სკანდალური კანონპროექტი: შალვა პაპუაშვილმა ოპოზიცია ისტერიკის დათესვაში დაადანაშაულა

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2023
გამოწერა
ოპოზიციონერების აზრით, კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ უარყოფითად აისახება საქართველოს შესაძლებლობებზე, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ქართული ოპოზიცია ცრუობს და თესავს ისტერიას, როდესაც ლაპარაკობს, რომ კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ რუსულია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
პარლამენტში დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ", რომელიც ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი და ფიზიკურ პირებსაც ეხება. ორივე კანონპროექტის ინიციატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალაა".
კანონპროექტების საკომიტეტო განხილვები სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების და პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. ოპოზიციონერების აზრით, კანონპროექტის მიღება უარყოფითად აისახება საქართველოს შესაძლებლობებზე, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, ეს რუსული კანონის ვარიანტია.
პროტესტის მიუხედავად:იურიდიულმა კომიტეტმა უცხოური აგენტების შესახებ კანონებს მხარი დაუჭირა>>
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე სამშაბათს თავიანთი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. მათ შორის იყო ხათუნა სამნიძე, რომელმაც მმართველი პარტია საზოგადოების პროტესტზე არაადეკვატურ რეაქციაში დაადანაშაულა.

„ქალბატონო ხათუნა, ოთხ წინადადებაში ოთხი ტყუილი თქვით და კიდევ ხალხის პატივისცემაზე საუბრობთ. კანონპროექტების პირველი მოსმენა მიმდინარეობს და ასევე გაცხადებულია, რომ იქნება კონსულტაცია ვენეციის კომისიასთან. ისტერიის შექმნა, თითქოს ახლა რაღაც ხდება, საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა", – მიმართა პაპუაშვილმა ხათუნა სამნიძეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყველაზე დიდი პროპაგანდისტული ტყუილი, რომელიც საზოგადოებაში ვრცელდება, უწოდა იმას, რომ კანონპროექტს რუსულს უწოდებენ.
„თემის სტიგმატიზება, როგორც რუსული, არის პროპაგანდის ელემენტარული ინსტრუმენტი... ხოლო მეორე პროპაგანდისტული ხაზი არის ისტერია", – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ დროისათვის ცნობილია, რომ უმრავლესობა აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს მხოლოდ პროექტის პრინციპებს, შემდეგ კი ორივე ვარიანტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაუგზავნოს. მიიღებენ იმ ვარიანტს, რომელსაც ვენეციის კომისიის მხარდაჭერა ექნება. კენჭისყრა ივნისის ბოლოსთვის იგეგმება.
OSCE/ODIHR შეაფასებს საქართველოს კანონპროექტს უცხოური აგენტების შესახებ>>
სკანდალური ინიციატივა და რეაქცია
კანონპროექტების ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყარო ღია უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები. კრიტიკოსებმა კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.
მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგეები ალაპარაკდნენ, რომ კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგიურია, „ხალხის ძალამ" გადაწყვიტა პარლამენტში ალტერნატიული – ამერიკული კანონის ანალოგიური კანონპროექტის წარდგენა. მაშინ კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ საქართველოს საერთოდ არ სჭირდება ასეთი კანონები, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.
ჩხუბი, აქცია - როგორ მიმდინარეობს უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა: ვიდეო>>
კანონპროექტის ავტორები და „ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამერიკული კანონი არაადეკვატურად მკაცრია და ასეთი კანონის მიღება საქართველოში არასწორი იქნება. ხოლო პირველი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", ამერიკული კანონისგან განსხვავებით, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების სტანდარტებს.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი" და არა „უცხოელი აგენტი". ტერმინი „უცხოელი აგენტის" გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
„ხალხის ძალა" ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან" გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0