https://sputnik-georgia.com/20230301/dauviwyari-mogzaurobis-garanti-berlinis-gamofenam-saqartvelos-statia-miuzrvna-275379694.html
„დაუვიწყარი მოგზაურობის გარანტია“ - ბერლინის გამოფენამ საქართველოს სტატია მიუძღვნა
„დაუვიწყარი მოგზაურობის გარანტია“ - ბერლინის გამოფენამ საქართველოს სტატია მიუძღვნა
Sputnik საქართველო
საქართველო – უსაზღვრო კულტურის ქვეყანაა, აღნიშნულია სტატიაში. 01.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-01T20:15+0400
2023-03-01T20:15+0400
2023-03-01T22:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
გერმანია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250066589_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_64d0be33474b3ea17c78cffd4a5a5a0b.jpg
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოში მოგზაურობა ზღვა ემოციისა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების გარანტიაა, ნათქვამია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.წელს საქართველო ITB Berlin-ზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. ამ სტატუსისთვის 25 ქვეყანა იბრძოდა. გამოფენა-ბაზრობა ITB Berlin კორონავირუსის პანდემიის შემდეგ რეალურ ფორმატში 6-9 მარტს პირველად გაიმართება.სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო უსაზღვრო კულტურის ქვეყანაა.„თბილისი კიდევ ბევრ რამეს შემოგთავაზებთ. ეს ქალაქი გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენი მოგზაურობა დაუვიწყარი იქნება", – ხაზგასმულია სტატიაში.ITB Berlin-ის გამოფენა გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნება. საზეიმო გახსნას დაესწრება 2,5 ათასი მაღალი რანგის სტუმარი მსოფლიოს 181 ქვეყნიდან.ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში 80-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.როგორ წარდგება საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე >>ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.კოვიდ-პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 180-ზე მეტი ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113.500 ბიზნეს-ვიზიტორი სტუმრობდა.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250066589_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_ee112c742154688460f000cf11e1dd4b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, გერმანია
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, გერმანია
„დაუვიწყარი მოგზაურობის გარანტია“ - ბერლინის გამოფენამ საქართველოს სტატია მიუძღვნა
20:15 01.03.2023 (განახლებულია: 22:09 01.03.2023) საქართველო – უსაზღვრო კულტურის ქვეყანაა, აღნიშნულია სტატიაში.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოში მოგზაურობა ზღვა ემოციისა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების გარანტიაა, ნათქვამია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
წელს საქართველო ITB Berlin-ზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. ამ სტატუსისთვის 25 ქვეყანა იბრძოდა. გამოფენა-ბაზრობა ITB Berlin კორონავირუსის პანდემიის შემდეგ რეალურ ფორმატში 6-9 მარტს პირველად გაიმართება.
„თუ ოცნებობთ მსოფლიოს ულამაზესი ადგილების ნახვაზე და ჯერ არ შეგიდგენიათ ამ წლის მოგზაურობის გეგმა, მაშინ ერთ საიდუმლოს გაგიზიარებთ: ყოფილხართ ოდესმე საქართველოს დედაქალაქში? ეს არის ქალაქი ულამაზესი პარკებით, ჩანჩქერებითა და მუზეუმებით, კარგი რესტორნებით და, რა თქმა უნდა, ღამის კლუბებით“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო უსაზღვრო კულტურის ქვეყანაა.
„თბილისი კიდევ ბევრ რამეს შემოგთავაზებთ. ეს ქალაქი გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენი მოგზაურობა დაუვიწყარი იქნება", – ხაზგასმულია სტატიაში.
ITB Berlin-ის გამოფენა გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნება. საზეიმო გახსნას დაესწრება 2,5 ათასი მაღალი რანგის სტუმარი მსოფლიოს 181 ქვეყნიდან.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში 80-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.
კოვიდ-პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 180-ზე მეტი ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113.500 ბიზნეს-ვიზიტორი სტუმრობდა.