https://sputnik-georgia.com/20230217/evroparlamentiws-rezolucia-cinizmis-mwvervalia-papuasvili-274970432.html
„ევროპარლამენტის რეზოლუცია ცინიზმის მწვერვალია“ - შალვა პაპუაშვილი
„ევროპარლამენტის რეზოლუცია ცინიზმის მწვერვალია“ - შალვა პაპუაშვილი
Sputnik საქართველო
სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 17.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-17T17:56+0400
2023-02-17T17:56+0400
2023-02-17T21:21+0400
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266306193_0:160:1280:880_1920x0_80_0_0_e3a41dc8b3719462f65fc9a961f5c3da.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის იხდის და ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც მისი გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებს, ცინიზმის მწვერვალია, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საუბარია ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესებაზე და ამაზე ხელისუფლების არაადეკვატურ რეაქციაზე. თუ ვითარება არ შეიცვლება, ეს კვლავ დააზარალებს საქართველოს რეპუტაციას და დააბრკოლებს მის პერსპექტივას, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ნათქვამია დოკუმენტში.მისი თქმით, რეზოლუციის მიღებიდან ზუსტად რამდენიმე საათში ამას კარგი პასუხი გასცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელმაც გადაწყვეტილება გამოაქვეყნა ოჩიგავას საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ. იქ დაწვრილებითაა აღწერილი ყოფილი პატიმრის (დააპატიმრეს 2011 წელს) წამების ეპიზოდი.პაპუაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება წაიკითხა, სადაც ნათქვამია, რომ პატიმრებს ისე სცემდნენ, რომ ერთ შემთხვევაში მას კბილები ჩაუმსხვრიეს, შემდეგ მოათავსეს კარცერში, სადაც ის ვერც კი წვებოდა. შემდეგ წაიყვანეს საშხაპეში, სადაც გააშიშვლეს, დაასხეს ცივი წყალი და რეზინის შლანგი ურტყეს.„მორიგი ცემის დროს მან დაკარგა გონება და როდესაც გამოფხიზლდა, ნახა, რომ ბორკილებით იყო მილზე მიბმული, იმყოფებოდა ციხის მორგში გვამებთან ერთად, მარტო. სწორედ ამ სისტემის შემქმნელ ადამიანზე დღეს ამბობენ, რომ ის „დემოკრატიის შუქურაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.„დამახინჯებული და პოლიტიკურად მოტივირებული" - თალაკვაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე>>ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ისეთი პატიმრების მკურნალობა, როგორიც არის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ლაკმუსის ქაღალდია საქართველოს მთავრობისთვის, რომელმაც უნდა დაამტკიცოს ევროპული ღირებულებებისა და გაცხადებული ევროპული მისწრაფების ერთგულება, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.ეს ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული მესამე კრიტიკული რეზოლუციაა. პირველი მიღებულ იქნა 2022 წლის 9 ივნისს, ხოლო მეორე 14 დეკემბერს.ბოლო რეზოლუცია ევროპარლამენტის ოთხმა ჯგუფმა შეიმუშავა – „ევროპის სახალხო პარტიამ“, რომლის შემადგენლობაში 2000-იანი წლების დასაწყისიდან შედის სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“, „ევროპის განახლებამ“ და „მწვანეთა ალიანსმა“.თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.პაპუაშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციები საქართველოს შესახებ დეზინფორმაციის წყარო გახდა>>სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266306193_302:186:1227:880_1920x0_80_0_0_47c31d7090167fdbdeb452308af625dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
„ევროპარლამენტის რეზოლუცია ცინიზმის მწვერვალია“ - შალვა პაპუაშვილი
17:56 17.02.2023 (განახლებულია: 21:21 17.02.2023) სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის იხდის და ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც მისი გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებს, ცინიზმის მწვერვალია, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საუბარია ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესებაზე და ამაზე ხელისუფლების არაადეკვატურ რეაქციაზე. თუ ვითარება არ შეიცვლება, ეს კვლავ დააზარალებს საქართველოს რეპუტაციას და დააბრკოლებს მის პერსპექტივას, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ნათქვამია დოკუმენტში.
„რეზოლუციაში საუბარი იყო ვენდეტაზე, რაც ცინიზმის მწვერვალია. თითქოს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის არა მისი დანაშაულებისთვის სასჯელის მოხდა, თითქოს ეს მსხვერპლები არ არსებობდნენ, ეს სისტემა არ არსებობდა და ეს არის პირადი ვენდეტა მის წინააღმდეგ“, – განაცხადა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, რეზოლუციის მიღებიდან ზუსტად რამდენიმე საათში ამას კარგი პასუხი გასცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელმაც გადაწყვეტილება გამოაქვეყნა ოჩიგავას საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ. იქ დაწვრილებითაა აღწერილი ყოფილი პატიმრის (დააპატიმრეს 2011 წელს) წამების ეპიზოდი.
პაპუაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება წაიკითხა, სადაც ნათქვამია, რომ პატიმრებს ისე სცემდნენ, რომ ერთ შემთხვევაში მას კბილები ჩაუმსხვრიეს, შემდეგ მოათავსეს კარცერში, სადაც ის ვერც კი წვებოდა. შემდეგ წაიყვანეს საშხაპეში, სადაც გააშიშვლეს, დაასხეს ცივი წყალი და რეზინის შლანგი ურტყეს.
„მორიგი ცემის დროს მან დაკარგა გონება და როდესაც გამოფხიზლდა, ნახა, რომ ბორკილებით იყო მილზე მიბმული, იმყოფებოდა ციხის მორგში გვამებთან ერთად, მარტო. სწორედ ამ სისტემის შემქმნელ ადამიანზე დღეს ამბობენ, რომ ის „დემოკრატიის შუქურაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ისეთი პატიმრების მკურნალობა, როგორიც არის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ლაკმუსის ქაღალდია საქართველოს მთავრობისთვის, რომელმაც უნდა დაამტკიცოს ევროპული ღირებულებებისა და გაცხადებული ევროპული მისწრაფების ერთგულება, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
ეს ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული მესამე კრიტიკული რეზოლუციაა. პირველი მიღებულ იქნა 2022 წლის 9 ივნისს, ხოლო მეორე 14 დეკემბერს.
ბოლო რეზოლუცია ევროპარლამენტის ოთხმა ჯგუფმა შეიმუშავა – „ევროპის სახალხო პარტიამ“, რომლის შემადგენლობაში 2000-იანი წლების დასაწყისიდან შედის სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“, „ევროპის განახლებამ“ და „მწვანეთა ალიანსმა“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.