თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

© photo: Sputnik / Igor Nosov / გადასვლა მედიაბანკშისეისმოგრაფის მონაცემები
სეისმოგრაფის მონაცემები - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2023
გამოწერა
6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა თურქეთსა და სირიაში 50.000-ს გადააჭარბა.
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას „პირველი არხი" თურქული მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მასმედიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნიღდეს პროვინციაში, 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. სტიქიას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა, რამაც უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
თურქეთში ზედიზედ კიდევ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა>>
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთში ემსხვერპლა 43,5 ათასზე მეტი ადამიანი. დაზარალებულ 11 პროვინციაში 118 ათასზე მეტი შენობა დაინგრა ან გამოცხადდა ავარიულად და მათი დანგრევა მოხდება.
ყველა ახალი ამბავი
0