https://sputnik-georgia.com/20220915/saqartvelo-miisrwfvis-regionsi-cifruli-habis-poziciis-damkvidrebisken-270437136.html
საქართველო მიისწრაფვის რეგიონში „ციფრული ჰაბის“ პოზიციის დამკვიდრებისკენ
საქართველო მიისწრაფვის რეგიონში „ციფრული ჰაბის“ პოზიციის დამკვიდრებისკენ
Sputnik საქართველო
საქართველოს გარდაქმნა რეგიონის „ციფრულ ჰაბად“ ხელისუფლების ერთ-ერთი ამოცანაა უახლოესი ათი წლისთვის. 15.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-15T00:00+0400
2022-09-15T00:00+0400
2022-09-15T00:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
კავკასია
თანამედროვე ტექნოლოგიები
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/15/251796055_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_f52fc1ed97cb86505a8e97a01580de89.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს სურს დაიკავოს რეგიონში „ციფრული ჰაბის“ პოზიცია აზიასა და ევროპას შორის ინტერნეტ დერეფნის გავლით ტრაფიკის გაზრდის ხარჯზე, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.საქართველოს გარდაქმნა რეგიონის „ციფრულ ჰაბად“ ხელისუფლების ერთ-ერთი ამოცანაა მომდევნო ათი წლისთვის. უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ფართოზოლოვანი ქსელის განვითარების სტრატეგიის მიხედვით, საქართველოს უნდა ჰქონდეს ინტერნეტი წამში მინიმუმ 100 მეგაბიტი სიჩქარით, წარმოებებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში - 1 გიგაბიტი წამში. ამავდროულად, ღია ფართოზოლოვანი ქსელი გაჩნდება სამიზნე ადგილებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის ინტერნეტი.მისი თქმით, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატელეკომუნიკაციო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნების ფორმირებას უაღრესად დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არა მარტო საქართველოსათვის, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონის, შავი და კასპიის ზღვების აუზის ყველა ქვეყნისთვისაც.მისი თქმით, საქართველოში ციფრული სატრანზიტო დერეფნისა და ჰაბის განვითარება გულისხმობს, ერთი მხრივ, საერთაშორისო ფართოზოლოვან სატელეკომუნიციო ინტერნეტკავშირს საქართველოში და საქართველოს გავლით და მეორე მხრივ, ქვეყანაში მსხვილი კონტენტპროვაიდერების მიერ რეგიონული მონაცემთა გაცვლის ცენტრების ფორმირებას.მისი თქმით, შავი ზღვის გავლით საქართველოს კარგი პოზიცია უჭირავს საერთაშორისო ინტერნეტკავშირების ბაზარზე აქტიური მონაწილეობის მისაღებად, ხოლო შავ ზღვაზე წყალქვეშა ინფრასტრუქტურით კავშირი ევროპასთან, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო დერეფნის განვითარების წინაპირობაა.ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტით 100%-ით არის უზრუნველყოფილი თბილისი, ბათუმი და სტეფანწმინდისა და ბორჯომის რაიონები. 13 რაიონში მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით 35%-ს აქვს ინტერნეტი, ხოლო დანარჩენ რაიონებში ინტერნეტიზაციის დონე 50%-დან 70%-მდე მერყეობს.ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად საქართველო 2023 წლიდან ინტერნეტს Starlink-ის თანამგზავრული სისტემის დახმარებით მიიღებს.პროექტის ამოქმედების შემდეგ საქართველოს ყველა წერტილში მაღალხარისხიანი სწრაფი ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/15/251796055_106:0:1814:1281_1920x0_80_0_0_d465db34a788f381d103d6d4a2c977b0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კავკასია, თანამედროვე ტექნოლოგიები , საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, კავკასია, თანამედროვე ტექნოლოგიები , საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
საქართველო მიისწრაფვის რეგიონში „ციფრული ჰაბის“ პოზიციის დამკვიდრებისკენ
საქართველოს გარდაქმნა რეგიონის „ციფრულ ჰაბად“ ხელისუფლების ერთ-ერთი ამოცანაა უახლოესი ათი წლისთვის.
თბილისი, 14 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს სურს დაიკავოს რეგიონში „ციფრული ჰაბის“ პოზიცია აზიასა და ევროპას შორის ინტერნეტ დერეფნის გავლით ტრაფიკის გაზრდის ხარჯზე, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს გარდაქმნა რეგიონის „ციფრულ ჰაბად“ ხელისუფლების ერთ-ერთი ამოცანაა მომდევნო ათი წლისთვის. უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ფართოზოლოვანი ქსელის განვითარების სტრატეგიის მიხედვით, საქართველოს უნდა ჰქონდეს ინტერნეტი წამში მინიმუმ 100 მეგაბიტი სიჩქარით, წარმოებებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში - 1 გიგაბიტი წამში. ამავდროულად, ღია ფართოზოლოვანი ქსელი გაჩნდება სამიზნე ადგილებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის ინტერნეტი.
„საქართველო მიისწრაფვის რეგიონში „ციფრული ჰაბის“ პოზიციის დამკვიდრების, ადამიანური კაპიტალის განვითარების, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და გაცილებით მეტი ადამიანისა და კომპანიის ჩართვისკენ გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატელეკომუნიკაციო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნების ფორმირებას უაღრესად დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არა მარტო საქართველოსათვის, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონის, შავი და კასპიის ზღვების აუზის ყველა ქვეყნისთვისაც.
მისი თქმით, საქართველოში ციფრული სატრანზიტო დერეფნისა და ჰაბის განვითარება გულისხმობს, ერთი მხრივ, საერთაშორისო ფართოზოლოვან სატელეკომუნიციო ინტერნეტკავშირს საქართველოში და საქართველოს გავლით და მეორე მხრივ, ქვეყანაში მსხვილი კონტენტპროვაიდერების მიერ რეგიონული მონაცემთა გაცვლის ცენტრების ფორმირებას.
მისი თქმით, შავი ზღვის გავლით საქართველოს კარგი პოზიცია უჭირავს საერთაშორისო ინტერნეტკავშირების ბაზარზე აქტიური მონაწილეობის მისაღებად, ხოლო შავ ზღვაზე წყალქვეშა ინფრასტრუქტურით კავშირი ევროპასთან, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო დერეფნის განვითარების წინაპირობაა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტით 100%-ით არის უზრუნველყოფილი თბილისი, ბათუმი და სტეფანწმინდისა და ბორჯომის რაიონები. 13 რაიონში მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით 35%-ს აქვს ინტერნეტი, ხოლო დანარჩენ რაიონებში ინტერნეტიზაციის დონე 50%-დან 70%-მდე მერყეობს.
ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად საქართველო 2023 წლიდან ინტერნეტს Starlink-ის თანამგზავრული სისტემის დახმარებით მიიღებს.
პროექტის ამოქმედების შემდეგ საქართველოს ყველა წერტილში მაღალხარისხიანი სწრაფი ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი.