https://sputnik-georgia.com/20230228/qartul-ocnebashi-ned-praiss-upasuxes-275337609.html
„ქართულ ოცნებაში“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის კრიტიკას უპასუხეს
„ქართულ ოცნებაში“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის კრიტიკას უპასუხეს
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ვაშინგტონის განცხადებებით უკმაყოფილო არიან. 28.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-28T18:35+0400
2023-02-28T18:35+0400
2023-02-28T22:22+0400
საქართველო
პოლიტიკა
აშშ
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832217_0:0:1001:563_1920x0_80_0_0_b797ffd064b3e2ffa994ad4dd50511bd.jpg
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის ნედ პრაისის განცხადებები არ უნდა ეფუძნებოდეს ცრუ ნარატივს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.პრაისმა მეორედ გააკრიტიკა საქართველოში „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის მიღების ინიციატივა, თუმცა არ დაუკონკრეტებია კანონპროექტის რომელ ვარიანტს გულისხმობდა – პირველს, რომლის თანახმადაც, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება იყოს მხოლოდ იურიდიული პირი, თუ მეორეს, რომელიც აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ანალოგია.ამასთან, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული პირველი კანონპროექტი მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება.„თუ დასახელებაზე ვერ შევთანხმდებით, ვიტყვით, მაგრამ თუ პრობლემა შინაარსშია, ამასაც დავადასტურებთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.ადრე ნედ პრაისმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მისი თქმით, კანონპროექტი დაფუძნებულია არა შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA), არამედ, როგორც ჩანს, მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობაზე.როგორც მდინარაძემ აღნიშნა, თუ ვინმე ამბობს, რომ ეს რუსული კანონპროექტია, იგი უბრალოდ ტყუის. მისი თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს აჯერებენ, რომ მათი დაფინანსება შეწყდება და ხელფასის გარეშე დარჩებიან.„ქართული ოცნების" ლიდერმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი სიცრუეში დაადანაშაულა>>>„ეს არის ცალსახა პროვოკაცია და ტყუილი. ბოლოს, როცა ამ პიარული თავხედობიდან გამოვლენ, ნახავენ, რომ შავით თეთრზე დაწერილი დარჩება მხოლოდ გამჭვირვალობის მიზანი. ამით არცერთი ბენეფიციარი ვერ და არ დაზარალდება“, – აღნიშნა მდინარაძემ.ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტის ორივე ვერსიის პირველი მოსმენით მხარდაჭერა გადაწყვიტა, რის შემდეგაც დოკუმენტები ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე მმართველი პარტია გადაწყვეტს – შემოთავაზებული კანონპროექტებიდან საბოლოოდ რომელს დაუჭიროს მხარი.ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე აღნიშნა, რომ ამერიკული კანონი არაადეკვატურად მკაცრი კანონია და ამგვარი კანონის მიღება „ქართულ ოცნებაში" არასწორად მიაჩნიათ.თავდაპირველად, „ხალხის ძალამ“ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, „ხალხის ძალის“ წევრებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, ამერიკული კანონისგან განსხვავებით, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს.მას შემდეგ, რაც აღნიშნული კანონპროექტი ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის, პრეზიდენტისა და აშშ-ის მხრიდან მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა, „ხალხის ძალამ“ ალტერნატიული კანონპროექტის – „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“ ინიცირება გადაწყვიტა.პარლამენტში „უცხოური აგენტების" შესახებ ალტერნატიული კანონპროექტიც დარეგისტრირდება>>>მიუხედავად ამისა, იგი ქართული ოპოზიციის, პრეზიდენტის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახურისა და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის კრიტიკის ობიექტი გახდა.პირველი კანონპროექტის მეორე ვარიანტისგან ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელია ის, რომ პირველ შემთხვევაში მხოლოდ იურიდიული პირები შეიძლება იყვნენ უცხოური გავლენის აგენტები. ამასთან, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“, როგორც კანონის უცხოურ ანალოგებშია. ტერმინის „უცხოური აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, „სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს“.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832217_25:0:924:674_1920x0_80_0_0_af6f83a0818c3008a8f9d8745f00bd66.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, აშშ , საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, აშშ , საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
„ქართულ ოცნებაში“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის კრიტიკას უპასუხეს
18:35 28.02.2023 (განახლებულია: 22:22 28.02.2023) საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ვაშინგტონის განცხადებებით უკმაყოფილო არიან.
