კანონი „უცხოურ აგენტებზე“ შეიძლება ურთიერთობებზე აისახოს: ნორვეგიამ საქართველო გააფრთხილა

© Pixabay / skoddeheimenნორვეგიის დროშა
ნორვეგიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2023
გამოწერა
კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ“ კრიტიკის ობიექტი გახდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ.
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა საქართველო, რომ ახალი კანონის პროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გამო შეიძლება ურთიერთობები გაუარესდეს.
კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ითვალისწინებს საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ ბაზის შექმნას. ასეთი შეიძლება იყვნენ მხოლოდ იურიდიული პირები – არასამთავრობო ორგანიზაცია ან მასმედია, რომლის წლიური შემოსავლის მინიმუმ 20%–ის წყარო „უცხოური ძალაა“.
„ნორვეგია შეშფოთებულია კანონპროექტით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციას მოიხსენიებს, როგორც „უცხოურ აგენტს“. ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხისურყევ ევროპულმისწრაფებებსა დაადამიანის უფლებებისსაერთაშორისო ვალდებულებებსის უარყოფითად აისახება ქართულ–ნორვეგიულ ურთიერთობებზე“, – ნათქვამია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.“
უფრო ადრე საგარეო ურთიერთობების ევროპულმა სამსახურმა კანონპროექტის კომენტარისას განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას მოიაზრებს.
ევროკავშირმა „უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტი გააკრიტიკა>>
ამასთან, კანონპროექტის ავტორები – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები კრიტიკაში საქართველოს მთავარი ოპოზიციური ძალის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაქინაციებს ხედავენ.
ორგანიზაციის წარმომადგენელმა, პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ უსაფუძვლო სპეკულაციური განცხადებები „ნაცმოძრაობას“ ახასიათებს და ევროკავშირი თვითონ განიხილავს ამგვარი ტიპის კანონპროექტის მიღებას.
სკანდალი კანონპროექტთან დაკავშირებით
პროექტი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ არის ინიცირებული. აღნიშნული პოლიტიკური ძალა, რომელიც ანტიდასავლური პოზიციებითაა ცნობილი, დააფუძნეს დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი პარტია 2022 წლის აგვისტოში დატოვეს.
აღნიშნული კანონპროექტი ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის, პრეზიდენტისა და აშშ-ის მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა.
ოპოზიცია ერთხმად აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ნამოქმედარია, რომელსაც „რუსული კანონით“ არასამთავრობო ორგანიზაციების გაკონტროლება სურს. დეპუტატები, რომლებმაც „ხალხის ძალა“ დააარსეს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დატოვეს, მაინც მასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, თავისი შინაარსით ეს კანონპროექტი საქართველოს აახლოებს არა ევროპასთან, არამედ რუსეთთან.
კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ" - მთავარი თეზისები>>>
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მისი თქმით, კანონპროექტი დაფუძნებულია არა შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA), არამედ, როგორც ჩანს, მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობაზე.
მას შემდეგ, რაც კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა, „ხალხის ძალამ“ ალტერნატიული კანონპროექტის ინიცირებაც გადაწყვიტა – „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, რომელიც ამერიკულის ანალოგი იქნება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია დეტალურად განიხილავს „უცხოურ აგენტებზე“ ორივე კანონპროექტს და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელს დაუჭიროს მხარი. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში მოქმედებს ანალოგიური, არაადეკვატურად მკაცრი კანონი, და ამგვარი კანონის მიღება პარტიაში არასწორად მიაჩნიათ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0