https://sputnik-georgia.com/20230223/farmacevtuli-kompaniebis-asociaciam-jandacvis-saministros-upasuxa-275193380.html
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ ჯანდაცვის სამინისტროს ბრალდებებს უპასუხა
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ ჯანდაცვის სამინისტროს ბრალდებებს უპასუხა
Sputnik საქართველო
საქართველოში 2023 წლიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დადგინდა, ანუ ის მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზევით მათი გაყიდვა არ შეიძლება. 23.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-23T20:48+0400
2023-02-23T20:48+0400
2023-02-23T23:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/07/265042310_0:200:1921:1280_1920x0_80_0_0_16c450473a32c9f7608fc2244c694761.jpg
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტროს ბრალდებას წამლებზე ფასების „ხელოვნური ზრდის“ შესახებ და ამას დაუშვებელი უწოდა.ჯანდაცვის უწყებამ გუშინ ფარმაცევტული კომპანიების ნაწილი რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურ ზრდაში დაადანაშაულა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ამ პროცესს ხელოვნური უწოდა და განაცხადა, რომ უწყებას დარღვევებზე მწვავე რეაგირება ექნება.განცხადებაში აღნიშნულია, რომ სექტორისთვის მიუღებელია ბრალდებების რეჟიმში ყოფნა, მით უმეტეს, როდესაც შესაბამისი საფუძველი არ არსებობს.ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებული ვალდებულება განსაზღვრულია კონკრეტული თარიღით – 15 მარტით, შესაბამისად, ყველა კომპანია იცავს პირობებსა და ვადებს, რომლებიც კანონით არის განსაზღვრული და უზრუნველყოფენ რეფერენტულ ფასებს.15 თებერვლიდან, როდესაც მედიკამენტების რეფერენტულ ფასებში გაყიდვა სავალდებულო გახდა, ყველა კომპანიამ შეასრულა ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანება, აღნიშნულია განცხადებაში. თუმცა, კანონით, სხვადასხვა საკითხის დასაზუსტებლად და ხარვეზებისა და უზუსტობების აღმოსაფხვრელად 15 მარტამდე გარდამავალი პერიოდია განსაზღვრული.რაც შეეხება მედიკამენტების თურქეთიდან იმპორტს, ფარმაკოლოგიური კომპანიების ასოციაციაში განაცხადეს, რომ თავად თურქეთმა შეზღუდა მედიკამენტების სია და რაოდენობა, რომლებიც ექსპორტზე გააქვთ.ფასები 2022 წლის დეკემბრიდან საშუალოდ 36,77%-ით გაიზარდა და მედიკამენტები საქართველოში ერთ თვეზე მეტია გაზრდილი ტარიფებით შემოდის. შესაბამისად, ეს ცვლილებები აისახა ქართულ ბაზარზეც, აღნიშნეს ასოციაციაში.ასოციაციის წევრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, სრული ინფორმაცია წარუდგინონ კონკურენციის სააგენტოს.„ეს არის ხელოვნური ზრდა“ - გაბუნია გაძვირებულ მედიკამენტებზე>>„ფარმაცევტული ბაზრის ოპერატორებისთვის მიუღებელია მსგავსი ბრალდებები და გაუგებარია, თუ რას ემსახურება ამ სახის განცხადებები, მით უმეტეს, როდესაც ადგილი არ ჰქონდა კანონის დარღვევას. ჩვენი ასოციაციის წევრები სრულიად ემიჯნებიან უკანონო ქმედებებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.რეფერენტული ფასები2022 წლის 2 მარტიდან საქართველომ თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გახსნა. ფასების ცვლილების შემდეგ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები 60-80%-ით შემცირდა. გარდა ამისა, 2023 წლის 15 თებერვლიდან რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდა. ამ ეტაპზე სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასზე ზემოთ ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლების გაყიდვა არ შეიძლება.ჯანდაცვის სამინისტრომ საპილოტო რეჟიმში აამოქმედა მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა.ჯანდაცვის უწყებამ მედიკამენტების მიმოქცევის კონტროლისთვის ელექტრონული სისტემა შეიმუშავა>>ამ სისტემაში გროვდება ინფორმაცია წამლების ბრუნვის, მარაგის, საცალო და საბითუმო ფასების შესახებ ქვეყანაში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგენენ კომპანიები, რომლებიც ფარმაცევტული პროდუქციით ვაჭრობენ.ახალი წესების დამრღვევი 15 მარტამდე გაფრთხილებას მიიღებს, შემდეგ კი 5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/07/265042310_0:0:1707:1280_1920x0_80_0_0_d6f062b0ba1acb6a2c890f41296aa198.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ ჯანდაცვის სამინისტროს ბრალდებებს უპასუხა
20:48 23.02.2023 (განახლებულია: 23:17 23.02.2023) საქართველოში 2023 წლიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დადგინდა, ანუ ის მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზევით მათი გაყიდვა არ შეიძლება.