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის ნედ პრაისის განცხადებები არ უნდა ეფუძნებოდეს ცრუ ნარატივს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
პრაისმა მეორედ გააკრიტიკა საქართველოში „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის მიღების ინიციატივა, თუმცა არ დაუკონკრეტებია კანონპროექტის რომელ ვარიანტს გულისხმობდა – პირველს, რომლის თანახმადაც, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება იყოს მხოლოდ იურიდიული პირი, თუ მეორეს, რომელიც აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ანალოგია.
„როდესაც გამოდის ჩვენი მეგობარი ქვეყნის, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენელი, ვფიქრობ, უფრო მეტად უნდა იყოს თითოეული სიტყვა დაზღვეული და არ უნდა ეფუძნებოდეს საქართველოში განვითარებულ ცრუ ნარატივს, რომ ეს რუსული კანონია. როგორ შეიძლება, მათ შორის, ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანზე ვინმე ამბობდეს, რომ ეს არის რუსული კანონი?!“ – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული პირველი კანონპროექტი მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება.
„თუ დასახელებაზე ვერ შევთანხმდებით, ვიტყვით, მაგრამ თუ პრობლემა შინაარსშია, ამასაც დავადასტურებთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ადრე ნედ პრაისმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მისი თქმით, კანონპროექტი დაფუძნებულია არა შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA), არამედ, როგორც ჩანს, მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობაზე.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, თუ ვინმე ამბობს, რომ ეს რუსული კანონპროექტია, იგი უბრალოდ ტყუის. მისი თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს აჯერებენ, რომ მათი დაფინანსება შეწყდება და ხელფასის გარეშე დარჩებიან.
„ეს არის ცალსახა პროვოკაცია და ტყუილი. ბოლოს, როცა ამ პიარული თავხედობიდან გამოვლენ, ნახავენ, რომ შავით თეთრზე დაწერილი დარჩება მხოლოდ გამჭვირვალობის მიზანი. ამით არცერთი ბენეფიციარი ვერ და არ დაზარალდება“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტის ორივე ვერსიის პირველი მოსმენით მხარდაჭერა გადაწყვიტა, რის შემდეგაც დოკუმენტები ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე მმართველი პარტია გადაწყვეტს – შემოთავაზებული კანონპროექტებიდან საბოლოოდ რომელს დაუჭიროს მხარი.
ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე აღნიშნა, რომ ამერიკული კანონი არაადეკვატურად მკაცრი კანონია და ამგვარი კანონის მიღება „ქართულ ოცნებაში" არასწორად მიაჩნიათ.
თავდაპირველად, „ხალხის ძალამ“ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, „ხალხის ძალის“ წევრებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, ამერიკული კანონისგან განსხვავებით, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს.
მას შემდეგ, რაც აღნიშნული კანონპროექტი ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის, პრეზიდენტისა და აშშ-ის მხრიდან მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა, „ხალხის ძალამ“ ალტერნატიული კანონპროექტის – „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“ ინიცირება გადაწყვიტა.
მიუხედავად ამისა, იგი ქართული ოპოზიციის, პრეზიდენტის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახურისა და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის კრიტიკის ობიექტი გახდა.
პირველი კანონპროექტის მეორე ვარიანტისგან ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელია ის, რომ პირველ შემთხვევაში მხოლოდ იურიდიული პირები შეიძლება იყვნენ უცხოური გავლენის აგენტები. ამასთან, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“, როგორც კანონის უცხოურ ანალოგებშია. ტერმინის „უცხოური აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, „სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს“.