ქართული სკოლის დახურვა მარნეულში: რას სთავაზობენ მოსწავლეებს

© photo: Sputnik / Stringerგანათლების სამინისტრო
განათლების სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2023
გამოწერა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მარნეულში ქართულ სკოლას ავტორიზაცია შეუწყვიტა. ამ გადაწყვეტილებას მოსწავლეების და მშობლების პროტესტი მოჰყვა.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებს სწავლის გაგრძელება მარნეულში არსებულ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შეუძლიათ, ნათქვამია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის პირობების შემოწმების საკითხი 27 თებერვალს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე განიხილეს.
უწყების ცნობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე, საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლას ავტორიზაცია გაუუქმდა.

„განათლების მიღების შესაძლებლობის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ მობილობით და სწავლა გააგრძელონ მარნეულში არსებულ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოსწავლეთა მშობლებისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია მარნეულში დღეისათვის არსებულ ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაკანტური ადგილების შესახებ.
მოსწავლეთა მობილობის პროცესის ხელშეწყობის მიზნით შპს დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში შედის 2023 წლის 8 მარტიდან.
მარნეულში ქართული სკოლა იხურება - მოსწავლეებმა და მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს >>
„შპს დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე საბჭოს სხდომის ოქმი, დასკვნა და შესაბამისი გადაწყვეტილება საჯარო გახდება და გამოქვეყნდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე კანონით დადგენილ ვადაში, საბჭოს სხდომის ჩატარებიდან ათ სამუშაო დღეში“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომისიის გადაწყვეტილებას სკოლის მოსწავლეების მშობლები არ ეთანხმებიან. მშობლებმა და მასწავლებლებმა ოთხშაბათს საპროტესტო აქცია გამართეს. მათი აზრით, სკოლის დახურვა, რომელშიც 150 მოსწავლე სწავლობს, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ხოლო საქართველოს განათლების სამინისტრომ ავტორიზაციის შეჩერების მიზეზად სკოლაში დახურული სპორტული დარბაზის არარსებობა დაასახელა.
ისინი საპროტესტო აქციის გაგრძელებას თბილისში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობის ეზოში აპირებენ.
ყველა ახალი ამბავი
0