https://sputnik-georgia.com/20230307/premierma-kanonproeqts-ucxouri-agentebis-sesaxeb-mxari-dauwira-275536078.html
პრემიერმა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
პრემიერმა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
Sputnik საქართველო
ასეთი კანონი მოქმედებს სხვა ქვეყნებშიც. ყველა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა… ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი... 07.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-07T17:46+0400
2023-03-07T17:46+0400
2023-03-07T22:07+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0c/272962292_288:170:1024:584_1920x0_80_0_0_f19639a76de564f7732b62e310f5df9e.jpg
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე კომენტარისას განაცხადა, რომ ამა თუ იმ კანონის მიღების საკითხი თითოეული ქვეყნის სუვერენული უფლებაა. პარლამენტში დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ", რომელიც ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი და ფიზიკურ პირებსაც ეხება. ორივე კანონპროექტის ინიციატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალაა". პრემიერის თქმით, ბოლო ვარიანტი ამერიკული კანონიდან თარგმნეს, მერე კი ჩვენ რეალობას მოარგეს, ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, კანონი ამერიკაში 1939 წელს მიიღეს და მას შემდეგ ის მოქმედებს. კანონპროექტების განხილვები პარლამენტში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების და პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. ოპოზიციონერების აზრით, კანონპროექტის მიღება უარყოფითად აისახება საქართველოს შესაძლებლობებზე, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, ის რუსული კანონის ანალოგია. როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო ათი წელია ხელისუფლებას ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე მიჰყავს. „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ქვეყანამ მიიღო ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა, რითაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება, აღნიშნა ღარიბაშვილმა. გინება და ჩხუბი პარლამენტში - მღელვარება უცხოურ აგენტებზე კანონპროექტის შესახებ არ ცხრება>>„ახლა ჩვენ ველოდებით სტატუსს. ჩვენი ხელისუფლება ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს სტატუსი ძალიან მალე მივიღოთ. ნებისმიერი სპეკულაციები, რაც ჩვენ მოვისმინეთ ოპოზიციის მხრიდან, საფუძველს მოკლებულია", – განაცხადა ღარიბაშვილმა. გასაგებია, რომ საკითხი ბევრისთვის შეიძლება მიუღებელი იყოს, მაგრამ იმიტომაც ვართ ხელისუფლება, რომ გავაკეთოთ ის, რაც სჭირდება ქვეყანას, ჩვენს ხალხს, დასძინა პრემიერმა. პრემიერის აზრით, მიმდინარე კამპანია უსაფუძვლოა. „მესმის, რომ ეს მათთვის მტკივნეულია, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ისინი ათეულ მილიონობით დოლარის გრანტს იღებდნენ და არავითარი გამჭვირვალობა, არავითარი ინფორმაცია, ანგარიშვალდებულება საზოგადოების, ჩვენი ხალხის წინაშე არ არსებობდა. მინიმალური სტანდარტი ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის არის ის აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ და მსოფლიო სტანდარტს", – განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობილია, რომ უმრავლესობა აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს კანონპროექტებს, შემდეგ კი ორივე ვარიანტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაუგზავნოს. მიიღებენ იმ ვარიანტს, რომელსაც ვენეციის კომისიის მხარდაჭერა ექნება. კენჭისყრა ივნისის ბოლოსთვის იგეგმება. სკანდალური ინიციატივა და რეაქცია კანონპროექტების ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყარო ღია უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. სკანდალური კანონპროექტი: პაპუაშვილმა ოპოზიცია ისტერიის დათესვაში დაადანაშაულა>>უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები. კრიტიკოსებმა კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს. მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგეები ალაპარაკდნენ, რომ კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგიურია, „ხალხის ძალამ" გადაწყვიტა პარლამენტში ალტერნატიული – ამერიკული კანონის ანალოგიური კანონპროექტის წარდგენა. მაშინ კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ საქართველოს საერთოდ არ სჭირდება ასეთი კანონები, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს. კანონპროექტის ავტორები და „ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამერიკული კანონი არაადეკვატურად მკაცრია და ასეთი კანონის მიღება საქართველოში არასწორი იქნება. ხოლო პირველი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", ამერიკული კანონისგან განსხვავებით, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი" და არა „უცხოელი აგენტი". ტერმინი „უცხოელი აგენტის" გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს. „ხალხის ძალა" ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან" გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0c/272962292_344:172:1024:682_1920x0_80_0_0_9702924513d5f68fbcf1ebe3354b7e9d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
პრემიერმა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
17:46 07.03.2023 (განახლებულია: 22:07 07.03.2023) ასეთი კანონი მოქმედებს სხვა ქვეყნებშიც. ყველა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა… ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე კომენტარისას განაცხადა, რომ ამა თუ იმ კანონის მიღების საკითხი თითოეული ქვეყნის სუვერენული უფლებაა.
