https://sputnik-georgia.com/20230220/turqetsi-kidev-erti-zlieri-miwiszvra-moxda-275065856.html
თურქეთში ზედიზედ კიდევ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში ზედიზედ კიდევ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა
Sputnik საქართველო
მიწისძვრამდე ცოტა ხნით ადრე პროვინცია ქვეყნის პრეზიდენტმა მოინახულა. 20.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-20T23:30+0400
2023-02-20T23:30+0400
2023-07-20T15:55+0400
ახალი ამბები
თურქეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0d/274804517_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_8e5416507269379b3f6f536ca09dea24.jpg
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. თურქეთში, სირიის საზღვართან, ჰათაის პროვინციაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რამდენიმე სახლი დაინგრა, ადამიანები ნანგრევებში მოყვნენ, იუწყება „რია ნოვოსტი“ პროვინციის გუბერნატორ ლუთფუ სავაშზე დაყრდნობით.სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის სამმართველოს (AFAD) ცნობით, ორშაბათს, საღამოს 6,4 და 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები სამი წუთის ინტერვალით მოხდა.თურქული ტელეარხი A Haber-ის ცნობით, მიწისძვრების შედეგად მთელი პროვინცია ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.ასევე ვრცელდება ინფორმაცია თურქეთის ქალაქების ანტაქიასა და ისკენდერუნის დამაკავშირებელი ტრასის ნაწილის ჩამონგრევის შესახებ.თურქეთის ხელისუფლება ჰათაის პროვინციაში მცხოვრებ ადამიანებს ურჩევს, არ მიუახლოვდნენ ზღვას, რადგან არსებობს წყლის დონის აწევის რისკი.ცოტა ხნით ადრე პროვინცია თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა მოინახულა.თურქეთი უკვე ორი კვირაა ებრძვის 6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრების შედეგებს. უამრავი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მაშველებს ნანგრევებიდან ცოცხალი ადამიანები ჯერ კიდევ ამოჰყავთ. ბოლო ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 41 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სირიაში - 5800. ნანგრევებიდან 114 ათასზე მეტი ადამიანი ამოიყვანეს.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0d/274804517_106:0:1529:1067_1920x0_80_0_0_f24603d703418dc3b84a8fdd18976f8f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თურქეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, თურქეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთში ზედიზედ კიდევ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა
23:30 20.02.2023 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) მიწისძვრამდე ცოტა ხნით ადრე პროვინცია ქვეყნის პრეზიდენტმა მოინახულა.
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. თურქეთში, სირიის საზღვართან, ჰათაის პროვინციაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რამდენიმე სახლი დაინგრა, ადამიანები ნანგრევებში მოყვნენ, იუწყება „რია ნოვოსტი“ პროვინციის გუბერნატორ ლუთფუ სავაშზე დაყრდნობით.
სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის სამმართველოს (AFAD) ცნობით, ორშაბათს, საღამოს 6,4 და 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები სამი წუთის ინტერვალით მოხდა.
თურქული ტელეარხი A Haber-ის ცნობით, მიწისძვრების შედეგად მთელი პროვინცია ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია თურქეთის ქალაქების ანტაქიასა და ისკენდერუნის დამაკავშირებელი ტრასის ნაწილის ჩამონგრევის შესახებ.
თურქეთის ხელისუფლება ჰათაის პროვინციაში მცხოვრებ ადამიანებს ურჩევს, არ მიუახლოვდნენ ზღვას, რადგან არსებობს წყლის დონის აწევის რისკი.
ცოტა ხნით ადრე პროვინცია თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა მოინახულა.
თურქეთი უკვე ორი კვირაა ებრძვის 6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრების შედეგებს. უამრავი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მაშველებს ნანგრევებიდან ცოცხალი ადამიანები ჯერ კიდევ ამოჰყავთ. ბოლო ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 41 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სირიაში - 5800. ნანგრევებიდან 114 ათასზე მეტი ადამიანი ამოიყვანეს.