https://sputnik-georgia.com/20230306/rogor-mimdinareobs-ucxouri-agentebis-sesaxeb-kanonproeqtisganxilva-parlamentsi-275477952.html
ჩხუბი, აქცია - როგორ მიმდინარეობს უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა: ვიდეო
ჩხუბი, აქცია - როგორ მიმდინარეობს უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა: ვიდეო
Sputnik საქართველო
უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო... 06.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-06T11:40+0400
2023-03-06T11:40+0400
2023-03-06T16:47+0400
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/06/275475282_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_d32ebf47938b671f9cd4ecc21838668b.jpg
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. უცხოური აგენტების შესახებ ახალი კანონპროექტების განხილვა საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს, ხოლო სხდომათა დარბაზში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ჩხუბი მოხდა.პარლამენტში დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი და ფიზიკურ პირებსაც ეხება. ორივე კანონპროექტის ინიციატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალაა".დღეს კანონპროექტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იხილავს და პარლამენტის შენობასთან ისევ საპროტესტო აქციაა გამართული.ხუთშაბათს, 2 მარტს საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული ამ ორი კანონპროექტის განხილვა მწვავე დისკუსიისა და დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, დეპუტატებმა მაინც დაუჭირეს მხარი ორივე კანონპროექტს და განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცეს.საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტების განხილვას პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 36 ადამიანი დააკავეს.კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ„უცხოური აგენტების შესახებ“ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები. კრიტიკოსებმა კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.პარლამენტის სპიკერი ევროკომისარს პასუხობს>>>კანონპროექტის ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყაროები უნდა იყოს გამჭვირვალე არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა.კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ამერიკული ვარიანტისგან ერთ-ერთი მთავარი განსხვავებაა ის, რომ ამ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება იყოს მხოლოდ იურიდიული პირი (რომლის წლიური შემოსავლის მინიმუმ 20%-ის წყარო „უცხოური ძალაა“). ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.კანონის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ის სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მეტიც, დასავლელმა პარტნიორებმა მკაფიოდ გააფრთხილეს საქართველოს ხელისუფლება, რომ ასეთი კანონის მიღება ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლება გახდება.„ცარიელი ისტერია“ – კობახიძე „უცხოურ აგენტებზე“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტზე>>>პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.ამ დროისათვის ცნობილია, რომ უმრავლესობა აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს მხოლოდ კანონპროექტების პრინციპებს, შემდეგ კი ორივე ვარიანტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაუგზავნოს. მხოლოდ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება კანონპროექტის მიღებისა თუ ცვლილების შესახებ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/06/275475282_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_c5387423015e7dbdca2c41e5b8199b6a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
ჩხუბი, აქცია - როგორ მიმდინარეობს უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა: ვიდეო
11:40 06.03.2023 (განახლებულია: 16:47 06.03.2023) უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. უცხოური აგენტების შესახებ ახალი კანონპროექტების განხილვა საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს, ხოლო სხდომათა დარბაზში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ჩხუბი მოხდა.
პარლამენტში დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი და ფიზიკურ პირებსაც ეხება. ორივე კანონპროექტის ინიციატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალაა".
დღეს კანონპროექტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იხილავს და პარლამენტის შენობასთან ისევ საპროტესტო აქციაა გამართული.
ხუთშაბათს, 2 მარტს საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული ამ ორი კანონპროექტის განხილვა მწვავე დისკუსიისა და დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, დეპუტატებმა მაინც დაუჭირეს მხარი ორივე კანონპროექტს და განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცეს.
საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტების განხილვას პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 36 ადამიანი დააკავეს.
კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ
„უცხოური აგენტების შესახებ“ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები. კრიტიკოსებმა კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.
კანონპროექტის ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყაროები უნდა იყოს გამჭვირვალე არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა.
კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ამერიკული ვარიანტისგან ერთ-ერთი მთავარი განსხვავებაა ის, რომ ამ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება იყოს მხოლოდ იურიდიული პირი (რომლის წლიური შემოსავლის მინიმუმ 20%-ის წყარო „უცხოური ძალაა“). ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
კანონის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ის სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მეტიც, დასავლელმა პარტნიორებმა მკაფიოდ გააფრთხილეს საქართველოს ხელისუფლება, რომ ასეთი კანონის მიღება ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლება გახდება.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
ამ დროისათვის ცნობილია, რომ უმრავლესობა აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს მხოლოდ კანონპროექტების პრინციპებს, შემდეგ კი ორივე ვარიანტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაუგზავნოს. მხოლოდ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება კანონპროექტის მიღებისა თუ ცვლილების შესახებ.