https://sputnik-georgia.com/20230305/tbilissi-saprotesto-aqciaze-dakavebulebi-gaatavisufles-275461254.html
თბილისში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს
თბილისში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს
Sputnik საქართველო
შვიდი პირის სასამართლო პროცესი 22 მარტამდე მტკიცებულებების მოპოვების მიზნით გადაიდო 05.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-05T16:18+0400
2023-03-05T16:18+0400
2023-03-05T17:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/02/275419785_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a39a028b929126562cfcde3b810c3279.jpg
თბილისი, 5 მარტი – Sputnik. თბილისში, პარლამენტის შენობასთან 2 მარტს გამართულ აქციაზე დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს, ნაწილი ხელწერილის საფუძველზე, ნაწილი კი პირდაპირ თბილისის საქალაქო სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ტელეარხი „რუსთავი 2“ ავრცელებს.შვიდი პირის სასამართლო პროცესი 22 მარტამდე მტკიცებულებების მოპოვების მიზნით გადაიდო, დანარჩენი სხდომების თარიღი უცნობია.კერძოდ, სამოქალაქო აქტივისტი საბა მეურმიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 2300 ლარით დააჯარიმა. ამასთან, ყველა ბრალდებული თავს უდანაშაულოდ ცნობს.ხუთშაბათს, 2 მარტს საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტების — „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ განხილვა მწვავე დისკუსიისა და დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, დეპუტატებმა მაინც დაუჭირეს მხარი ორივე კანონპროექტს და განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცეს.საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტების განხილვას პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები განხილვაში მონაწილე დეპუტატებისთვის „სირცხვილის დერეფნის“ მოწყობას შეეცადნენ. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს და პოლიციის მანქანებს კვერცხები ესროლეს. სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 36 ადამიანი დააკავეს.კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებპარლამენტში დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი. ორივე კანონპროექტის ინიციატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალაა".„უცხოური აგენტების შესახებ“ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები. კრიტიკოსებმა კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.პარლამენტის სპიკერი ევროკომისარს პასუხობს>>>კანონპროექტის ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყაროები უნდა იყოს გამჭვირვალე არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა.კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ამერიკული ვარიანტისგან ერთ-ერთი მთავარი განსხვავებაა ის, რომ ამ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება იყოს მხოლოდ იურიდიული პირი (რომლის წლიური შემოსავლის მინიმუმ 20%-ის წყარო „უცხოური ძალაა“). ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.კანონის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ის სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მეტიც, დასავლელმა პარტნიორებმა მკაფიოდ გააფრთხილეს საქართველოს ხელისუფლება, რომ ასეთი კანონის მიღება ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლება გახდება.„ცარიელი ისტერია“ – კობახიძე „უცხოურ აგენტებზე“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტზე>>>პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.ამ დროისათვის ცნობილია, რომ უმრავლესობა აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს მხოლოდ კანონპროექტების პრინციპებს, შემდეგ კი ორივე ვარიანტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაუგზავნოს. მხოლოდ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება კანონპროექტის მიღებისა თუ ცვლილების შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/02/275419785_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_6839c6f9d564ea0dbbdcec29b1bacbff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
თბილისში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს
16:18 05.03.2023 (განახლებულია: 17:18 05.03.2023) შვიდი პირის სასამართლო პროცესი 22 მარტამდე მტკიცებულებების მოპოვების მიზნით გადაიდო
თბილისი, 5 მარტი – Sputnik. თბილისში, პარლამენტის შენობასთან 2 მარტს გამართულ აქციაზე დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს, ნაწილი ხელწერილის საფუძველზე, ნაწილი კი პირდაპირ თბილისის საქალაქო სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ტელეარხი „რუსთავი 2“ ავრცელებს.
შვიდი პირის სასამართლო პროცესი 22 მარტამდე მტკიცებულებების მოპოვების მიზნით გადაიდო, დანარჩენი სხდომების თარიღი უცნობია.
კერძოდ, სამოქალაქო აქტივისტი საბა მეურმიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 2300 ლარით დააჯარიმა. ამასთან, ყველა ბრალდებული თავს უდანაშაულოდ ცნობს.
„დაკავებულები გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე, რომ ისინი აუცილებლად გამოცხადდებიან სასამართლოში. მართალია, თუ დაიბარებენ, ისინი აუცილებლად გამოცხადდებიან სასამართლოში და იმედი მაქვს სასამართლო პროცესი იქნება სამართლიანი, დაადგენს ობიექტურ ჭეშმარიტებას, რომ ამ ადამიანებს არ ჩაუდენიათ სამართალდარღვევა," - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.
ხუთშაბათს, 2 მარტს საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტების — „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ განხილვა მწვავე დისკუსიისა და დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, დეპუტატებმა მაინც დაუჭირეს მხარი ორივე კანონპროექტს და განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცეს.
საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტების განხილვას პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები განხილვაში მონაწილე დეპუტატებისთვის „სირცხვილის დერეფნის“ მოწყობას შეეცადნენ. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს და პოლიციის მანქანებს კვერცხები ესროლეს. სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 36 ადამიანი დააკავეს.
კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ
პარლამენტში დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი. ორივე კანონპროექტის ინიციატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალაა".
„უცხოური აგენტების შესახებ“ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები. კრიტიკოსებმა კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.
კანონპროექტის ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყაროები უნდა იყოს გამჭვირვალე არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა.
კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ამერიკული ვარიანტისგან ერთ-ერთი მთავარი განსხვავებაა ის, რომ ამ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება იყოს მხოლოდ იურიდიული პირი (რომლის წლიური შემოსავლის მინიმუმ 20%-ის წყარო „უცხოური ძალაა“). ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
კანონის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ის სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მეტიც, დასავლელმა პარტნიორებმა მკაფიოდ გააფრთხილეს საქართველოს ხელისუფლება, რომ ასეთი კანონის მიღება ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლება გახდება.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
ამ დროისათვის ცნობილია, რომ უმრავლესობა აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს მხოლოდ კანონპროექტების პრინციპებს, შემდეგ კი ორივე ვარიანტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაუგზავნოს. მხოლოდ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება კანონპროექტის მიღებისა თუ ცვლილების შესახებ.