https://sputnik-georgia.com/20230226/saqartvelosi-marixuanistvis-ajarimeben-275245041.html
შეიძლება, მაგრამ არ შეიძლება: საქართველოში მარიხუანისთვის აჯარიმებენ
შეიძლება, მაგრამ არ შეიძლება: საქართველოში მარიხუანისთვის აჯარიმებენ
Sputnik საქართველო
მარიხუანის მოწევისთვის დაჯარიმებული 73–ვე პირი მამაკაცია. 26.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-26T09:49+0400
2023-02-26T09:49+0400
2023-08-23T09:04+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/16/275146117_0:123:2352:1446_1920x0_80_0_0_7d678ccee6f4b73a46ab663e4af7bea4.jpg
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საქართველოში მარიხუანის მოწევისთვის, მათ შორის, ბავშვების თანდასწრებით, 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 16 იანვრამდე დაჯარიმდა 73 ადამიანი, ხოლო მისი შენახვისთვის – 1,4 ათასი, ნათქვამია საქართველოს შსს–ს განცხადებაში.საქართველოში მარიხუანის შენახვა და მოწევა კვლავ ადმინისტრაციულ დარღვევად რჩება. მოწევის შემთხვევაში საუბარია საზოგადოებრივ ადგილებში მოხმარებაზე, მათ შორის, ქუჩაში, ეზოში ან ბავშვების თანდასწრებით. ჯარიმა შენახვისთვის 500 ლარს შეადგენს, ხოლო მოწევისთვის, ადგილისა და დარღვევის სახის მიხედვით, 500–დან 1,5 ათას ლარამდე.შსს–ს მონაცემებით, მარიხუანის არასათანადო ადგილზე ან ბავშვების თანდასწრებით მოწევის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება თბილისში, სამეგრელო–ზემო სვანეთსა და აჭარაში.სამართალდარღვევისთვის დაჯარიმებული 73–ვე პირი 26–დან 60 წლამდე მამაკაცია. მარიხუანის მოწევის შემთხვევაში მხოლოდ ორი არასრულწლოვანია.გომელაური: საქართველოში მარიხუანის მოხმარება პრობლემად იქცა>>რაც შეეხება მარიხუანის შენახვის ფაქტებს, აქ ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა თბილისში, მცხეთა–მთიანეთისა და აჭარის რეგიონებში.მარიხუანის შენახვისთვის დაჯარიმებული დაახლოებით 1,4 ათასი ადამიანიდან ქალი შვიდია. დაჯარიმებულთა შორის უმრავლესობა 26–დან 60 წლამდეა. მარიხუანის შენახვისთვის აღნიშნულ პერიოდში ასევე დაჯარიმდა 10 არასრულწლოვანი და ცხრა – 60 წელს ზემოთ პირი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/16/275146117_131:0:2222:1568_1920x0_80_0_0_6ce136cbe08734e2d155e82c9c0b6167.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შეიძლება, მაგრამ არ შეიძლება: საქართველოში მარიხუანისთვის აჯარიმებენ
09:49 26.02.2023 (განახლებულია: 09:04 23.08.2023) მარიხუანის მოწევისთვის დაჯარიმებული 73–ვე პირი მამაკაცია.
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საქართველოში მარიხუანის მოწევისთვის, მათ შორის, ბავშვების თანდასწრებით, 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 16 იანვრამდე დაჯარიმდა 73 ადამიანი, ხოლო მისი შენახვისთვის – 1,4 ათასი, ნათქვამია საქართველოს შსს–ს განცხადებაში.
საქართველოში მარიხუანის შენახვა და მოწევა კვლავ ადმინისტრაციულ დარღვევად რჩება. მოწევის შემთხვევაში საუბარია საზოგადოებრივ ადგილებში მოხმარებაზე, მათ შორის, ქუჩაში, ეზოში ან ბავშვების თანდასწრებით. ჯარიმა შენახვისთვის 500 ლარს შეადგენს, ხოლო მოწევისთვის, ადგილისა და დარღვევის სახის მიხედვით, 500–დან 1,5 ათას ლარამდე.
შსს–ს
მონაცემებით, მარიხუანის არასათანადო ადგილზე ან ბავშვების თანდასწრებით მოწევის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება თბილისში, სამეგრელო–ზემო სვანეთსა და აჭარაში.
სამართალდარღვევისთვის დაჯარიმებული 73–ვე პირი 26–დან 60 წლამდე მამაკაცია. მარიხუანის მოწევის შემთხვევაში მხოლოდ ორი არასრულწლოვანია.
რაც შეეხება მარიხუანის შენახვის ფაქტებს, აქ ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა თბილისში, მცხეთა–მთიანეთისა და აჭარის რეგიონებში.
მარიხუანის შენახვისთვის დაჯარიმებული დაახლოებით 1,4 ათასი ადამიანიდან ქალი შვიდია. დაჯარიმებულთა შორის უმრავლესობა 26–დან 60 წლამდეა. მარიხუანის შენახვისთვის აღნიშნულ პერიოდში ასევე დაჯარიმდა 10 არასრულწლოვანი და ცხრა – 60 წელს ზემოთ პირი.