https://sputnik-georgia.com/20230115/saqartvelosi-medikamentebze-zrvruli-fasebi-amoqmedda-273948502.html
საქართველოში მედიკამენტებზე ზღვრული ფასები ამოქმედდა
საქართველოში მედიკამენტებზე ზღვრული ფასები ამოქმედდა
Sputnik საქართველო
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ფარმაცევტულ სექტორს ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე ექნებათ. 15.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-15T21:54+0400
2023-01-15T21:54+0400
2023-08-17T10:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/06/251654786_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_4b461e2f9d871818843ecaf427112e80.jpg
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო დღეიდან აამუშავებს მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრის სისტემას, ხოლო 15 თებერვლიდან ყველა კომპანიას, იმპორტიორს, დისტრიბუტორს და საცალო მოვაჭრეს მოეთხოვებათ მაქსიმალური ზედა ლიმიტის დაწესება ამ ფასების მიხედვით მოეთხოვება, იუწყება სამინისტროს პრესსამსახური.ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ფარმაცევტულ სექტორს ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე ექნებათ. იმ შემთხვევაში, თუ ფარმაცევტული სექტორი რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარადგენს, აღნიშნულ საკითხს სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო განიხილავს.რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის და მედიკამენტების მიწოდებაა, აღნიშნა აზარაშვილმა.მინისტრმა კონტროლისა და აღსრულების მექანიზმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგულაციების დამრღვევებს სხვადასხვა ტიპის სანქციები დაუწესდებათ.ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყება პარალელურად წამლის მიკვლევადობის სისტემის შექმნაზე მუშაობს. მისივე განმარტებით, სისტემის საშუალებით, ნებისმიერ პირს და ასევე მარეგულირებელს უჩნდება შესაძლებლობა, შტრიხკოდის საშუალებით, მედიკამენტთან დაკავშირებული ინფორმაცია მარტივად მიიღოს. ზურაბ აზარაშვილის თქმით, აღნიშნული მექანიზმი ფალსიფიცირებული და ვადაგასული მედიკამენტების მიმოქცევის კონტროლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება.2021 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ქვეყნის ფარმაცევტული ბაზარი მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის – მედიკამენტებზე ფასების რეგულირებას.პირველ რიგში, საქართველომ თურქული მედიკამენტებისთვის ფარმაცევტული ბაზარი მიმდინარე წლის მარტიდან გახსნა. შედეგად წამლების ფასი საქართველოში 60–80%-ით შემცირდა და ამის ხარჯზე ყოველწლიურად მოქალაქეები დაახლოებით 200 მილიონი ლარის ეკონომიას შეძლებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/06/251654786_166:0:2834:2001_1920x0_80_0_0_4fc58c80a28479d2efbee9cff037d0a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ექიმის რჩევები
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ექიმის რჩევები
საქართველოში მედიკამენტებზე ზღვრული ფასები ამოქმედდა
21:54 15.01.2023 (განახლებულია: 10:48 17.08.2023) ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ფარმაცევტულ სექტორს ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე ექნებათ.
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო დღეიდან აამუშავებს მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრის სისტემას, ხოლო 15 თებერვლიდან ყველა კომპანიას, იმპორტიორს, დისტრიბუტორს და საცალო მოვაჭრეს მოეთხოვებათ მაქსიმალური ზედა ლიმიტის დაწესება ამ ფასების მიხედვით მოეთხოვება, იუწყება სამინისტროს პრესსამსახური.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია, არამხოლოდ რეფერენტული ფასების მიზნებისთვის, არამედ იმ მიზნებისთვის რომელიც დაკავშირებულია ელექტრონული რეცეპტების გამოწერასთან, მედიკამენტების მოძრაობასთან ქვეყანაში, ის რომ არ შეიქმნას ხელოვნური დეფიციტი და ა.შ.“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ფარმაცევტულ სექტორს ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე ექნებათ. იმ შემთხვევაში, თუ ფარმაცევტული სექტორი რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარადგენს, აღნიშნულ საკითხს სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო განიხილავს.
რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის და მედიკამენტების მიწოდებაა, აღნიშნა აზარაშვილმა.
მინისტრმა კონტროლისა და აღსრულების მექანიზმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგულაციების დამრღვევებს სხვადასხვა ტიპის სანქციები დაუწესდებათ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყება პარალელურად წამლის მიკვლევადობის სისტემის შექმნაზე მუშაობს. მისივე განმარტებით, სისტემის საშუალებით, ნებისმიერ პირს და ასევე მარეგულირებელს უჩნდება შესაძლებლობა, შტრიხკოდის საშუალებით, მედიკამენტთან დაკავშირებული ინფორმაცია მარტივად მიიღოს. ზურაბ აზარაშვილის თქმით, აღნიშნული მექანიზმი ფალსიფიცირებული და ვადაგასული მედიკამენტების მიმოქცევის კონტროლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება.
2021 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ქვეყნის ფარმაცევტული ბაზარი მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის – მედიკამენტებზე ფასების რეგულირებას.
პირველ რიგში, საქართველომ თურქული მედიკამენტებისთვის ფარმაცევტული ბაზარი მიმდინარე წლის მარტიდან გახსნა. შედეგად წამლების ფასი საქართველოში 60–80%-ით შემცირდა და ამის ხარჯზე ყოველწლიურად მოქალაქეები დაახლოებით 200 მილიონი ლარის ეკონომიას შეძლებენ.