https://sputnik-georgia.com/20230306/propsaswavleblebshi-charicxulta-raodenoba-izrdeba-275467263.html
პროფსასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობა იზრდება
პროფსასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობა იზრდება
Sputnik საქართველო
2022 წელს პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა რაოდენობამ 7,6 ათასი შეადგინა. 06.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-06T11:37+0400
2023-03-06T11:37+0400
2023-03-06T16:36+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23971/93/239719371_0:56:2000:1181_1920x0_80_0_0_bb9af229c3c3594258b248b5d9d888d8.jpg
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოში 2022 წელს პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 25,9%-ით გაიზარდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.2022 წელს პროფსასწავლებლებში 14.103 პირი ჩაირიცხა, აქედან 46,6% ქალი და 53,4% - მამაკაცი.2022 წლის ბოლოსთვის იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა, რომლებმაც სტუდენტები პროფესიულ პროგრამებზე მიიღეს, 94-ს შეადგენდა, აქედან 42 სახელმწიფო, ხოლო 52 - კერძო სასწავლებელი იყო.„საქსტატის" ცნობით, პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობით ლიდერობს თბილისი (36,7%), შემდეგ მოდიან: აჭარა (19,9%), იმერეთი (10,0%), სამეგრელო–ზემო სვანეთი (9,4%), კახეთი (6,1%), ქვემო ქართლი (6%). 2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 263 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 48,8% ქალია, ხოლო 51,2% მამაკაცი.2022 წელს პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა რაოდენობამ 7,6 ათასი შეადგინა. მათმა უმრავლესობამ აირჩია ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, როგორიცაა ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა, ბიზნეს-ადმინისტრირება, სამართალი, ჯანდაცვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები.მას შემდეგ, რაც საქართველომ „პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონი მიიღო, ქვეყანაში მნიშვნელოვნად განვითარდა პროფესიული განათლების სხვადასხვა მიმართულებები.
https://sputnik-georgia.com/20230210/skolis-moswavleebs-profganatlebis-migebis-sashuaqleba-eqnebat-274752818.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23971/93/239719371_103:0:1883:1335_1920x0_80_0_0_89f4af790aaea94b684fcc168800ba03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
პროფსასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობა იზრდება
11:37 06.03.2023 (განახლებულია: 16:36 06.03.2023) 2022 წელს პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა რაოდენობამ 7,6 ათასი შეადგინა.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოში 2022 წელს პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 25,9%-ით გაიზარდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
2022 წელს პროფსასწავლებლებში 14.103 პირი ჩაირიცხა, აქედან 46,6% ქალი და 53,4% - მამაკაცი.
2022 წლის ბოლოსთვის იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა, რომლებმაც სტუდენტები პროფესიულ პროგრამებზე მიიღეს, 94-ს შეადგენდა, აქედან 42 სახელმწიფო, ხოლო 52 - კერძო სასწავლებელი იყო.
„საქსტატის" ცნობით, პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობით ლიდერობს თბილისი (36,7%), შემდეგ მოდიან: აჭარა (19,9%), იმერეთი (10,0%), სამეგრელო–ზემო სვანეთი (9,4%), კახეთი (6,1%), ქვემო ქართლი (6%).
2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 263 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 48,8% ქალია, ხოლო 51,2% მამაკაცი.
2022 წელს პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა რაოდენობამ 7,6 ათასი შეადგინა. მათმა უმრავლესობამ აირჩია ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, როგორიცაა ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა, ბიზნეს-ადმინისტრირება, სამართალი, ჯანდაცვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
მას შემდეგ, რაც საქართველომ „პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონი მიიღო, ქვეყანაში მნიშვნელოვნად განვითარდა პროფესიული განათლების სხვადასხვა მიმართულებები.