https://sputnik-georgia.com/20230308/----66---275573722.html
პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 66 პირი დააკავეს
პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 66 პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დაკავებულთა შორისაა ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. 08.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-08T11:41+0400
2023-03-08T11:41+0400
2023-03-08T18:24+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/08/275563726_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_3b2011f9c6bc662fe28d27b265a7f2f3.jpg
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. თბილისის ცენტრში გამართულ აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე 66 პირია დაკავებული, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.გუშინ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო.„სამინისტროს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა ყველა პირის ქმედებას, რომლებმაც ხელი შეუწყვეს და ორგანიზება გაუწიეს მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ ქმედებაში გადაზრდას", – აღნიშნულია განცხადებაში.საპროტესტო აქცია რუსთაველზე: რა ვითარებაა პარლამენტის შენობასთან>>>გუშინ თბილისის ცენტრში ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად ხდებოდა დაპირისპირება.აქციის მონაწილეებმა პოლიციას სხვადასხვა ნივთები დაუშინეს, დააზიანეს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული მანქანები. საპასუხოდ სამართალდამცველებმა გამოიყენეს სპეცსაშუალებები – წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი.შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა პროტესტის ფორმამ „უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო“.უწყების ცნობით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა შსს-ს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა საგნები, მათ შორის აალებადი საშუალებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/08/275563726_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4edb1c9f5ce2add70b8b702e2aedc573.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 66 პირი დააკავეს
11:41 08.03.2023 (განახლებულია: 18:24 08.03.2023) დაკავებულთა შორისაა ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. თბილისის ცენტრში გამართულ აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე 66 პირია დაკავებული, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გუშინ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.
„აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტები კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება სასამართლოს", – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო.
„სამინისტროს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა ყველა პირის ქმედებას, რომლებმაც ხელი შეუწყვეს და ორგანიზება გაუწიეს მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ ქმედებაში გადაზრდას", – აღნიშნულია განცხადებაში.
გუშინ თბილისის ცენტრში ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად ხდებოდა დაპირისპირება.
აქციის მონაწილეებმა პოლიციას სხვადასხვა ნივთები დაუშინეს, დააზიანეს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული მანქანები. საპასუხოდ სამართალდამცველებმა გამოიყენეს სპეცსაშუალებები – წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა პროტესტის ფორმამ „უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო“.
უწყების ცნობით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა შსს-ს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა საგნები, მათ შორის აალებადი საშუალებები.