https://sputnik-georgia.com/20230308/---------275575905.html
გადაამეტა თუ არა უფლებამოსილებას პოლიციამ: საგამოძიებო სამსახური ფაქტებს შეისწავლის
გადაამეტა თუ არა უფლებამოსილებას პოლიციამ: საგამოძიებო სამსახური ფაქტებს შეისწავლის
Sputnik საქართველო
როგორც უწყებაში განმარტეს, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ტარდება. 08.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-08T13:50+0400
2023-03-08T13:50+0400
2023-03-14T14:45+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275556825_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_0f9b79a755498dabb86e8a96b58f36de.jpg
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძისა და სხვა დემონსტრანტების მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.ზურაბ ჯაფარიძე სამართალდამცველებმა გუშინ პარლამენტის მიერ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ჯაფარიძესთან ერთად პოლიციამ მისი თანაპარტიელი ნიკა მოსიაშვილიც დააკავა.როგორც უწყებაში განმარტეს, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ტარდება.გუშინ უცხოური აგენტების შესახებ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.შსს აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებმა შსს-ს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა საგნები, მათ შორის აალებადი საშუალებები. საპასუხოდ სამართალდამცველებმა გამოიყენეს სპეცსაშუალებები – წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი.პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 66 პირი დააკავეს>>>შსს-ს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე პოლიციამ 66 პირი დააკავა. აქციაზე შეკრებილთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შსს-ს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა და ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში.როგორც უწყებაში განმარტეს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა პროტესტის ფორმამ „უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო“.რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275556825_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_d63ad125b41790e2d712943572ca2871.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
გადაამეტა თუ არა უფლებამოსილებას პოლიციამ: საგამოძიებო სამსახური ფაქტებს შეისწავლის
13:50 08.03.2023 (განახლებულია: 14:45 14.03.2023) როგორც უწყებაში განმარტეს, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ტარდება.
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძისა და სხვა დემონსტრანტების მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
ზურაბ ჯაფარიძე სამართალდამცველებმა გუშინ პარლამენტის მიერ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ჯაფარიძესთან ერთად პოლიციამ მისი თანაპარტიელი ნიკა მოსიაშვილიც დააკავა.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება შსს-ს ცალკეული თანამშრომლის მხრიდან საპროტესტო აქციის დროს ზურაბ ჯაფარიძის და აქციის სხვა მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო", – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც უწყებაში განმარტეს, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ტარდება.
გუშინ უცხოური აგენტების შესახებ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.
შსს აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებმა შსს-ს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა საგნები, მათ შორის აალებადი საშუალებები. საპასუხოდ სამართალდამცველებმა გამოიყენეს სპეცსაშუალებები – წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი.
შსს-ს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე პოლიციამ 66 პირი დააკავა. აქციაზე შეკრებილთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შსს-ს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა და ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში.
როგორც უწყებაში განმარტეს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა პროტესტის ფორმამ „უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო“.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო.