მარნეულში ქართული სკოლა იხურება - მოსწავლეებმა და მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

© Davit Agmashenebeli Primary Secondary Schoolდავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი
დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2023
გამოწერა
განათლების სამინისტროში პასუხად აცხადებენ, რომ ლიცენზია იმის გამო გაიწვიეს, რომ სკოლა დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებს.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მარნეულში მდებარე დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია შეუწყვიტა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ამასთან დაკავშირებით მშობლებმა და მასწავლებლებმა ოთხშაბათს საპროტესტო აქცია გამართეს. მათი აზრით, სკოლის დახურვა, რომელშიც 150 მოსწავლე სწავლობს, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ხოლო საქართველოს განათლების სამინისტრომ, თავის მხრივ, ავტორიზაციის შეჩერების მიზეზად სკოლაში დახურული სპორტული დარბაზის არარსებობა დაასახელა.
სკოლას 8 მარტამდე აქვს დრო იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი შეაჩეროს.

საპროტესტო აქციაზე ბავშვებს ეკავათ პლაკატები წარწერით: „მე მიყვარს ჩემი სკოლა", „დაგვიბრუნეთ ჩვენი სკოლა", „მომეცი უფლება, ვისწავლო ჩემს საყვარელ სკოლაში".

სკოლის დირექტორის მოადგილემ ლამზირა ხუნდაძემ კომისიის გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა.
მარნეულის რესურს-ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ხანელი გახრამანოვის თქმით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა იმუშავა აღნიშნულ საკითხზე და სკოლის ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. კომისიამ მიიჩნია, რომ სკოლა არ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს.
გახრამანოვის თქმით, სკოლის ყველა მოსწავლე მარნეულის სხვადასხვა სკოლაში გადანაწილდება.
კომისიის გადაწყვეტილებას სკოლის მოსწავლეების მშობლები არ ეთანხმებიან და მის გაპროტესტებას აპირებენ. ისინი საპროტესტო აქციის გაგრძელებას თბილისში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობის ეზოში აპირებენ.
ყველა ახალი ამბავი
0