მუნიციპალიტეტებს ავარიული ან ულამაზო სახლების აღების უფლება მისცეს

© photo: Sputnik / Seyran Baroyanავარიული სახლი ბათუმში
ავარიული სახლი ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2023
გამოწერა
მუნიციპალიტეტებმა გამოავლინეს 1.263 შენობა-ნაგებობა, რომელიც ამახინჯებს ქალაქს და რემონტს ან აღებას მოითხოვს.
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ მუნიციპალიტეტებს მისცა უფლება, თავიანთ ადმინისტრაციულ საზღვრებში ჩაატარონ იმ შენობების რემონტის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის აუცილებელი სამუშაოები, რომლებიც ამახინჯებენ მუნიციპალიტეტის სახეს ან პრობლემას ქმნიან უსაფრთხოების თვალსაზრისით, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
მთავრობის დადგენილების პროექტი „ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, რომელიც მუნიციპალიტეტებში შენობების რემონტსა და აღდგენას ითვალისწინებს, საქართველოს პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან მთავრობის სხდომაზე განიხილა.
„ამ მიმართულებით აუცილებელ სამუშაოებს მუნიციპალიტეტები უკვე მიმდინარე წელს დაიწყებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
რა გეგმები აქვს თბილისის მერიას ავარიულ სახლებთან დაკავშირებით>>
პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებმა წინასწარი კვლევა ჩაატარეს და 1.263 ასეთი შენობა და ნაგებობა გამოავლინეს, რომელიც ამახინჯებს ქალაქის იერსახეს და მოითხოვს რემონტს ან რეკონსტრუქციას, რიგ შემთხვევებში – დემონტაჟს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0