https://sputnik-georgia.com/20230308/saprotesto-aqcia-rustavelze-ra-vitarebaa-parlamenttan-275571993.html
საპროტესტო აქცია რუსთაველზე: რა ვითარებაა პარლამენტის შენობასთან
საპროტესტო აქცია რუსთაველზე: რა ვითარებაა პარლამენტის შენობასთან
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც წუხელ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა, ამ... 08.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-08T10:53+0400
2023-03-08T10:53+0400
2023-03-08T18:06+0400
საქართველო
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275557799_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_27defad85a3335de4165b117cec7e261.jpg
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც წუხელ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა, ამ დროისათვის სიმშვიდეა. ამჟამად საკანონმდებლო ორგანოს წინ აქციის მონაწილეები არ იმყოფებიან, ტერიტორიაზე მხოლოდ სამართალდამცველები რჩებიან.პარლამენტის შენობის კედლებზე აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა წარწერები დატოვეს, მათ შორის „აქ სხედან ქვეყნის გამყიდველი მონები“. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეს, 15:00 საათზე ისევ გაიმართება.„დღის განმავლობაში უნდა დავიწყოთ შეკრება. არ უნდა დავიღალოთ. ეს ბრძოლა არის ჩვენი ქვეყნისთვის და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის“, – განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს>>>გუშინ თბილისის ცენტრში ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება პერიოდულად ხდებოდა.აქციის მონაწილეებმა პოლიციას სხვადასხვა ნივთები დაუშინეს, დააზიანეს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული მანქანები. საპასუხოდ სამართალდამცველებმა გამოიყენეს სპეცსაშუალებები – წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი. წინასწარი მონაცემებით, დაკავებულია აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე.შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა პროტესტის ფორმამ „უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო“.უწყების ცნობით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა შსს-ს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა საგნები, მათ შორის აალებადი საშუალებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275557799_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_5626a03ed875a78fddfd864ee85c3a0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც წუხელ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა, ამ დროისათვის სიმშვიდეა.
ამჟამად საკანონმდებლო ორგანოს წინ აქციის მონაწილეები არ იმყოფებიან, ტერიტორიაზე მხოლოდ სამართალდამცველები რჩებიან.
პარლამენტის შენობის კედლებზე აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა წარწერები დატოვეს, მათ შორის „აქ სხედან ქვეყნის გამყიდველი მონები“. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეს, 15:00 საათზე ისევ გაიმართება.
„დღის განმავლობაში უნდა დავიწყოთ შეკრება. არ უნდა დავიღალოთ. ეს ბრძოლა არის ჩვენი ქვეყნისთვის და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის“, – განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.
გუშინ თბილისის ცენტრში ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება პერიოდულად ხდებოდა.
აქციის მონაწილეებმა პოლიციას სხვადასხვა ნივთები დაუშინეს, დააზიანეს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული მანქანები. საპასუხოდ სამართალდამცველებმა გამოიყენეს სპეცსაშუალებები – წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი. წინასწარი მონაცემებით, დაკავებულია აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა პროტესტის ფორმამ „უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო“.
უწყების ცნობით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა შსს-ს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა საგნები, მათ შორის აალებადი საშუალებები.