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტროს ბრალდებას წამლებზე ფასების „ხელოვნური ზრდის“ შესახებ და ამას დაუშვებელი უწოდა.
ჯანდაცვის უწყებამ გუშინ ფარმაცევტული კომპანიების ნაწილი რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურ ზრდაში დაადანაშაულა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ამ პროცესს ხელოვნური უწოდა და განაცხადა, რომ უწყებას დარღვევებზე მწვავე რეაგირება ექნება.
„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია და მასში გაერთიანებული წევრები სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი განცხადების გავრცელება რეფერენტული ფასის რეგულირების ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში არის ყოვლად დაუშვებელი, მით უმეტეს, როდესაც მიმდინარეობს ბაზრის ადაპტაცია ცვლილებებზე და არ დარღვეულა კანონით განსაზღვრული ზღვარი“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სექტორისთვის მიუღებელია ბრალდებების რეჟიმში ყოფნა, მით უმეტეს, როდესაც შესაბამისი საფუძველი არ არსებობს.
ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებული ვალდებულება განსაზღვრულია კონკრეტული თარიღით – 15 მარტით, შესაბამისად, ყველა კომპანია იცავს პირობებსა და ვადებს, რომლებიც კანონით არის განსაზღვრული და უზრუნველყოფენ რეფერენტულ ფასებს.
15 თებერვლიდან, როდესაც მედიკამენტების რეფერენტულ ფასებში გაყიდვა სავალდებულო გახდა, ყველა კომპანიამ შეასრულა ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანება, აღნიშნულია განცხადებაში. თუმცა, კანონით, სხვადასხვა საკითხის დასაზუსტებლად და ხარვეზებისა და უზუსტობების აღმოსაფხვრელად 15 მარტამდე გარდამავალი პერიოდია განსაზღვრული.
რაც შეეხება მედიკამენტების თურქეთიდან იმპორტს, ფარმაკოლოგიური კომპანიების ასოციაციაში განაცხადეს, რომ თავად თურქეთმა შეზღუდა მედიკამენტების სია და რაოდენობა, რომლებიც ექსპორტზე გააქვთ.
ფასები 2022 წლის დეკემბრიდან საშუალოდ 36,77%-ით გაიზარდა და მედიკამენტები საქართველოში ერთ თვეზე მეტია გაზრდილი ტარიფებით შემოდის. შესაბამისად, ეს ცვლილებები აისახა ქართულ ბაზარზეც, აღნიშნეს ასოციაციაში.
ასოციაციის წევრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, სრული ინფორმაცია წარუდგინონ კონკურენციის სააგენტოს.
„ფარმაცევტული ბაზრის ოპერატორებისთვის მიუღებელია მსგავსი ბრალდებები და გაუგებარია, თუ რას ემსახურება ამ სახის განცხადებები, მით უმეტეს, როდესაც ადგილი არ ჰქონდა კანონის დარღვევას. ჩვენი ასოციაციის წევრები სრულიად ემიჯნებიან უკანონო ქმედებებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
2022 წლის 2 მარტიდან საქართველომ თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გახსნა. ფასების ცვლილების შემდეგ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები 60-80%-ით შემცირდა. გარდა ამისა, 2023 წლის 15 თებერვლიდან რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდა. ამ ეტაპზე სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასზე ზემოთ ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლების გაყიდვა არ შეიძლება.
ჯანდაცვის სამინისტრომ საპილოტო რეჟიმში აამოქმედა მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა.
ამ სისტემაში გროვდება ინფორმაცია წამლების ბრუნვის, მარაგის, საცალო და საბითუმო ფასების შესახებ ქვეყანაში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგენენ კომპანიები, რომლებიც ფარმაცევტული პროდუქციით ვაჭრობენ.
ახალი წესების დამრღვევი 15 მარტამდე გაფრთხილებას მიიღებს, შემდეგ კი 5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.