პარლამენტში დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ", რომელიც ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი და ფიზიკურ პირებსაც ეხება. ორივე კანონპროექტის ინიციატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალაა".
პრემიერის თქმით, ბოლო ვარიანტი ამერიკული კანონიდან თარგმნეს, მერე კი ჩვენ რეალობას მოარგეს, ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, კანონი ამერიკაში 1939 წელს მიიღეს და მას შემდეგ ის მოქმედებს.
„მე ვფიქრობ, არავის გასჩენია სურვილი იმისა, რომ განეკითხა ან განესაჯა, თუ რატომ მოქმედებს ასეთი კანონი ამერიკაში. ასეთი კანონი მოქმედებს ასევე სხვა ქვეყნებშიც. ყველა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა… ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა – ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
კანონპროექტების განხილვები პარლამენტში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების და პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. ოპოზიციონერების აზრით, კანონპროექტის მიღება უარყოფითად აისახება საქართველოს შესაძლებლობებზე, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, ის რუსული კანონის ანალოგია.
როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო ათი წელია ხელისუფლებას ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე მიჰყავს. „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ქვეყანამ მიიღო ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა, რითაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება, აღნიშნა ღარიბაშვილმა.
„ახლა ჩვენ ველოდებით სტატუსს. ჩვენი ხელისუფლება ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს სტატუსი ძალიან მალე მივიღოთ. ნებისმიერი სპეკულაციები, რაც ჩვენ მოვისმინეთ ოპოზიციის მხრიდან, საფუძველს მოკლებულია", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
გასაგებია, რომ საკითხი ბევრისთვის შეიძლება მიუღებელი იყოს, მაგრამ იმიტომაც ვართ ხელისუფლება, რომ გავაკეთოთ ის, რაც სჭირდება ქვეყანას, ჩვენს ხალხს, დასძინა პრემიერმა.
„ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთავრობო მიტინგებს, ძალიან ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებას, რომელიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათი ეს დაფინანსება არ არის გამჭვირვალე", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის აზრით, მიმდინარე კამპანია უსაფუძვლოა.
„მესმის, რომ ეს მათთვის მტკივნეულია, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ისინი ათეულ მილიონობით დოლარის გრანტს იღებდნენ და არავითარი გამჭვირვალობა, არავითარი ინფორმაცია, ანგარიშვალდებულება საზოგადოების, ჩვენი ხალხის წინაშე არ არსებობდა. მინიმალური სტანდარტი ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის არის ის აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ და მსოფლიო სტანდარტს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობილია, რომ უმრავლესობა აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს კანონპროექტებს, შემდეგ კი ორივე ვარიანტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაუგზავნოს. მიიღებენ იმ ვარიანტს, რომელსაც ვენეციის კომისიის მხარდაჭერა ექნება. კენჭისყრა ივნისის ბოლოსთვის იგეგმება.
სკანდალური ინიციატივა და რეაქცია
კანონპროექტების ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყარო ღია უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები. კრიტიკოსებმა კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.
მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგეები ალაპარაკდნენ, რომ კანონპროექტი რუსული კანონის ანალოგიურია, „ხალხის ძალამ" გადაწყვიტა პარლამენტში ალტერნატიული – ამერიკული კანონის ანალოგიური კანონპროექტის წარდგენა. მაშინ კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ საქართველოს საერთოდ არ სჭირდება ასეთი კანონები, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.
კანონპროექტის ავტორები და „ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამერიკული კანონი არაადეკვატურად მკაცრია და ასეთი კანონის მიღება საქართველოში არასწორი იქნება. ხოლო პირველი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", ამერიკული კანონისგან განსხვავებით, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების სტანდარტებს.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი" და არა „უცხოელი აგენტი". ტერმინი „უცხოელი აგენტის" გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
„ხალხის ძალა" ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან" გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.