https://sputnik-georgia.com/20230210/skolis-moswavleebs-profganatlebis-migebis-sashuaqleba-eqnebat-274752818.html
სკოლის მოსწავლეებს პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ
სკოლის მოსწავლეებს პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ
Sputnik საქართველო
საუბარია 30 სკოლაზე, რომლებიც ქვეყნის ისეთ რაიონებში მდებარეობს, სადაც პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა არ არის. 10.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-10T14:37+0400
2023-02-10T14:37+0400
2023-02-10T17:32+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23472/35/234723573_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_503d9885c4c6bdc18e5a2d40e5e0bc6a.jpg
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. მიმდინარე წელს 30 საჯარო სკოლის მოსწავლეებს პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ახალი პროექტის დეტალები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და მის მოადგილეებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.პროექტის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული პროგრამების დანერგვა.საუბარია 30 სკოლაზე, რომლებიც საქართველოს ისეთ რეგიონებში მდებარეობს, სადაც პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა არ არის.შეხვედრაზე ხაზგასმით იყო საუბარი პროფესიული განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის საკითხზე. კერძოდ, 2023 წელს დაინერგება გაცვლითი პროგრამები და ერთობლივი პროექტები, რაც უცხოურ სასწავლებლებთან ერთად პროფესიული პროგრამების განხორციელებას შესაძლებელს გახდის. გაცვლითი პროგრამები შეთავაზებული იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის.საერთაშორისო სტანდარტების სწავლების ხელშეწყობის მიზნით პროფესიულ კოლეჯებში წელს კიდევ უფრო მეტი უცხოელი მასწავლებელი იმუშავებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23472/35/234723573_111:0:1000:667_1920x0_80_0_0_0397dd7fe80051b5433d6708b8757c66.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საზოგადოება
სკოლის მოსწავლეებს პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ
14:37 10.02.2023 (განახლებულია: 17:32 10.02.2023) საუბარია 30 სკოლაზე, რომლებიც ქვეყნის ისეთ რაიონებში მდებარეობს, სადაც პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა არ არის.
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. მიმდინარე წელს 30 საჯარო სკოლის მოსწავლეებს პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ახალი პროექტის დეტალები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და მის მოადგილეებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.
პროექტის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული პროგრამების დანერგვა.
საუბარია 30 სკოლაზე, რომლებიც საქართველოს ისეთ რეგიონებში მდებარეობს, სადაც პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა არ არის.
2023 წელს საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარების მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება მუშაობა თბილისში, ბორჯომში, ბათუმში, ახალქალაქში, ბოლნისში, ამბროლაურში, ქობულეთში, თელავში, მესტიაში, ფოთსა და ხობში.
შეხვედრაზე ხაზგასმით იყო საუბარი პროფესიული განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის საკითხზე. კერძოდ, 2023 წელს დაინერგება გაცვლითი პროგრამები და ერთობლივი პროექტები, რაც უცხოურ სასწავლებლებთან ერთად პროფესიული პროგრამების განხორციელებას შესაძლებელს გახდის. გაცვლითი პროგრამები შეთავაზებული იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის.
საერთაშორისო სტანდარტების სწავლების ხელშეწყობის მიზნით პროფესიულ კოლეჯებში წელს კიდევ უფრო მეტი უცხოელი მასწავლებელი იმუშავებს.