https://sputnik-georgia.com/20230301/5-ivlisis-movlenebi-sss-ass-is-kritikis-saxelmwifo-departamentis-kritikul-angariss-gamoexmaura-275385112.html
5 ივლისის მოვლენები: შსს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ ანგარიშს გამოეხმაურა
5 ივლისის მოვლენები: შსს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ ანგარიშს გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
საქმეზე ათასზე მეტი მტკიცებულება შეიკრიბა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში 31 ადამიანი მიეცა, აღნიშნეს შსს-ში 01.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-01T23:45+0400
2023-03-01T23:45+0400
2023-03-02T01:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
გახმაურებული სასამართლო პროცესები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/05/252216487_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_6afbd1f6edcf21e6d2e95b0e311be45e.jpg
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტის სრულფასოვანი გამოძიება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ყველა ის პირი, ვის წინააღმდეგაც მოიპოვებოდა საკმარისი მტკიცებულებები, განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.მანამდე გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს („თბილისის პრაიდის“ დროს ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა) მომხდარი ძალადობის გამო არც ერთი ჯგუფის ლიდერი ან ძალადობის ორგანიზატორი პასუხისმგებლობაში არ მიეცა.მისი თქმით, გამოძიებამ დიდი სამუშაო ჩაატარა.„გამოძიება 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ვაწარმოეთ, ათასზე მეტი მტკიცებულება შეიკრიბა, სამართლებრივ პასუხისგებაში 31 პირი მივეცით, 100-ზე მეტი პირი დაკავებულია ადმინისტრაციულად, 50-ზე მეტი პირი არის დაზარალებული, 300-ზეტი მოწმე დაიკითხა“, - განაცხადა დარახველიძემ.მისი თქმით, პოლიციამ მაქსიმუმი გააკეთა, რათა ყველა ის დამნაშავე დასჯილიყო, რომელთა წინააღმდეგაც ბრალდების წაყენებისთვის საკმარისი მტკიცებულებები არსებობდა.„სასამართლომ მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი მიიღო. ყველა პირის მიმართ, ვინც ჩვენ და პროკურატურამ სასამართლოს წინაშე წარვადგინეთ“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.სტრასბურგის სასამართლო საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტებს იხილავს >>2021 წლის 5 ივლისს თბილისში იგეგმებოდა ლგბტ-თემის აქცია, რომელიც არ შედგა, ხოლო მათმა მოწინააღმდეგეებმა ჯავრი მასმედიის წარმომადგენლებზე იყარეს – სასტიკად გაუსწორდნენ ყველას, ვისაც ხელში მიკროფონი თუ კამერა ეჭირა. ანალოგიური ანგარიშსწორება ჟურნალისტებზე 6 ივნისსაც მოხდა. ორ დღეში დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი.2022 წლის მარტში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ მისი უწყება არ განიხილავდა მასმედიაზე თავდასხმის ალბათობას. მისი სიტყვებით, მთელი ყურადღება გადატანილი იყო ლგბტ-თემის უსაფრთხოების დაცვაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/05/252216487_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_71d4e5bb7e1420ba10b90e56a9e41889.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გახმაურებული სასამართლო პროცესები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გახმაურებული სასამართლო პროცესები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
5 ივლისის მოვლენები: შსს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ ანგარიშს გამოეხმაურა
23:45 01.03.2023 (განახლებულია: 01:00 02.03.2023) საქმეზე ათასზე მეტი მტკიცებულება შეიკრიბა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში 31 ადამიანი მიეცა, აღნიშნეს შსს-ში
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტის სრულფასოვანი გამოძიება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ყველა ის პირი, ვის წინააღმდეგაც მოიპოვებოდა საკმარისი მტკიცებულებები, განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
მანამდე გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს („თბილისის პრაიდის“ დროს ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა) მომხდარი ძალადობის გამო არც ერთი ჯგუფის ლიდერი ან ძალადობის ორგანიზატორი პასუხისმგებლობაში არ მიეცა.
„არასწორია განცხადება იმის თაობაზე, რომ 5 ივლისის საქმის რამე ნაწილზე ან მიმართულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ იმუშავა. როცა სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაზე ვსაუბრობთ იმისთვის, რომ ადამიანს ბრალდება წაუყენო, საკმარისი მტკიცებულება უნდა არსებობდეს“, - განაცხადა დარახველიძემ.
მისი თქმით, გამოძიებამ დიდი სამუშაო ჩაატარა.
„გამოძიება 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ვაწარმოეთ, ათასზე მეტი მტკიცებულება შეიკრიბა, სამართლებრივ პასუხისგებაში 31 პირი მივეცით, 100-ზე მეტი პირი დაკავებულია ადმინისტრაციულად, 50-ზე მეტი პირი არის დაზარალებული, 300-ზეტი მოწმე დაიკითხა“, - განაცხადა დარახველიძემ.
მისი თქმით, პოლიციამ მაქსიმუმი გააკეთა, რათა ყველა ის დამნაშავე დასჯილიყო, რომელთა წინააღმდეგაც ბრალდების წაყენებისთვის საკმარისი მტკიცებულებები არსებობდა.
„სასამართლომ მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი მიიღო. ყველა პირის მიმართ, ვინც ჩვენ და პროკურატურამ სასამართლოს წინაშე წარვადგინეთ“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
2021 წლის 5 ივლისს თბილისში იგეგმებოდა ლგბტ-თემის აქცია, რომელიც არ შედგა, ხოლო მათმა მოწინააღმდეგეებმა ჯავრი მასმედიის წარმომადგენლებზე იყარეს – სასტიკად გაუსწორდნენ ყველას, ვისაც ხელში მიკროფონი თუ კამერა ეჭირა. ანალოგიური ანგარიშსწორება ჟურნალისტებზე 6 ივნისსაც მოხდა. ორ დღეში დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი.
2022 წლის მარტში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ მისი უწყება არ განიხილავდა მასმედიაზე თავდასხმის ალბათობას. მისი სიტყვებით, მთელი ყურადღება გადატანილი იყო ლგბტ-თემის უსაფრთხოების დაცვაზე.