https://sputnik-georgia.com/20230223/prezidentma-erovnuli-bankis-sesaxeb-kanonsi-cvlilebebs-veto-daado-275196855.html
პრეზიდენტმა ცვლილებებს ,,ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ვეტო დაადო
პრეზიდენტმა ცვლილებებს ,,ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ვეტო დაადო
Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკის შენიშვნების შემდეგ დეპუტატებმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობის შენარჩუნება გადაწყვიტეს. 23.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-23T22:22+0400
2023-02-23T22:22+0400
2023-02-23T23:29+0400
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_253:49:2219:1155_1920x0_80_0_0_733711d014e941f34fe890ac839c461b.jpg
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ,,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო, რადგან მათში მარეგულირებლის დამოუკიდებლობისთვის საფრთხე დაინახაცვლილებების მიხედვით, ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთი ხდება პირველი ვიცე-პრეზიდენტი და სწორედ მან უნდა შეასრულოს ბანკის პრეზიდენტის ფუნქციები საჭიროების შემთხვევაში. ეროვნული ბანკის მოქმედ ხელმძღვანელს კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 3 მარტს ეწურება, ხოლო პრეზიდენტს მისი შემცვლელის კანდიდატურები ჯერ არ დაუსახელებია.მისი თქმით, ასეთი ეჭვი უთუოდ უნდა გაიფანტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პრინციპი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მოქმედი სამი ვიცე-პრეზიდენტიდან თავისუფლად შესაძლებელია ერთ-ერთმა შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა, ამას პრაქტიკა ადასტურებს.ამასთან, პრეზიდენტმა დასძინა, რომ მიმდინარეობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შერჩევის პროცესი.„საქართველოს პრეზიდენტი მუშაობს პარლამენტისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის კანდიდატურის წარსადგენად“, – ნათქვამია განცხადებაში.რა ელის საქართველოს ეკონომიკას 2023-წელს: ეროვნული ბანკის სამი სცენარი>>საქართველოს პრეზიდენტი იმედს იტოვებს, რომ ვეტო არ დაიძლევა და მის მიერ შეთავაზებული მოტივირებული შენიშვნები გათვალისწინებული იქნება, აღნიშნულია განცხადებაში.წელს უფლებამოსილება არა მხოლოდ კობა გვენეტაძეს, არამედ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს არჩილ მესტვირიშვილსაც ეწურება, კერძოდ – 2023 წლის დეკემბერში.ეროვნულ ბანკს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის ბოლო ვერსიასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.პირველადი ვერსია, რომელშიც დამატებითი თანამდებობის – პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შექმნაზე იყო საუბარი, უწყებას არ მოეწონა.რა გადაწყვიტეს ეროვნულ ბანკში?>>ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოში ცხრა ადამიანიდან ოთხი აღმასრულებელია - პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი. პარლამენტს თავდაპირველი ცვლილებები რომ მიეღო, საბჭოში აღმასრულებლების რაოდენობა ხუთამდე გაიზრდებოდა. როგორც მესტვირიშვილმა განმარტა, ეს დაარღვევდა ბალანსს ეროვნული ბანკის საბჭოში და, შესაბამისად, გავლენას მოახდენდა მისი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობაზე.კობა გვენეტაძის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის წარდგინებით ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩიოს. ამის შემდეგ საბჭომ ამ წევრებისგან უნდა აირჩიოს პრეზიდენტობის კანდიდატი და წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს. სწორედ ქვეყნის პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_079f7f8df75d8fee8308b7dea85448f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს პარლამენტი
პრეზიდენტმა ცვლილებებს ,,ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ვეტო დაადო
22:22 23.02.2023 (განახლებულია: 23:29 23.02.2023) საქართველოს ეროვნული ბანკის შენიშვნების შემდეგ დეპუტატებმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობის შენარჩუნება გადაწყვიტეს.
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ,,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო, რადგან მათში მარეგულირებლის დამოუკიდებლობისთვის საფრთხე დაინახა
ცვლილებების მიხედვით, ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთი ხდება პირველი ვიცე-პრეზიდენტი და სწორედ მან უნდა შეასრულოს ბანკის პრეზიდენტის ფუნქციები საჭიროების შემთხვევაში. ეროვნული ბანკის მოქმედ ხელმძღვანელს კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 3 მარტს ეწურება, ხოლო პრეზიდენტს მისი შემცვლელის კანდიდატურები ჯერ არ დაუსახელებია.
„ჩნდება ეჭვი იმის შესახებ, რომ, თუ საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს არ ექნება პარლამენტის მხარდაჭერა, კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა განუსაზღვრელი ვადით შეასრულოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
მისი თქმით, ასეთი ეჭვი უთუოდ უნდა გაიფანტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პრინციპი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მოქმედი სამი ვიცე-პრეზიდენტიდან თავისუფლად შესაძლებელია ერთ-ერთმა შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა, ამას პრაქტიკა ადასტურებს.
ამასთან, პრეზიდენტმა დასძინა, რომ მიმდინარეობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შერჩევის პროცესი.
„საქართველოს პრეზიდენტი მუშაობს პარლამენტისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის კანდიდატურის წარსადგენად“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტი იმედს იტოვებს, რომ ვეტო არ დაიძლევა და მის მიერ შეთავაზებული მოტივირებული შენიშვნები გათვალისწინებული იქნება, აღნიშნულია განცხადებაში.
წელს უფლებამოსილება არა მხოლოდ კობა გვენეტაძეს, არამედ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს არჩილ მესტვირიშვილსაც ეწურება, კერძოდ – 2023 წლის დეკემბერში.
ეროვნულ ბანკს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის ბოლო ვერსიასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
პირველადი ვერსია, რომელშიც დამატებითი თანამდებობის – პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შექმნაზე იყო საუბარი, უწყებას არ მოეწონა.
ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოში ცხრა ადამიანიდან ოთხი აღმასრულებელია - პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი. პარლამენტს თავდაპირველი ცვლილებები რომ მიეღო, საბჭოში აღმასრულებლების რაოდენობა ხუთამდე გაიზრდებოდა. როგორც მესტვირიშვილმა განმარტა, ეს დაარღვევდა ბალანსს ეროვნული ბანკის საბჭოში და, შესაბამისად, გავლენას მოახდენდა მისი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობაზე.
კობა გვენეტაძის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის წარდგინებით ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩიოს. ამის შემდეგ საბჭომ ამ წევრებისგან უნდა აირჩიოს პრეზიდენტობის კანდიდატი და წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს. სწორედ ქვეყნის პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს.