https://sputnik-georgia.com/20230224/evrokavshiris-elchma-mxareebs-shoris-urtiertobebi-sheapasa-275215185.html
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მხარეებს შორის ურთიერთობები შეაფასა
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მხარეებს შორის ურთიერთობები შეაფასა
Sputnik საქართველო
ელჩის თქმით, ევროკავშირმა საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. 24.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-24T17:21+0400
2023-02-24T17:21+0400
2023-02-24T21:21+0400
საქართველო
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24597/55/245975546_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_99b0e752b0745bb5c5670249c3ec86d6.jpg
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ევროპული ღირებულებების საერთო გაგება მყარი საფუძველია ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების ასაშენებლად, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.ევროკომისიამ 2023 წლის თებერვლის დასაწყისში გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს ევროკავშირში შესვლის განაცხადთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა სასამართლო სისტემა და ძირითადი უფლებები, მართლმსაჯულების თავისუფლება და უსაფრთხოება, სახელმწიფო შესყიდვები, სტატისტიკა და ფინანსური კონტროლი და სხვ.დიპლომატის თქმით, ევროკავშირმა საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს.„ეს პროცესი დაფუძნებულია დამსახურებებზე და მიმართულია რეფორმებზე“, – აღნიშნა ელჩმა.„ევროპარლამენტის რეზოლუცია ცინიზმის მწვერვალია“ - შალვა პაპუაშვილი>>>ამასთან, როგორც დიპლომატმა განაცხადა, დეზინფორმაციის სხვადასხვა სუბიექტები ცდილობენ საინფორმაციო სივრცით მანიპულირებას, რათა ხელი შეუშალონ ინტეგრაციას, შეიტანონ განხეთქილება და შეამცირონ სოლიდარობა.„ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა და ამ მავნე ქმედებების დასაძლევად მჭიდროდ ვითანამშრომლოთ”, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.ევროპულმა საბჭომ 2022 წლის 23 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.ევროკავშირი საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს. ოფიციალური დასკვნა კი შემოდგომაზე იქნება მზად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24597/55/245975546_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_5d526e53cdc541cc5572c67e77455409.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა
საქართველო, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მხარეებს შორის ურთიერთობები შეაფასა
17:21 24.02.2023 (განახლებულია: 21:21 24.02.2023) ელჩის თქმით, ევროკავშირმა საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა მიანიჭა.
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ევროპული ღირებულებების საერთო გაგება მყარი საფუძველია ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების ასაშენებლად, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
ევროკომისიამ 2023 წლის თებერვლის დასაწყისში გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს ევროკავშირში შესვლის განაცხადთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა სასამართლო სისტემა და ძირითადი უფლებები, მართლმსაჯულების თავისუფლება და უსაფრთხოება, სახელმწიფო შესყიდვები, სტატისტიკა და ფინანსური კონტროლი და სხვ.
„საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან, რომელიც საზიარო ევროპული ღირებულებების საერთო გაგებაზეა დაფუძნებული, მყარი საფუძველია ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების ასაშენებლად“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
დიპლომატის თქმით, ევროკავშირმა საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს.
„ეს პროცესი დაფუძნებულია დამსახურებებზე და მიმართულია რეფორმებზე“, – აღნიშნა ელჩმა.
ამასთან, როგორც დიპლომატმა განაცხადა, დეზინფორმაციის სხვადასხვა სუბიექტები ცდილობენ საინფორმაციო სივრცით მანიპულირებას, რათა ხელი შეუშალონ ინტეგრაციას, შეიტანონ განხეთქილება და შეამცირონ სოლიდარობა.
„ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა და ამ მავნე ქმედებების დასაძლევად მჭიდროდ ვითანამშრომლოთ”, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის 23 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
ევროკავშირი საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს. ოფიციალური დასკვნა კი შემოდგომაზე იქნება მზად.