https://sputnik-georgia.com/20230102/ra-elis-saqartvelos-ekonomikas-2023-wels-273615477.html
რა ელის საქართველოს ეკონომიკას 2023-წელს: ეროვნული ბანკის სამი სცენარი
რა ელის საქართველოს ეკონომიკას 2023-წელს: ეროვნული ბანკის სამი სცენარი
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროგნოზში მოვლენების განვითარების სამ სცენარს განიხილავს, მათ შორის... 02.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-02T10:57+0400
2023-01-02T10:57+0400
2023-01-02T10:57+0400
ახალი ამბები
მიმოხილვები
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/12/259695150_0:0:3500:1969_1920x0_80_0_0_af7b3684ec3431360fba80abf4792ea0.jpg
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროგნოზში მოვლენების განვითარების სამ სცენარს განიხილავს, მათ შორის საბაზოს, პოზიტიურსა და ყველაზე არახელსაყრელს.საბაზისო სცენარი ასახავს ეკონომიკის მოსალოდნელ მდგომარეობას, რომელშიც რისკის ფაქტორები დაბალანსებულია სწორი პოლიტიკით. ამ სცენარის მიხედვით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა შენელდება და კოროვირუსული პანდემიის წინა პერიოდის დონეზე — 4%-ზე აღმოჩნდება.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წელს არსებული 10%-იანი ეკონომიკური ზრდა ძირითადად განპირობებულია უცხოელი ვიზიტორების ნაკადითა და მათი მზარდი ხარჯებით, ასევე დაკრედიტების მაღალი მაჩვენებლით.2023 წელს, საქართველოს სავაჭრო პარტნიორებში ეკონომიკური ზრდის შენელების, აშშ-ის ფედერალური სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის პოლიტიკის მოსალოდნელი გამკაცრების გამო ინვესტიციების ზრდის შენელების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა წელიწადში 4%-მდე გაიზრდება.ამასთან ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ტურისტული ნაკადების აღდგენის ფონზე, საბაზისო სცენარის მიხედვით, მომსახურების სექტორი აღდგება და 2023 წელს უმუშევრობა 1%-ით შემცირდება.რაც შეეხება ინფლაციას, ეროვნული ბანკის სცენარის მიხედვით, ის 2023 წელს მაღალ დონეზე დარჩება და 5,1%-ს შეადგენს, რაც სურსათსა და ენერგეტიკულ პროდუქტებზე ფასების მატებას უკავშირდება. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაციის დონე მიზნობრივ 3%-მდე კლებას წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს ფასების სტაბილიზაციის საფუძველზე და უკვე 2024 წელს 3.1%-მდე დაიწევს.ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირების ტემპის შენელებას მაღალი გაურკვევლობითა და შესაბამისად, მოკლევადიანი ინფლაციური მოლოდინებით ხსნის. ამასთან, ეროვნული ბანკი რისკების 1,4%-ით შემცირების შემდეგ მონეტარული პოლიტიკის შერბილებას პროგნოზირებს.ამავდროულად ეროვნული ბანკი საშუალოვადიან პერსპექტივაში ეროვნული ვალუტის — ლარის სტაბილურ კურსს პროგნოზირებს, რადგან უცხოური ინვესტიციების მოსალოდნელი შემცირება უცხოური შემოსავლებითა და ტრანსფერებით ანაზღაურდება.ამასთან, საბაზისო სცენარის მიხედვით, ლარის კურსში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის — ლარის საშუალო ნომინალური კურსი დოლართან მიმართებაში 2023 წელს ამჟამად არსებულ დონეზე დარჩება.როგორც მარეგულირებელი აღნიშნავს, საბაზისო პროგნოზი ფარდობითია, რადგან აღდგენის პროცესი დამოკიდებული იქნება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე და გრძელვადიანი გლობალური ფინანსური პირობების სიმკაცრის ხანგრძლივობაზე.ოპტიმისტური სცენარით, მოსალოდნელია მსოფლიოში უფრო სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, რაც ყველა საპროგნოზო პარამეტრის გაუმჯობესებას, მათ შორის უმუშევრობის დონის შემცირებასა და ლარის გამყარებას გამოიწვევს.რაც შეეხებაპესიმისტურ სცენარს, რომელიც უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელებას ემყარება, მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა შენელდება, მოხდება გლობალური ინფლაციისზრდა დამონეტარული პოლიტიკისგამკაცრება — როგორცმსოფლიოში, ისე საქართველოში.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/12/259695150_504:0:3177:2005_1920x0_80_0_0_ab016cc43754bd0f86c3cd3f62b7e5cb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიმოხილვები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები, მიმოხილვები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროგნოზში მოვლენების განვითარების სამ სცენარს განიხილავს, მათ შორის საბაზოს, პოზიტიურსა და ყველაზე არახელსაყრელს.
საბაზისო სცენარი ასახავს ეკონომიკის მოსალოდნელ მდგომარეობას, რომელშიც რისკის ფაქტორები დაბალანსებულია სწორი პოლიტიკით. ამ სცენარის მიხედვით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა შენელდება და კოროვირუსული პანდემიის წინა პერიოდის დონეზე — 4%-ზე აღმოჩნდება.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წელს არსებული 10%-იანი ეკონომიკური ზრდა ძირითადად განპირობებულია უცხოელი ვიზიტორების ნაკადითა და მათი მზარდი ხარჯებით, ასევე დაკრედიტების მაღალი მაჩვენებლით.
2023 წელს, საქართველოს სავაჭრო პარტნიორებში ეკონომიკური ზრდის შენელების, აშშ-ის ფედერალური სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის პოლიტიკის მოსალოდნელი გამკაცრების გამო ინვესტიციების ზრდის შენელების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა წელიწადში 4%-მდე გაიზრდება.
ამასთან ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ტურისტული ნაკადების აღდგენის ფონზე, საბაზისო სცენარის მიხედვით, მომსახურების სექტორი აღდგება და 2023 წელს უმუშევრობა 1%-ით შემცირდება.
რაც შეეხება ინფლაციას, ეროვნული ბანკის სცენარის მიხედვით, ის 2023 წელს მაღალ დონეზე დარჩება და 5,1%-ს შეადგენს, რაც სურსათსა და ენერგეტიკულ პროდუქტებზე ფასების მატებას უკავშირდება. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაციის დონე მიზნობრივ 3%-მდე კლებას წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს ფასების სტაბილიზაციის საფუძველზე და უკვე 2024 წელს 3.1%-მდე დაიწევს.
ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირების ტემპის შენელებას მაღალი გაურკვევლობითა და შესაბამისად, მოკლევადიანი ინფლაციური მოლოდინებით ხსნის. ამასთან, ეროვნული ბანკი რისკების 1,4%-ით შემცირების შემდეგ მონეტარული პოლიტიკის შერბილებას პროგნოზირებს.
ამავდროულად ეროვნული ბანკი საშუალოვადიან პერსპექტივაში ეროვნული ვალუტის — ლარის სტაბილურ კურსს პროგნოზირებს, რადგან უცხოური ინვესტიციების მოსალოდნელი შემცირება უცხოური შემოსავლებითა და ტრანსფერებით ანაზღაურდება.
ამასთან, საბაზისო სცენარის მიხედვით, ლარის კურსში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის — ლარის საშუალო ნომინალური კურსი დოლართან მიმართებაში 2023 წელს ამჟამად არსებულ დონეზე დარჩება.
როგორც მარეგულირებელი აღნიშნავს, საბაზისო პროგნოზი ფარდობითია, რადგან აღდგენის პროცესი დამოკიდებული იქნება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე და გრძელვადიანი გლობალური ფინანსური პირობების სიმკაცრის ხანგრძლივობაზე.
ოპტიმისტური სცენარით, მოსალოდნელია მსოფლიოში უფრო სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, რაც ყველა საპროგნოზო პარამეტრის გაუმჯობესებას, მათ შორის უმუშევრობის დონის შემცირებასა და ლარის გამყარებას გამოიწვევს.
რაც შეეხებაპესიმისტურ სცენარს, რომელიც უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელებას ემყარება, მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა შენელდება, მოხდება გლობალური ინფლაციისზრდა დამონეტარული პოლიტიკისგამკაცრება — როგორცმსოფლიოში, ისე საქართველოში.