https://sputnik-georgia.com/20230223/irakli-garibashvili-turqetshi-gaemgzavra-275170113.html
ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში გაემგზავრა
ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში გაემგზავრა
Sputnik საქართველო
მთავრობის მეთაური მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავა. 23.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-23T12:21+0400
2023-02-23T12:21+0400
2023-02-23T17:49+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
თურქეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0c/272962253_211:195:959:616_1920x0_80_0_0_f38efaa70b97cc6e3dea9fe019d6b8ea.jpg
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანს შეხვდება. მთავრობის მეთაური მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავა, სადაც ქართველი მაშველები მუშაობენ.საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი და სხვა მაღალჩინოსნები შედიან.6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა, რამაც უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას ემსხვერპლა 43,5 ათასზე მეტი ადამიანი. დაზარალებულ 11 პროვინციაში 118 ათასზე მეტი შენობა დაინგრა ან გამოცხადდა ავარიულად და მათი დანგრევა მოხდება.საქართველო თურქეთს ტრაგედიის პირველივე დღიდან ეხმარება – იმავე დღეს საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში 60 ადამიანისგან შემდგარი პირველი სამაშველო ჯგუფი გაიგზავნა. 8 თებერვალს მათ კიდევ 40 მაშველი დაემატა. ქართველმა მაშველებმა ნანგრევებიდან არაერთი ადამიანი ამოიყვანეს.ერდოღანმა სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ქართველ მაშველებს მადლობა გადაუხადა>>>გარდა ამისა, საქართველოდან თურქეთში 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა.საქართველოს მთავრობამ თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით 1 მლნ ლარი 10 თებერვალს გამოყო. აღნიშნული თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაერიცხა, რომელმაც მიწისძვრით დაზარალებული თურქეთის მოსახლეობისთვის მედიკამენტები და პირველადი საჭიროების ნივთები შეიძინა. დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი ცალკე საქართველოს პარლამენტმაც შეაგროვა.ორშაბათს, 20 თებერვალს პრეზიდენტმა ერდოღანმა პირადად გადაუხადა მადლობა თურქეთში სხვადასხვა ქვეყნებიდან მობილიზებულ სამაშველო ჯგუფებს, რომლებიც მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში არიან ჩართული, მათ შორის, ქართველ მაშველებს.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0c/272962253_308:171:989:682_1920x0_80_0_0_4fa135aaa1cc8bb8e08672c7d8746c48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , თურქეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , თურქეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთში გაემგზავრა
12:21 23.02.2023 (განახლებულია: 17:49 23.02.2023) მთავრობის მეთაური მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავა.
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანს შეხვდება. მთავრობის მეთაური მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავა, სადაც ქართველი მაშველები მუშაობენ.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი და სხვა მაღალჩინოსნები შედიან.
6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა, რამაც უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას ემსხვერპლა 43,5 ათასზე მეტი ადამიანი. დაზარალებულ 11 პროვინციაში 118 ათასზე მეტი შენობა დაინგრა ან გამოცხადდა ავარიულად და მათი დანგრევა მოხდება.
საქართველო თურქეთს ტრაგედიის პირველივე დღიდან ეხმარება – იმავე დღეს საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში 60 ადამიანისგან შემდგარი პირველი სამაშველო ჯგუფი გაიგზავნა. 8 თებერვალს მათ კიდევ 40 მაშველი დაემატა. ქართველმა მაშველებმა ნანგრევებიდან არაერთი ადამიანი ამოიყვანეს.
გარდა ამისა, საქართველოდან თურქეთში 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა.
საქართველოს მთავრობამ თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით 1 მლნ ლარი 10 თებერვალს გამოყო. აღნიშნული თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაერიცხა, რომელმაც მიწისძვრით დაზარალებული თურქეთის მოსახლეობისთვის მედიკამენტები და პირველადი საჭიროების ნივთები შეიძინა. დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი ცალკე საქართველოს პარლამენტმაც შეაგროვა.
ორშაბათს, 20 თებერვალს პრეზიდენტმა ერდოღანმა პირადად გადაუხადა მადლობა თურქეთში სხვადასხვა ქვეყნებიდან მობილიზებულ სამაშველო ჯგუფებს, რომლებიც მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში არიან ჩართული, მათ შორის, ქართველ მაშველებს.