https://sputnik-georgia.com/20230222/gomelauri-marixuanis-moxmareba-problemad-iqca-275154683.html
გომელაური: საქართველოში მარიხუანის მოხმარება პრობლემად იქცა
გომელაური: საქართველოში მარიხუანის მოხმარება პრობლემად იქცა
საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებულია კანონით მკაცრად განსაზღვრულ ადგილებში. 22.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-22T20:50+0400
2023-02-22T20:50+0400
2023-02-22T22:50+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23839/23/238392352_209:0:2348:1203_1920x0_80_0_0_fcc95595d0d56fee62c721f0c98e4c15.jpg
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. პოლიციას არ შეუძლია რეაგირების გარეშე დატოვოს მარიხუანის კულტივაციასა და მოხმარებასთან დაკავშირებული საჩივრები, მიუხედავად იმისა, რომ მცირე დოზით კულტივაცია დეკრიმინალიზებულია, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.საქართველოში კანაფის მოყვანა პირადი მოხმარებისთვის (არაუმეტეს 10 გრამი), საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს. მარიხუანის მოხმარება კი საერთოდ ლეგალიზებულია აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილებით.მინისტრის თქმით, პოლიციაში ხშირად შედის მოქალაქეთა საჩივრები.„როდესაც „112”-ზე შემოდის შეტყობინება – „მოდით და რეაგირება მოახდინეთ”, ჩვენ იძულებული ვართ მივიდეთ და ეს გავაკეთოთ. პოლიციამ რომ გვერდი აუაროს ფაქტს, აუცილებელია კანონის შეცვლა”, – განაცხადა გომელაურმა.დღეისათვის მარიხუანის მოხმარება დაშვებულია მხოლოდ საცხოვრებელ სახლში, ისიც თუ სახლში არ იმყოფება არასრულწლოვანი პირი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23839/23/238392352_476:0:2080:1203_1920x0_80_0_0_12b5f33d634bd37e7308a3b3fd5097a0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
გომელაური: საქართველოში მარიხუანის მოხმარება პრობლემად იქცა
20:50 22.02.2023 (განახლებულია: 22:50 22.02.2023) საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებულია კანონით მკაცრად განსაზღვრულ ადგილებში.
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. პოლიციას არ შეუძლია რეაგირების გარეშე დატოვოს მარიხუანის კულტივაციასა და მოხმარებასთან დაკავშირებული საჩივრები, მიუხედავად იმისა, რომ მცირე დოზით კულტივაცია დეკრიმინალიზებულია, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
საქართველოში კანაფის მოყვანა პირადი მოხმარებისთვის (არაუმეტეს 10 გრამი), საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს. მარიხუანის მოხმარება კი საერთოდ ლეგალიზებულია აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილებით.
„მე არ შემიძლია პოლიციას დავავალო, რომ თუ ადამიანს მარიხუანის ერთი ბუჩქი აქვს, გვერდით ჩაუაროს და ამაზე რეაგირება არ მოახდინოს”, – განაცხადა გომელაურმა პარლამენტში პარტია „გირჩის“ წევრის კრიტიკის პასუხად. აღნიშნულმა პარტიამ დაარსებისთანავე დაიწყო ბრძოლა ქვეყანაში მარიხუანის ლეგალიზაციისთვის.
მინისტრის თქმით, პოლიციაში ხშირად შედის მოქალაქეთა საჩივრები.
„როდესაც „112”-ზე შემოდის შეტყობინება – „მოდით და რეაგირება მოახდინეთ”, ჩვენ იძულებული ვართ მივიდეთ და ეს გავაკეთოთ. პოლიციამ რომ გვერდი აუაროს ფაქტს, აუცილებელია კანონის შეცვლა”, – განაცხადა გომელაურმა.
დღეისათვის მარიხუანის მოხმარება დაშვებულია მხოლოდ საცხოვრებელ სახლში, ისიც თუ სახლში არ იმყოფება არასრულწლოვანი პირი.