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია. „უცხოური გავლენის“ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რომელიც საქართველოს უმრავლესობას სურს“, – დაწერა მიშელმა Twitter-ში.
ევროპული კავშირისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა და ადამიანური ღირებულებების ერთგულება, აღნიშნა მან.
მანამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ უცხოური აგენტების შესახებ ქართული კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მისწრაფებას.
საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია აქციის 66 მონაწილე, დაშავდა დაახლოებით 50 სამართალდამცველი.
ამჟამად თბილისში, პარლამენტის შენობასთან კვლავ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია უცხოური აგენტების კანონის მიღების წინააღმდეგ.
მმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ, როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს – რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლების გამოყენებას გეგმავს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.