კალაძემ უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას მხარი დაუჭირა

© Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2023
გამოწერა
კალაძემ განაცხადა, რომ მმართველ პარტიას კრიტიკოსებისგან კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით არცერთი შეფასება არ მოუსმენია.
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ერთადერთი მიზანი საქართველოში უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების კატეგორიული წინააღმდეგი არიან ქართული ოპოზიცია, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი და გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში. კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, მათ დემოკრატიისთვის საშიშროება დაინახეს.

„მე მივესალმები აღნიშნულ კანონპროექტს, იმიტომ რომ აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობაზე, არაფერია პრობლემა. მთელი რიგი ქვეყნები შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, სადაც ასეთი კანონპროექტი მუშაობს და პრობლემა არ შექმნილა“, – განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.

მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების მოწინააღმდეგეები, ისე, რომ არ უღრმავდებიან კანონპროექტის არსს, მას რუსული კანონის ანალოგს უწოდებენ. არავინ აკეთებს შედარებას, მაგალითად, ამერიკულ კანონთან „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA), აღნიშნა მან.
„თუ აშშ-ში კარგად მუშაობს, საქართველოში რატომ ვერ იმუშავებს, რატომ იქნება ცუდი? ამ არგუმენტებს პირადად ვერ ვისმენ და, დარწმუნებული ვარ, არც საზოგადოებას მოუსმენია“, – განაცხადა კალაძემ.
მან აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ შემუშავებული კანონპროექტი არანაირად არ უკავშირდება რუსულ კანონს.
საქართველოს პარლამენტი სკანდალური კანონპროექტების განხილვას იწყებს>>
„დარწმუნებული ვარ, დანარჩენი მსჯელობა პარლამენტში გაგრძელდება“, – განაცხადა კალაძემ.
კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ითვალისწინებს საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ ბაზის შექმნას. ასეთი შეიძლება იყვნენ მხოლოდ იურიდიული პირები – არასამთავრობო ორგანიზაცია ან მასმედია, რომლის წლიური შემოსავლის მინიმუმ 20%-ის წყარო „უცხოური ძალაა“.
მას შემდეგ, რაც კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა და მას რუსული კანონის ანალოგი უწოდეს, „ხალხის ძალამ“ დაარეგისტრირა ალტერნატიული კანონპროექტი „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, რომელიც აშშ-ის FARA-ს ანალოგია. მაშინ კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ საქართველოს საერთოდ არ სჭირდება ამგვარი კანონები და ეს მხოლოდ დარტყმის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონპროექტის ავტორები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამერიკული კანონი არაადეკვატურად მკაცრია და ასეთი კანონის მიღება საქართველოში არასწორი იქნება. პირველი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ამერიკული კანონისგან განსხვავებით, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების სტანდარტებს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება" მზადაა, კანონპროექტის ორივე ვერსიას პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე მხარი დაუჭიროს, რის შემდეგაც დოკუმენტები შეფასებისთვის ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.
სკანდალი უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ირგვლივ - მომხრეები და მოწინააღმდეგეები>>
„ქართული ოცნება“ იმ კანონპროექტის მიღებას აპირებს, რომელიც ვენეციის კომისიის დადებით შეფასებას დაიმსახურებს.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. მაგრამ პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0