https://sputnik-georgia.com/20230225/azarashvilma-pacientta-usaprtxoebis-globalur-ministerialshi-miigo-monawileoba-275233989.html
აზარაშვილმა პაციენტთა უსაფრთხოების მეხუთე გლობალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
აზარაშვილმა პაციენტთა უსაფრთხოების მეხუთე გლობალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
Sputnik საქართველო
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები უსაფრთხო და მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად 25.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-25T13:13+0400
2023-02-25T13:13+0400
2023-02-25T13:13+0400
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
შვეიცარია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/16/270667119_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_577b28b6db00da694fbea7de2b731aef.jpg
თბილისი, 25 თებერვალი- Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა შვეიცარიაში მიმდინარე პაციენტთა უსაფრთხოების მეხუთე გლობალურ მინისტერიალზე უწყების მიზნებსა და სიახლეებზე ისაუბრა.ყოველწლიურ სამიტში მონაწილეობენ ექსპერტები პაციენტების უსაფრთხოების სფეროში მარეგულირებელი ორგანოებიდან, ეროვნული ასოციაციებიდან, საზოგადოებრივი გაერთიანებებიდან, აკადემიებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას აზარაშვილმა პაციენტთა უსაფრთხოების კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკაზე, ამ მიმართულებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.მისი თქმით, ინფექციის კონტროლის მიზნით, ქვეყანაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და 120-მდე კლინიკა უკვე შემოწმდა. ამასთან, პაციენტთა უსაფრთხოებასთან და საექიმო გადაცდომებთან დაკავშირებულ საჩივრებს აქტიურად განიხილავს სამინისტროსთან არსებული პროფესიული განვითარების საბჭო.აზარაშვილი: კლინიკები ახალ რეალობას უნდა მოერგონ>>>გარდა ამისა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ უსაფრთხო და ხარისხიან მედიკამენტებზე წვდომის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა.მიმდინარე წლის ინავარში ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გასულ წელს სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების გავრცელების კონტროლის მიზნით საქართველოს 100-ზე მეტი კლინიკა შემოწმდა. დარღვევები ათობით კლინიკაში დაფიქსირდა.2025 წლიდან ნებისმიერი კლინიკა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული, ვალდებული იქნება, შეთავაზებული ერთ-ერთი საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს. კლინიკას შესაძლებლობა ექნება ხუთი-ექვსი საერთაშორისო კომპანიიდან მისთვის სასურველი აირჩიოს.
საქართველო
შვეიცარია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/16/270667119_301:0:2048:1310_1920x0_80_0_0_d785d0f3cb7fe9ead5ee64f657c4be0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, შვეიცარია, ახალი ამბები
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, შვეიცარია, ახალი ამბები
აზარაშვილმა პაციენტთა უსაფრთხოების მეხუთე გლობალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები უსაფრთხო და მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად
თბილისი, 25 თებერვალი- Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა შვეიცარიაში მიმდინარე პაციენტთა უსაფრთხოების მეხუთე გლობალურ მინისტერიალზე უწყების მიზნებსა და სიახლეებზე ისაუბრა.
ყოველწლიურ სამიტში მონაწილეობენ ექსპერტები პაციენტების უსაფრთხოების სფეროში მარეგულირებელი ორგანოებიდან, ეროვნული ასოციაციებიდან, საზოგადოებრივი გაერთიანებებიდან, აკადემიებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.
მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას აზარაშვილმა პაციენტთა უსაფრთხოების კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკაზე, ამ მიმართულებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.
„ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ უსაფრთხო და ეფექტური ჯანდაცვის გარემო, ადეკვატური ინფრასტრუქტურითა და ადამიანური რესურსებით, რათა მოვახდინოთ ჯანმრთელობის რისკების პრევენცია და გავაუმჯობესოთ კლინიკური შედეგები“, - განაცხადა აზარაშვილმა.
მისი თქმით, ინფექციის კონტროლის მიზნით, ქვეყანაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და 120-მდე კლინიკა უკვე შემოწმდა. ამასთან, პაციენტთა უსაფრთხოებასთან და საექიმო გადაცდომებთან დაკავშირებულ საჩივრებს აქტიურად განიხილავს სამინისტროსთან არსებული პროფესიული განვითარების საბჭო.
გარდა ამისა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ უსაფრთხო და ხარისხიან მედიკამენტებზე წვდომის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა.
მიმდინარე წლის ინავარში ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გასულ წელს სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების გავრცელების კონტროლის მიზნით საქართველოს 100-ზე მეტი კლინიკა შემოწმდა. დარღვევები ათობით კლინიკაში დაფიქსირდა.
2025 წლიდან ნებისმიერი კლინიკა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული, ვალდებული იქნება, შეთავაზებული ერთ-ერთი საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს. კლინიკას შესაძლებლობა ექნება ხუთი-ექვსი საერთაშორისო კომპანიიდან მისთვის სასურველი აირჩიოს.