https://sputnik-georgia.com/20230306/iuridiulma-komitetma-ucxouri-agentebis-sesaxeb-janonebs-mxari-dauwira-275507601.html
პროტესტის მიუხედავად: იურიდიულმა კომიტეტმა უცხოურ აგენტებზე კანონპროექტებს მხარი დაუჭირა
პროტესტის მიუხედავად: იურიდიულმა კომიტეტმა უცხოურ აგენტებზე კანონპროექტებს მხარი დაუჭირა
Sputnik საქართველო
სადაო საკითხები, მათ შორის ტერმინოლოგიასთან დაკავშირებული თემები მეორე მოსმენის დროს იქნება განხილული, განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ 06.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-06T23:55+0400
2023-03-06T23:55+0400
2023-03-07T14:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995911_0:0:3068:1726_1920x0_80_0_0_7ad03fd966eb95479ccab3bf5e9d7f60.jpg
თბილისი, 6 მარტი — Sputnik პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა პარტია „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“.პარლამენტში დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი და ფიზიკურ პირებსაც ეხება. ორივე კანონპროექტის ინიციატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალაა".მისი თქმით, საკამათო საკითხები, მათ შორის ტერმინოლოგიასთან დაკავშირებული თემები მეორე მოსმენის ფარგლებში იქნება განხილული.„და მხოლოდ იმ პრინციპით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რომ ინფორმირებულობა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი დემოკრატიულ საზოგადოებაში – ამ პრინციპებით ჩვენ გთავაზობთ, მხარი დავუჭიროთ ორივე კანონპროექტს“, – აღნიშნა დეპუტატმა.ოხანაშვილმა დაამატა, რომ ორივე კანონპროექტი უნდა გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას და დეპუტატებმა შემდგომი საკითხები უნდა განიხილონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას.საქართველოს პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ ახალი კანონპროექტების განხილვა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების და პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.ოპოზიციის თვალსაზრისით, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღება უარყოფითად აისახება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობაზე, გარდა ამისა, ისინი ამტკიცებენ, რომ ეს რუსული კანონის ანალოგია.სკანდალური ინიციატივა და რეაქციაკანონპროექტების ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყარო ღია უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები. კრიტიკოსებმა კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგეები ალაპარაკდნენ, რომ კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგიურია, „ხალხის ძალამ“ გადაწყვიტა პარლამენტში ალტერნატიული – ამერიკული კანონის ანალოგიური კანონპროექტის წარდგენა. მაშინ კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ საქართველოს საერთოდ არ სჭირდება ასეთი კანონები, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.კანონპროექტის ავტორები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამერიკული კანონი არაადეკვატურად მკაცრია და ასეთი კანონის მიღება საქართველოში არასწორი იქნება. ხოლო პირველი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ამერიკული კანონისგან განსხვავებით, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების სტანდარტებს.ამ დროისათვის ცნობილია, რომ უმრავლესობა აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს მხოლოდ პროექტის პრინციპებს, შემდეგ კი ორივე ვარიანტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაუგზავნოს. მიიღებენ იმ ვარიანტს, რომელსაც ვენეციის კომისიის მხარდაჭერა ექნება. კენჭისყრა ივნისის ბოლოსთვის იგეგმება.ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995911_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_1a80c003bb47d5dbd213176975572441.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
პროტესტის მიუხედავად: იურიდიულმა კომიტეტმა უცხოურ აგენტებზე კანონპროექტებს მხარი დაუჭირა
23:55 06.03.2023 (განახლებულია: 14:46 07.03.2023) სადაო საკითხები, მათ შორის ტერმინოლოგიასთან დაკავშირებული თემები მეორე მოსმენის დროს იქნება განხილული, განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ
თბილისი, 6 მარტი — Sputnik პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა პარტია „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“.
პარლამენტში დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი და ფიზიკურ პირებსაც ეხება. ორივე კანონპროექტის ინიციატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალაა".
„კომიტეტზე დამსწრეთა მიერ ერთხმად იქნა მხარდაჭერილი ორივე პროექტი... აქ არ არის საუბარი ფიზიკური პირების აგენტად მოხსენიებაზე და არავითარ შემთხვევაში საუბარი რაღაც სტიგმატიზებით და ნეგატიური კონტექსტით. არცერთ ფიზიკურ პირს ეს დასახელება არ ეხება, თითქოს ფიზიკური პირი არის აგენტი. ასეთი რამ არ ხდება“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.
მისი თქმით, საკამათო საკითხები, მათ შორის ტერმინოლოგიასთან დაკავშირებული თემები მეორე მოსმენის ფარგლებში იქნება განხილული.
„და მხოლოდ იმ პრინციპით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რომ ინფორმირებულობა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი დემოკრატიულ საზოგადოებაში – ამ პრინციპებით ჩვენ გთავაზობთ, მხარი დავუჭიროთ ორივე კანონპროექტს“, – აღნიშნა დეპუტატმა.
ოხანაშვილმა დაამატა, რომ ორივე კანონპროექტი უნდა გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას და დეპუტატებმა შემდგომი საკითხები უნდა განიხილონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას.
საქართველოს პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ ახალი კანონპროექტების განხილვა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების და პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
ოპოზიციის თვალსაზრისით, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღება უარყოფითად აისახება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობაზე, გარდა ამისა, ისინი ამტკიცებენ, რომ ეს რუსული კანონის ანალოგია.
სკანდალური ინიციატივა და რეაქცია
კანონპროექტების ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყარო ღია უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები. კრიტიკოსებმა კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.
მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგეები ალაპარაკდნენ, რომ კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგიურია, „ხალხის ძალამ“ გადაწყვიტა პარლამენტში ალტერნატიული – ამერიკული კანონის ანალოგიური კანონპროექტის წარდგენა. მაშინ კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ საქართველოს საერთოდ არ სჭირდება ასეთი კანონები, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.
კანონპროექტის ავტორები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამერიკული კანონი არაადეკვატურად მკაცრია და ასეთი კანონის მიღება საქართველოში არასწორი იქნება. ხოლო პირველი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ამერიკული კანონისგან განსხვავებით, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების სტანდარტებს.
ამ დროისათვის ცნობილია, რომ უმრავლესობა აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს მხოლოდ პროექტის პრინციპებს, შემდეგ კი ორივე ვარიანტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაუგზავნოს. მიიღებენ იმ ვარიანტს, რომელსაც ვენეციის კომისიის მხარდაჭერა ექნება. კენჭისყრა ივნისის ბოლოსთვის იგეგმება.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.