https://sputnik-georgia.com/20230303/erovnuli-banki-myisieri-gadaxdebis-sistemis-sezenas-apirebs-275423281.html
ეროვნული ბანკი მყისიერი გადახდების სისტემის შეძენას აპირებს
ეროვნული ბანკი მყისიერი გადახდების სისტემის შეძენას აპირებს
Sputnik საქართველო
ტენდერის პირობებით, სისტემის მწარმოებლებს და მათთან დასაქმებულ პირებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი გამოცდილება რთული საგადასახადო სისტემის წარმოების სფეროში. 03.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-03T10:37+0400
2023-03-03T10:37+0400
2023-03-03T17:16+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830194_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_f08fb0a36b99e0b9076ba8dfa52279fa.jpg
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მყისიერი გადახდების სისტემის შესყიდვის მიზნით ღია საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.ეროვნული ბანკის მონაცემებით, ტენდერის პროცედურა ჩატარდება მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურების შესაბამისად.ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ საგადახდო სისტემის მწარმოებელს, რომლებიც სატენდერო მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებენ.ტენდერის პირობების თანახმად, სისტემის მწარმოებლები და მათთან დასაქმებული პერსონალი უნდა ფლობდნენ სათანადო გამოცდილებას რთული საგადახდო სისტემების წარმოების სფეროში. სატენდერო წინადადებების მიღება გაგრძელდება მიმდინარე წლის 10 აპრილამდე.რისი უფლება აქვთ კომერციულ ბანკებს: ეროვნული ბანკის პასუხი>>ტენდერში მონაწილეობის მსურველ მწარმოებლებთან შეხვედრა 14 მარტს გაიმართება.მყისიერი გადახდების სისტემა არის საცალო გადახდის ელექტრონული შესრულება, რომელიც ხელმისაწვდომია 24/7/365 რეჟიმში. გადახდის შესრულება ხორციელდება იმავე მომენტში, მყისიერად და შესრულებისთანავე მიმღებისთვის თანხა დაუყოვნებლივ ხდება ხელმისაწვდომი.გადახდები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამხორციელდება ლარში.როდის დატესტავენ საქართველოში ციფრულ ლარს - ეროვნული ბანკის პასუხი>>მყისიერი გადახდის სისტემაში ჩართული იქნებიან კომერციული ბანკები და სხვა (არასაბანკო) საგადახდო მომსახურების პროვაიდერები.მომხმარებლები გადახდების ინიცირებისთვის ყველა შესაძლო არხის და საშუალების გამოყენებას შეძლებენ, იქნება ეს ფილიალი, ინტერნეტ-ბანკი, მობილური აპლიკაცია, QR-კოდი და ა.შ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830194_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ad066d82026bddf6e43fcae75557fa2e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ეროვნული ბანკი მყისიერი გადახდების სისტემის შეძენას აპირებს
10:37 03.03.2023 (განახლებულია: 17:16 03.03.2023) ტენდერის პირობებით, სისტემის მწარმოებლებს და მათთან დასაქმებულ პირებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი გამოცდილება რთული საგადასახადო სისტემის წარმოების სფეროში.
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მყისიერი გადახდების სისტემის შესყიდვის მიზნით ღია საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ტენდერის პროცედურა ჩატარდება მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურების შესაბამისად.
ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ საგადახდო სისტემის მწარმოებელს, რომლებიც სატენდერო მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებენ.
ტენდერის პირობების თანახმად, სისტემის მწარმოებლები და მათთან დასაქმებული პერსონალი უნდა ფლობდნენ სათანადო გამოცდილებას რთული საგადახდო სისტემების წარმოების სფეროში. სატენდერო წინადადებების მიღება გაგრძელდება მიმდინარე წლის 10 აპრილამდე.
ტენდერში მონაწილეობის მსურველ მწარმოებლებთან შეხვედრა 14 მარტს გაიმართება.
მყისიერი გადახდების სისტემა არის საცალო გადახდის ელექტრონული შესრულება, რომელიც ხელმისაწვდომია 24/7/365 რეჟიმში. გადახდის შესრულება ხორციელდება იმავე მომენტში, მყისიერად და შესრულებისთანავე მიმღებისთვის თანხა დაუყოვნებლივ ხდება ხელმისაწვდომი.
გადახდები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამხორციელდება ლარში.
მყისიერი გადახდის სისტემაში ჩართული იქნებიან კომერციული ბანკები და სხვა (არასაბანკო) საგადახდო მომსახურების პროვაიდერები.
მომხმარებლები გადახდების ინიცირებისთვის ყველა შესაძლო არხის და საშუალების გამოყენებას შეძლებენ, იქნება ეს ფილიალი, ინტერნეტ-ბანკი, მობილური აპლიკაცია, QR-კოდი და ა.შ.