https://sputnik-georgia.com/20230222/tbilisis-meriis-gegmebi-avariul-korpusebtan-dakavsirebit-275147469.html
რა გეგმები აქვს თბილისის მერიას ავარიულ სახლებთან დაკავშირებით
რა გეგმები აქვს თბილისის მერიას ავარიულ სახლებთან დაკავშირებით
Sputnik საქართველო
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს, აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 22.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-22T18:07+0400
2023-02-22T18:07+0400
2023-02-22T22:21+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24158/76/241587687_0:54:2000:1179_1920x0_80_0_0_c299a4f2b26b3302845a34f258a0fd8b.jpg
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში თბილისში კიდევ ერთი, რიგით მეოთხე პროექტი განხორციელდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.კალაძის თქმით, პროექტი ვარკეთილის მე-3 მასივის მე-4 კვარტალში განხორციელდება.მისი თქმით, აღნიშნულ მისამართზე უკვე მიმდინარეობს კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და დეტალური საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი და მასში ყველა დაინტერესებული კომპანია შეძლებს მონაწილეობის მიღებას.დედაქალაქის მერის თქმით, ამავე პროგრამის ფარგლებში ასევე აქტიურად მიმდინარეობს პირველი საპილოტო პროექტი, რომელიც ვარკეთილის მე-3 მასივის მე-7 კვარტალში ხორციელდება.„რაც შეეხება ვარკეთილის მე-3 მასივის მე-7 კვარტლის მე-12 კორპუსს, მოსახლეობასთან შეთანხმებით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. უკვე მოხდა კორპუსის დემონტაჟი და აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი, თანამედროვე შენობა-ნაგებობა. 36 ოჯახი მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი. სამუშაოების დასრულების შემდეგ ისინი ახალ და მოწესრიგებულ ფართებში დაბრუნდებიან“, – განაცხადა თბილისის მერმა.„მხოლოდ მათი თანხმობით“ - კალაძე ავარიული კორპუსების მცხოვრებთა განსახლებაზე>>როგორც კალაძემ აღნიშნა, ზოგადად, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. მან მიმართა მოსახლეობას, რომ ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს და მძიმე ავარიულ შენობებში ცხოვრობს, მიმართონ რაიონის გამგეობას.კალაძემ ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიულ სახლებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათზე აღნიშნული წესი არ მოქმედებს.„ასევე გვაქვს მსგავსი პრობლემა ისტორიულ უბნებში, სადაც შენობები ავარიულია. დავალება მიცემული გვაქვს და უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ გეგმას, თუ როგორ ვხედავთ ისტორიულ ზონებში შენობა-ნაგებობების მოწესრიგება-რეაბილიტაციას“, – განაცხადა თბილისის მერმა.თბილისის მერია ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას იწყებს>>თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა 2022 წელს დაიწყო, რაც გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას. აღნიშნული პროგრამისთვის მერიის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.ამჟამად დედაქალაქში 10 ათასამდე ავარიული შენობაა აღრიცხული, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების სტანდარტები, შენობას დამახინჯებული აქვს იერსახე და მისი ღირებულება დაბალია.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24158/76/241587687_178:0:1823:1234_1920x0_80_0_0_cf5127e593a875093edfa8a18633b17d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
რა გეგმები აქვს თბილისის მერიას ავარიულ სახლებთან დაკავშირებით
18:07 22.02.2023 (განახლებულია: 22:21 22.02.2023) ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს, აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში თბილისში კიდევ ერთი, რიგით მეოთხე პროექტი განხორციელდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, პროექტი ვარკეთილის მე-3 მასივის მე-4 კვარტალში განხორციელდება.
„დაგეგმილია მე-4 კვარტლის მე-6 კორპუსში 4-სართულიანი ავარიული სახლის დემონტაჟი და მის ადგილზე 10-სართულიანი ნაგებობა აშენდება. 36 ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა. მათთან შეთანხმების შემდეგ კი სრულიად ახალი კორპუსი აშენდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ მისამართზე უკვე მიმდინარეობს კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და დეტალური საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი და მასში ყველა დაინტერესებული კომპანია შეძლებს მონაწილეობის მიღებას.
დედაქალაქის მერის თქმით, ამავე პროგრამის ფარგლებში ასევე აქტიურად მიმდინარეობს პირველი საპილოტო პროექტი, რომელიც ვარკეთილის მე-3 მასივის მე-7 კვარტალში ხორციელდება.
„რაც შეეხება ვარკეთილის მე-3 მასივის მე-7 კვარტლის მე-12 კორპუსს, მოსახლეობასთან შეთანხმებით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. უკვე მოხდა კორპუსის დემონტაჟი და აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი, თანამედროვე შენობა-ნაგებობა. 36 ოჯახი მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი. სამუშაოების დასრულების შემდეგ ისინი ახალ და მოწესრიგებულ ფართებში დაბრუნდებიან“, – განაცხადა თბილისის მერმა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ზოგადად, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. მან მიმართა მოსახლეობას, რომ ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს და მძიმე ავარიულ შენობებში ცხოვრობს, მიმართონ რაიონის გამგეობას.
კალაძემ ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიულ სახლებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათზე აღნიშნული წესი არ მოქმედებს.
„ასევე გვაქვს მსგავსი პრობლემა ისტორიულ უბნებში, სადაც შენობები ავარიულია. დავალება მიცემული გვაქვს და უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ გეგმას, თუ როგორ ვხედავთ ისტორიულ ზონებში შენობა-ნაგებობების მოწესრიგება-რეაბილიტაციას“, – განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა 2022 წელს დაიწყო, რაც გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას. აღნიშნული პროგრამისთვის მერიის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.
ამჟამად დედაქალაქში 10 ათასამდე ავარიული შენობაა აღრიცხული, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების სტანდარტები, შენობას დამახინჯებული აქვს იერსახე და მისი ღირებულება დაბალია.