https://sputnik-georgia.com/20230222/qartuli-ocneba-ucxouri-agentebis-sesaxeb-orive-kanonproeqts-ganixilavs-275145536.html
„ქართული ოცნება“ „უცხოური აგენტების“ შესახებ ორივე კანონპროექტს განიხილავს
„ქართული ოცნება“ „უცხოური აგენტების“ შესახებ ორივე კანონპროექტს განიხილავს
Sputnik საქართველო
კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიციატორებმა ალტერნატიული კანონპროექტის – „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“ ინიცირებაც... 22.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-22T17:32+0400
2023-02-22T17:32+0400
2023-02-22T22:00+0400
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252302225_0:0:2731:1537_1920x0_80_0_0_2a3e3122d0cd61e58c2843abe4a314d9.jpg
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დეტალურად განიხილავს „უცხოურ აგენტებზე“ ორივე კანონპროექტს და მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელს დაუჭიროს მხარი, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მკვეთრი კრიტიკის ობიექტი გახდა ქართული ოპოზიციის, პრეზიდენტისა და აშშ-ის მხრიდან. ამასთან, „ხალხის ძალამ“ ალტერნატიული კანონპროექტის ინიცირებაც გადაწყვიტა – „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, რომელიც ამერიკულის ანალოგი იქნება.მთლიანობაში ეს მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, აღნიშნა პოლიტიკოსმა.„აქედან გამომდინარე ჩვენ სიღრმისეულად განვიხილავთ ორივე კანონპროექტს და საბოლოოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელ კანონპროექტს დავუჭიროთ მხარი. ამერიკაში მოქმედებს ანალოგიური კანონი, არაადეკვატურად მკაცრი კანონი. ჩვენ ასეთი კანონის მიღება, გვგონია, რომ არ არის სწორი“, – განაცხადა კობახიძემ.მანამდე „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, თუმცა დეტალებზე მსჯელობას გააგრძელებს. როგორც უფრო ადრე კობახიძემ განაცხადა, კანონპროექტი სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების სტანდარტებს – განსხვავებით უცხოეთში მიღებული კანონებისგან.კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ" - მთავარი თეზისები>>ოპოზიცია ერთხმად აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ნამოქმედარია, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების გაკონტროლება სურს. დეპუტატები, რომლებმაც „ხალხის ძალა“ დააარსეს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დატოვეს, მაინც მასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ.პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, თავისი შინაარსით ეს კანონპროექტი საქართველოს აახლოებს არა ევროპასთან, არამედ რუსეთთან.გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მისი თქმით, კანონპროექტი დაფუძნებულია არა შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA), არამედ, როგორც ჩანს, მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობაზე.კობახიძე: ქართული კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ" უცხოურ ანალოგებზე უკეთესია>>თავის მხრივ, ინიციატივის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ მათ მიერ შეთავაზებული კანონპროექტი ამერიკულ და რუსულ კანონებზე უკეთესია. მათი თქმით, ქართულ ვერსიაში გამოიყენება ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“, რომელიც „სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს“.კანონპროექტის ერთადერთი მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების სრული გამჭვირვალობა, აცხადებენ ინიციატივის ავტორები.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252302225_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_c94f0e9469c1ac3706a0a9754f2bc6e0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოცნება
„ქართული ოცნება“ „უცხოური აგენტების“ შესახებ ორივე კანონპროექტს განიხილავს
17:32 22.02.2023 (განახლებულია: 22:00 22.02.2023) კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიციატორებმა ალტერნატიული კანონპროექტის – „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“ ინიცირებაც გადაწყვიტეს.
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დეტალურად განიხილავს „უცხოურ აგენტებზე“ ორივე კანონპროექტს და მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელს დაუჭიროს მხარი, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მკვეთრი კრიტიკის ობიექტი გახდა ქართული ოპოზიციის, პრეზიდენტისა და აშშ-ის მხრიდან. ამასთან, „ხალხის ძალამ“ ალტერნატიული კანონპროექტის ინიცირებაც გადაწყვიტა – „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, რომელიც ამერიკულის ანალოგი იქნება.
„ჩვენ როგორც გავიგეთ, მეორე კანონიც დაინიცირდება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ეს იქნება ამერიკული კანონის ასლი. ჩემი პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით გუშინ დავაფიქსირე. მე ვარ იურისტი და შემიძლია გითხრათ, რომ ეს კანონი არის უმძიმესი. თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ორივე კანონთან დაკავშირებით“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
მთლიანობაში ეს მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
„აქედან გამომდინარე ჩვენ სიღრმისეულად განვიხილავთ ორივე კანონპროექტს და საბოლოოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელ კანონპროექტს დავუჭიროთ მხარი. ამერიკაში მოქმედებს ანალოგიური კანონი, არაადეკვატურად მკაცრი კანონი. ჩვენ ასეთი კანონის მიღება, გვგონია, რომ არ არის სწორი“, – განაცხადა კობახიძემ.
მანამდე „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, თუმცა დეტალებზე მსჯელობას გააგრძელებს. როგორც უფრო ადრე კობახიძემ განაცხადა, კანონპროექტი სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების სტანდარტებს – განსხვავებით უცხოეთში მიღებული კანონებისგან.
ოპოზიცია ერთხმად აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ნამოქმედარია, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების გაკონტროლება სურს. დეპუტატები, რომლებმაც „ხალხის ძალა“ დააარსეს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დატოვეს, მაინც მასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, თავისი შინაარსით ეს კანონპროექტი საქართველოს აახლოებს არა ევროპასთან, არამედ რუსეთთან.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მისი თქმით, კანონპროექტი დაფუძნებულია არა შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA), არამედ, როგორც ჩანს, მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობაზე.
თავის მხრივ, ინიციატივის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ მათ მიერ შეთავაზებული კანონპროექტი ამერიკულ და რუსულ კანონებზე უკეთესია. მათი თქმით, ქართულ ვერსიაში გამოიყენება ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“, რომელიც „სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს“.
კანონპროექტის ერთადერთი მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების სრული გამჭვირვალობა, აცხადებენ ინიციატივის ავტორები.