როდის დატესტავენ საქართველოში ციფრულ ლარს - ეროვნული ბანკის პასუხი

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2023
გამოწერა
ეროვნული ბანკი შეარჩევს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ტექნოლოგიის მომწოდებელ კომპანიას
თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. პროექტის პირველი ეტაპის საბოლოო ვადად 2023 წლის 15 თებერვალი განისაზღვრა. ამდენად, დაინტერესებული ფინტექ კომპანიების მოწვევის ვადა იწურება. ამის შესახებ აღნიშნულია მარეგულირებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობის გაზრდისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლიდან აქტიურად იკვლევს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) მახასიათებლებს, მათ შორის, ციფრული ლარის შესაძლებლობებს, სისტემურ მოწყობასა და ბაზარზე მისი გამოყენების გზებს.
„პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ ეროვნული ბანკი შეარჩევს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ტექნოლოგიის მიმწოდებელ კომპანიას და სიღრმისეულად შეაფასებს ტექნოლოგიური პარტნიორების მიერ წარმოდგენილ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის სისტემურ მოწყობასა და სხვა დამატებით ინფორმაციას, მათ შორის, სისტემურ მოწყობას ციფრული ლარის საცდელი ვერსიის დასანერგად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული ლარის პროექტის პირველი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა და დაინტერესებული ფინანსური ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანიები თანამშრომლობისთვის მოიწვია. ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა საერთაშორისო და ადგილობრივ ფინტექ კომპანიებთან და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სებ-მა მოიკვლია CBDC-ის სისტემის საშუალებით ტექნოლოგიური, საზედამხედველო და ფინანსურ სირთულეებთან გამკლავების სხვადასხვა გზები და მეთოდები.
CBDC არის ცენტრალური ბანკის ვალდებულება და მას საგადახდო საშუალების სტატუსი ექნება.
მარეგულირებლის ინფორმაციით, ციფრულ ლარს გააჩნია პოტენციალი მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ქვეყნის არსებულ მონეტარულ პოლიტიკასა და საგადახდო სისტემაზე, ხელი შეუწყოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების და სერვისების გაჩენას.
„ამასთანავე, მნიშვნელოვანია შეფასდეს ციფრული ლარის დანერგვის თანმდევი რისკები. საქართველოს ეროვნული ბანკი პარტნიორი კომპანიების ჩართულობით, რისკების შემცირების მიზნით, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის საცდელი ვერსიის პრაქტიკულ ტესტირებას საპილოტე რეჟიმში განახორციელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები ციფრულ ვალუტაში

ამჟამად ქვეყნების ცენტრალური ბანკები ფულის ორ სახეობას უშვებენ: ნაღდი, ყველასთვის ხელმისაწვდომი ფული და „ფული ბანკებისთვის“ – კომერციული ბანკების სარეზერვო ანგარიშები ცენტრალურ ბანკში, რაც მხოლოდ ბანკებისთვისაა ხელმისაწვდომი. ეს ფული ცენტრალური ბანკის ვალდებულებაა. დანარჩენ ფულს ეკონომიკაში ქმნის საბანკო სექტორი კრედიტების საშუალებით, და საბანკო ანგარიშებზე არსებული მოქალაქეებისა და კომპანიების უნაღდო საშუალებები კომერციული ბანკების ვალდებულებებს წარმოადგენს.
საქართველო მიისწრაფვის რეგიონში „ციფრული ჰაბის“ პოზიციის დამკვიდრებისკენ >>
ცენტრალური ბანკის ციფრული ფული ასევე შეიძლება ორი სახის იყოს: საცალო (retail) – ნაღდი ფულის ციფრული ანალოგი, მომხმარებლის ფართო წრისთვის ხელმისაწვდომი (მათ შორის მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისთვის), და საბითუმო (wholesale) – „ბანკების ფულის“ ციფრული ანალოგი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საფინანსო ორგანიზაციებისთვის.
საცალო CBDC-ს შეიძლება ვუწოდოთ „სარეზერვო ანგარიშები ყველასთვის“ და მისი საკვანძო სიახლეა ცენტრალური ბანკის ვალდებულებებზე ხელმისაწვდომობის გაფართოება.
წყარო - ეროვნული ბანკი
ყველა ახალი ამბავი
0