აზარაშვილი: კლინიკები ახალ რეალობას უნდა მოერგონ

© Government of Georgiaკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2023
გამოწერა
საქართველო სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ რეფორმას ახორციელებს.
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს კლინიკები უნდა მოერგონ არსებულ რეალობას და აკმაყოფილებდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ სტანდარტებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პირველ არხზე”.
ჯანდაცვის სამინისტრომ 1 ნოემბრიდან კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემა აამოქმედა. ახალი სისტემის მიხედვით, მკურნალობის საბაზისო ტარიფები პაციენტის სტაციონარში მოხვედრიდან მის გაწერამდე დაითვლება.
საუბარია ე.წ. DRG–სისტემაზე, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ გზით ჯანდაცვის სამინისტრომ დამატებითი თანხის საფასურად VIP-მომსახურების პრაქტიკის აღმოფხვრა გადაწყვიტა.
კლინიკების დაფინანსების ახალმა მოდელმა გაამართლა - აზარაშვილი>>>
გარდა ამისა, 2022 წელს სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების გავრცელების კონტროლის მიზნით საქართველოს 100-ზე მეტი კლინიკა შემოწმდა. ზოგიერთი კლინიკა ორჯერ ან სამჯერ შეამოწმეს. მინისტრის თქმით, დარღვევები ათობით კლინიკაში დაფიქსირდა.
შიდაჰოსპიტალური ინფექციები არის ყველაზე დიდი პრობლემა მსოფლიოში და საქართველოშიც, თუმცა ჩვენთან, სამწუხაროდ, უფრო რთულად იყო საქმე”, – განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრის თქმით, კლინიკებმა, რომლებშიც დარღვევები გამოვლინდა, შეძლეს მარტივად გამოესწორებინათ მდგომარეობა იმის წყალობით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივად ახორციელებდა კონტროლს, ორგანიზებას უწევდა ტრენინგებს და საერთაშორისო გამოცდილებას უზიარებდა მათ.
2025 წლიდან ნებისმიერი კლინიკა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული, ვალდებული იქნება, შეთავაზებული ერთ-ერთი საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს. კლინიკას შესაძლებლობა ექნება ხუთი-ექვსი საერთაშორისო კომპანიიდან მისთვის სასურველი აირჩიოს. 2023 წლის ბოლოსთვის მათ არჩევანი უნდა გააკეთონ და გაარკვიონ რისი შეცვლაა საჭირო კლინიკაში, განაცხადა აზარაშვილმა.
აზარაშვილი სამედიცინო სერვისებზე წვდომის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ჩატარებული კვლევების თანახმად, ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობა 10 ათასს არ უნდა აღემატებოდეს, დღეს კი საქართველოში 19 ათასამდე ჰოსპიტალური საწოლია დარეგისტრირებული.
ხარისხს ვერანაირად ვერ მივაღწევთ, თუ იმაზე გაცილებით მეტი გვექნება, ვიდრე გვჭირდება. ამ საწოლებს სჭირდება მინიმალური რაოდენობა ექიმების, ექთნების, დამხმარე პერსონალის, ადმინისტრაციის და ა.შ.” – აღნიშნა აზარაშვილმა.
რამდენიმე კლინიკამ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა დატოვა>>>
შესაბამისად, სახელმწიფო DRG–სისტემის და ხარისხთან დაკავშირებული სხვადასხვა რეფორმის დახმარებით უნდა იღებდეს ხარისხიან სერვისს ადეკვატურ ფასად.
აზარაშვილი დარწმუნებულია, რომ რეფორმები მიმართულია ხარისხის გაუმჯობესებისკენ, ასევე ადეკვატური და სწორი ფასების პოლიტიკისკენ. მინისტრის თქმით, სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა დაფაროს მოსახლეობის სამედიცინო ხარჯები.
რა არის DRG?
DRG–სისტემა (Diagnostic Related Group) ინგლისურიდან ითარგმნება როგორც „დიაგნოსტიკურად დაკავშირებული ჯგუფები". DRG–სისტემის დანერგვის შემდეგ სამედიცინო მომსახურების მიღებისას პაციენტს დამატებითი ხარჯების გადახდა აღარ უწევს. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას იხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.
თუ აქამდე საქართველოში არსებული კლინიკები, ვთქვათ, აპენდიციტის ოპერაციისთვის სხვადასხვა ფასს სთავაზობდნენ პაციენტებს, ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ აღნიშნული ოპერაციის საფასური ყველა საავადმყოფოში ერთნაირი ხდება.
ჯანდაცვის სამინისტრო ახალი სისტემის დანერგვას მკაცრად გააკონტროლებს და კლინიკებს არ ექნებათ პაციენტებისთვის დამატებითი თანხების მოთხოვნის მოტივაცია.
მანამდე კლინიკების შემოწმების დროს გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დამატებითი მოგების მიღების მიზნით პაციენტს მეტ მედსერვისს აწვდიდნენ, ვიდრე ეს რეალურად იყო საჭირო.
საქართველოში მედიკამენტებზე ზღვრული ფასები ამოქმედდა>>>
საქართველომ გამოიყენა ლატვიის მეთოდი, რომელიც ჯანდაცვის ქართულ სისტემას ყველაზე მეტად ესადაგება. სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ მომავალში ქვეყანა დადებით შედეგს მიიღებს რესურსის ეკონომიის, პაციენტისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობისა და სერვისის ხარისხის კუთხით.
უფრო ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 900 მლნ ლარს ხარჯავს. მისი თქმით, ეს საკმაოდ დიდი დაფინანსებაა და ეს მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე DRG–სისტემა არ გავრცელდება გარკვეულ სამედიცინო მომსახურებაზე: გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია, გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა, მშობიარობა/საკეისრო კვეთა, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია, მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები, თრომბოლიზისი და თრომბექტომია ინსულტის შემთხვევაში.
დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. ამ მოდელის პრინციპი მოიცავს დაავადების ყველა რეგისტრირებული შემთხვევის ისეთ ჯგუფებში გადანაწილებას, რომლებიც სტაციონარში პაციენტის ყოფნის პერიოდში მსგავსი რესურსების გამოყენებას საჭიროებს. საუბარია დიაგნოსტიკურ, თერაპიულ და ტექნიკურ ფაქტორებზე. ყოველ პაციენტს ენიჭება ერთ-ერთი DRG. ეს სტაციონარში პაციენტის ფიქსირებულ ფასად მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.
ყველა ახალი ამბავი
0