ჯანდაცვის უწყებამ მედიკამენტების მიმოქცევის კონტროლისთვის ელექტრონული სისტემა შეიმუშავა

© Pixabay / katicaj მედიკამენტები
მედიკამენტები - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2023
გამოწერა
აფთიაქებს მოეთხოვებათ მედიკამენტების ფასებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაცია ონლაინ-რეჟიმში წარმოადგინონ.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა ელექტრონული სისტემა, რომლის მიხედვითაც მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგი დისტანციურ რეჟიმში განხორციელდება.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, სააგენტო ელექტრონულად მიიღებს ინფორმაციას ქვეყანაში მედიკამენტების მიმოქცევის, მარაგების, საცალო და საბითუმო ფასების შესახებ.
ყველა კომპანია, რომელიც ფარმაცევტულ პროდუქციას ყიდის და აქვს წამლების მარაგის აღრიცხვის საკუთარი ელექტრონული სისტემა, მედიკამენტების შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს საკუთარი ელექტრონული სერვისების საშუალებით გადასცემს.
იმ ფარმაცევტულმა კომპანიებმა კი, რომლებსაც აღნიშნულ სისტემა არ გააჩნიათ, ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ ელექტრონულ სისტემაში უნდა შეიყვანონ.
დღეიდან 800-ზე მეტი მედიკამენტი საშუალოდ კიდევ 40%-ით გაიაფდა>>>
მათთვის, ვინც ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვითაა დაინტერესებული, გრძელდება ტრენინგები და კონსულტაციები, რომლებშიც მონაწილეობის მისაღებად საჭიროა 22 თებერვლამდე ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების სააგენტოსთვის მიმართვა ელექტრონულ მისამართზე: drugmonitor@ita.gov.ge .
ელექტრონული სისტემა საპილოტო რეჟიმში 2023 წლის 1 აპრილამდე იმუშავებს.
1 მარტიდან 15 მარტამდე დაწესებულებები, სადაც დაფიქსირდება დარღვევები, მიიღებენ მხოლოდ გაფრთხილებას. 15 მარტიდან კი ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესის დარღვევის შემთხვევაში სამართალდამრღვევებს 5 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრებათ.
2023 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ რეფერენტული ფასები, ანუ ფასების მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომლის ზემოთაც ქვეყანაში მედიკამენტების გაყიდვა იკრძალება.
15 თებერვლიდან საქართველოში იკრძალება ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასებზე ძვირად გაყიდვა. ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს მთავრობამ ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე მისცა. მომავალში ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.
საქართველოში პროდუქტები შეიძლება გაიაფდეს - პრემიერმა იმპორტიორები გააკრიტიკა>>>
ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ქვეყნის ფარმაცევტული ბაზარი მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის – მედიკამენტებზე ფასების რეგულირებას.
ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული სფეროს მოქმედებების გეგმა შემუშავდა კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე, ჯანმოს კვლევების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
2022 წლის 2 მარტიდან საქართველომ თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გახსნა. ფასების ცვლილების შემდეგ ქვეყანაში მედიკამენტების ფასი 60-80%-ით შემცირდა.
ყველა ახალი ამბავი
0