https://sputnik-georgia.com/20230308/borelma-gaakritika-ucxouri-agentebis-sesaxeb-kanonproeqti-275583576.html
ჟოზეპ ბორელმა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი გააკრიტიკა
ჟოზეპ ბორელმა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი გააკრიტიკა
კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ შეუთავსებელია ევროკავშირის ფასეულობებთან და სტანდარტებთან, აღნიშნა ბორელმა. 08.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-08T16:24+0400
2023-03-08T16:24+0400
2023-03-08T21:09+0400
პოლიტიკა
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251057788_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_2f7e6046a4c0220b5c2ae11ff3d956dc.jpg
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ უცხოური აგენტების შესახებ ქართული კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქვეყნის მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი.ბორელის თქმით, კანონპროექტის მიღება პირველი მოსმენით – ეს ცუდი განვითარებაა საქართველოსა და მისი მოსახლეობისთვის.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დაიცვას დემოკრატიის ერთგულება, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები. გარდა ამისა, ბორელმა საქართველოს ხელისუფლებას ადამიანების მშვიდობიანი პროტესტის უფლებები შეახსენა.გუშინ პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებდნენ. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-ს განცხადებით, აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ამის საპასუხოდ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.შსს-ს მონაცემებით, დაკავებულია აქციის 66 მონაწილე, დაშავდა დაახლოებით 50 სამართალდამცველი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251057788_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_a825569d2bd3291140f4bfe9bde6fd71.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
პოლიტიკა, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ჟოზეპ ბორელმა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი გააკრიტიკა
16:24 08.03.2023 (განახლებულია: 21:09 08.03.2023) კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ შეუთავსებელია ევროკავშირის ფასეულობებთან და სტანდარტებთან, აღნიშნა ბორელმა.
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ უცხოური აგენტების შესახებ ქართული კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქვეყნის მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი.
ბორელის თქმით, კანონპროექტის მიღება პირველი მოსმენით – ეს ცუდი განვითარებაა საქართველოსა და მისი მოსახლეობისთვის.
„ეს კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. ის ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს გაცხადებულ მიზანს, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა. მის საბოლოოდ მიღებას, შესაძლოა, სერიოზული შედეგები ჰქონდეს ჩვენი ურთიერთობებისთვის“, – ნათქვამია ბორელის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დაიცვას დემოკრატიის ერთგულება, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები. გარდა ამისა, ბორელმა საქართველოს ხელისუფლებას ადამიანების მშვიდობიანი პროტესტის უფლებები შეახსენა.
გუშინ პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებდნენ. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-ს განცხადებით, აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ამის საპასუხოდ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
შსს-ს მონაცემებით, დაკავებულია აქციის 66 მონაწილე, დაშავდა დაახლოებით 50 სამართალდამცველი.