https://sputnik-georgia.com/20230125/meria-avariuli-saxlebis-chanacvlebaze-mushaobs-274252097.html
თბილისის მერია ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას იწყებს
თბილისის მერია ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას იწყებს
Sputnik საქართველო
ამჟამად დედაქალაქში 10 ათასამდე ავარიული შენობაა აღრიცხული, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების სტანდარტები, შენობას დამახინჯებული აქვს იერსახე და მისი ღირებულება... 25.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-25T19:00+0400
2023-01-25T19:00+0400
2023-01-25T21:42+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0a/259486295_0:937:2000:2062_1920x0_80_0_0_058f2a71e008197351ce9948c3bc334f.jpg
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. თბილისის ისტორიულ უბნებში ავარიული შენობა-ნაგებობების პრობლემის გადაჭრის პროგრამის შემუშავება ბიზნესის ჩართულობით უნდა მოხდეს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა 2022 წელს დაიწყო, რაც გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას. აღნიშნული პროგრამისთვის მერიის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.მერია თბილისში ყველა ავარიულ სახლს ვერ გაარემოტებს და აღადგენს, რადგანაც ისინი დიდი რაოდენობითაა. ამიტომაც აუცილებელია შეიქმნას კონკრეტული პროგრამა, სადაც ბიზნესის ჩართულობით შესაძლებელი იქნება ამ შენობების გარემონტება, აღნიშნა მერმა.კალაძის განმარტებით, ისტორიულ უბნებში ავარიული სახლების ჩანაცვლება მიმდინარე პროგრამით არ არის გათვალისწინებული, რადგან მათში სამშენებლო პარამეტრები მკაცრად შეზღუდულია. კალაძემ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს აღნიშნულ პროცესში საკრებულოს დეპუტატების და რაიონული ადმინისტრაციების ჩართვა დაავალა.თბილისში აღნიშნული პროგრამის განხორციელება ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მდებარე მრავალსართულიანი სახლის დემონტაჟით დაიწყო. ავარიული კორპუსიდან 36 ოჯახი მერიის მიერ დაქირავებულ ბინებში გადაიყვანეს. ამ წლიდან ამ ადგილზე ახალი შენობის მშენებლობა დაიწყება.რამდენს დახარჯავს 2023 წელს თბილისის ხელისუფლება ქალაქზე - მთავარი პრიორიტეტები>>>ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მეორე ავარიული სახლი, რომელსაც თბილისის მერია ჩაანაცვლებს, ისანი-სამგორის რაიონში კალოუბნის N18-ში მდებარე კორპუსია. აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლებს, როგორც ვარკეთილის შემთხვევაში, ბინები სრულად გარემონტებული ჩაბარდება. პროექტი 2 წლის განმავლობაში დასრულდება.გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მოხდება საბურთალოს რაიონში დავით გამრეკელის ქუჩაზე მდებარე კორპუსის დემონტაჟი. აღნიშნულ მისამართზე 17 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც გარემონტებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.კალაძის თქმით, მერია ერთდროულად 25 პროექტს განიხილავს, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზეა.მერიის ცნობით, ჩანაცვლებას დაექვემდებარება ყველა ძველი შენობა, რომელსაც გასული აქვს ექსპლუატაციის ვადა და მინიჭებული აქვს ავარიულობის ხარისხი, მესაკუთრეებს კი თბილისის მერია ახალაშენებულ შენობებში გარემონტებულ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.ამჟამად დედაქალაქში 10 ათასამდე ავარიული შენობაა აღრიცხული, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების სტანდარტები, შენობას დამახინჯებული აქვს იერსახე და მისი ღირებულება დაბალია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0a/259486295_0:750:2000:2250_1920x0_80_0_0_a83d3de0abc1b409098beeb19455ae58.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის მერია ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას იწყებს
19:00 25.01.2023 (განახლებულია: 21:42 25.01.2023) ამჟამად დედაქალაქში 10 ათასამდე ავარიული შენობაა აღრიცხული, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების სტანდარტები, შენობას დამახინჯებული აქვს იერსახე და მისი ღირებულება დაბალია.
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. თბილისის ისტორიულ უბნებში ავარიული შენობა-ნაგებობების პრობლემის გადაჭრის პროგრამის შემუშავება ბიზნესის ჩართულობით უნდა მოხდეს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა 2022 წელს დაიწყო, რაც გულისხმობს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას. აღნიშნული პროგრამისთვის მერიის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.
„ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ შევიმუშავებთ პროგრამას. მერიაში მოქალაქეებისგან ძალიან ბევრი წერილი შემოდის, მათ ავარიული შენობების საკუთარი ძალებით გარემონტება არ შეუძლიათ და ამიტომაც ჩვენ მოგვმართავენ", – განაცხადა კალაძემ.
მერია თბილისში ყველა ავარიულ სახლს ვერ გაარემოტებს და აღადგენს, რადგანაც ისინი დიდი რაოდენობითაა. ამიტომაც აუცილებელია შეიქმნას კონკრეტული პროგრამა, სადაც ბიზნესის ჩართულობით შესაძლებელი იქნება ამ შენობების გარემონტება, აღნიშნა მერმა.
კალაძის განმარტებით, ისტორიულ უბნებში ავარიული სახლების ჩანაცვლება მიმდინარე პროგრამით არ არის გათვალისწინებული, რადგან მათში სამშენებლო პარამეტრები მკაცრად შეზღუდულია.
კალაძემ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს აღნიშნულ პროცესში საკრებულოს დეპუტატების და რაიონული ადმინისტრაციების ჩართვა დაავალა.
თბილისში აღნიშნული პროგრამის განხორციელება ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მდებარე მრავალსართულიანი სახლის დემონტაჟით დაიწყო. ავარიული კორპუსიდან 36 ოჯახი მერიის მიერ დაქირავებულ ბინებში გადაიყვანეს. ამ წლიდან ამ ადგილზე ახალი შენობის მშენებლობა დაიწყება.
ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მეორე ავარიული სახლი, რომელსაც თბილისის მერია ჩაანაცვლებს, ისანი-სამგორის რაიონში კალოუბნის N18-ში მდებარე კორპუსია. აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლებს, როგორც ვარკეთილის შემთხვევაში, ბინები სრულად გარემონტებული ჩაბარდება. პროექტი 2 წლის განმავლობაში დასრულდება.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მოხდება საბურთალოს რაიონში დავით გამრეკელის ქუჩაზე მდებარე კორპუსის დემონტაჟი. აღნიშნულ მისამართზე 17 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც გარემონტებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.
კალაძის თქმით, მერია ერთდროულად 25 პროექტს განიხილავს, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზეა.
მერიის ცნობით, ჩანაცვლებას დაექვემდებარება ყველა ძველი შენობა, რომელსაც გასული აქვს ექსპლუატაციის ვადა და მინიჭებული აქვს ავარიულობის ხარისხი, მესაკუთრეებს კი თბილისის მერია ახალაშენებულ შენობებში გარემონტებულ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.
ამჟამად დედაქალაქში 10 ათასამდე ავარიული შენობაა აღრიცხული, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების სტანდარტები, შენობას დამახინჯებული აქვს იერსახე და მისი ღირებულება დაბალია.