https://sputnik-georgia.com/20230221/kobaxidze-ucxouri-agentebis-shesaxeb-kanonproeqti-ucxour-analogebze-uketesia-275109302.html
კობახიძე: ქართული კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ" უცხოურ ანალოგებზე უკეთესია
კობახიძე: ქართული კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ" უცხოურ ანალოგებზე უკეთესია
Sputnik საქართველო
პროექტის მიხედვით, სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს. 21.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-21T21:37+0400
2023-02-21T21:37+0400
2023-02-21T22:53+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნება
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270137218_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_f48bc76eafbc6f6078c1d372140564ae.jpg
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, საზღვარგარეთ მიღებული კანონებისგან განსხვავებით, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა სტანდარტებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.კანონპროექტი მკვეთრი კრიტიკის ობიექტი გახდა ქართული ოპოზიციის, პრეზიდენტისა და აშშ-ის მხრიდან. ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება" მას პრინციპების დონეზე უჭერს მხარს, ხოლო დეტალების განხილვა გაგრძელდება.მისი თქმით, საუბარია გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტზე.„ეს არის ძალიან მარტივი, ლაკონური კანონი… შემუშავებულია ქართული კანონპროექტი, არც ამერიკული და არც რუსული. ეს არის რეალობა. დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და შეიძლება დადასტურდეს შესაბამისი ფაქტებით“, – განაცხადა კობახიძემ.კანონპროექტის ავტორების – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წარმომადგენელი დეპუტატების აზრით, შემოსავლის წყაროები უნდა იყოს გამჭვირვალე არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.კალაძე „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ირგვლივ გავრცელებულ ხმებზე>>>კობახიძემ მწვავედ გააკრიტიკა „უცხოური აგენტების” შესახებ არა მარტო ამერიკული, არამედ რუსული კანონი.ოპოზიცია ერთხმად აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ნამოქმედარია, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების გაკონტროლება სურს. დეპუტატები კი, რომლებმაც „ხალხის ძალა“ დააარსეს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დატოვეს, მაინც მასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ.პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, თავისი შინაარსით ეს კანონპროექტი საქართველოს აახლოებს არა ევროპასთან, არამედ რუსეთთან.რას ითვალისწინებს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ">>>გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მისი თქმით, კანონპროექტი დაფუძნებულია არა შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA), არამედ, როგორც ჩანს, მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობაზე.თავის მხრივ, ინიციატივის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ მათ მიერ შეთავაზებული კანონპროექტი ამერიკულ და რუსულ კანონებზე უკეთესია. მათი თქმით, ქართულ ვერსიაში გამოიყენება ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“, რომელიც „სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს“.წინასწარი ინფორმაციით, უცხოური გავლენის აგენტად უნდა დარეგისტრირდეს ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელიც უცხოური წყაროდან დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს იღებს.კანონპროექტის ერთადერთი მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების სრული გამჭვირვალობა, აცხადებენ ინიციატივის ავტორები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270137218_139:0:1579:1080_1920x0_80_0_0_f2035564d8eec8246afa2c3e3e85ed44.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , პოლიტიკა, ახალი ამბები
კობახიძე: ქართული კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ" უცხოურ ანალოგებზე უკეთესია
21:37 21.02.2023 (განახლებულია: 22:53 21.02.2023) პროექტის მიხედვით, სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს.
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, საზღვარგარეთ მიღებული კანონებისგან განსხვავებით, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა სტანდარტებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
კანონპროექტი მკვეთრი კრიტიკის ობიექტი გახდა ქართული ოპოზიციის, პრეზიდენტისა და აშშ-ის მხრიდან. ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება" მას პრინციპების დონეზე უჭერს მხარს, ხოლო დეტალების განხილვა გაგრძელდება.
„მე სულ ახლახანს წავიკითხე ამერიკული კანონი და ეს არის სრული კატასტროფა... რაც შეეხება ქართულ კანონპროექტს, რომელიც ინიცირებულია “ხალხის ძალის” მიერ, იგი სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა სტანდარტებს, განსხვავებით ამერიკული და რუსული კანონებისგან“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, საუბარია გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტზე.
„ეს არის ძალიან მარტივი, ლაკონური კანონი… შემუშავებულია ქართული კანონპროექტი, არც ამერიკული და არც რუსული. ეს არის რეალობა. დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და შეიძლება დადასტურდეს შესაბამისი ფაქტებით“, – განაცხადა კობახიძემ.
კანონპროექტის ავტორების – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წარმომადგენელი დეპუტატების აზრით, შემოსავლის წყაროები უნდა იყოს გამჭვირვალე არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.
კობახიძემ მწვავედ გააკრიტიკა „უცხოური აგენტების” შესახებ არა მარტო ამერიკული, არამედ რუსული კანონი.
„ჩვენ ასეთი კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტში უბრალოდ ვერ ვიკადრებდით”, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ იგი ამის თაობაზე საუბრობს როგორც იურისტი და ადამიანის უფლებების სპეციალისტი.
ოპოზიცია ერთხმად აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ნამოქმედარია, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების გაკონტროლება სურს. დეპუტატები კი, რომლებმაც „ხალხის ძალა“ დააარსეს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დატოვეს, მაინც მასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, თავისი შინაარსით ეს კანონპროექტი საქართველოს აახლოებს არა ევროპასთან, არამედ რუსეთთან.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას, და ამან შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მისი თქმით, კანონპროექტი დაფუძნებულია არა შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA), არამედ, როგორც ჩანს, მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობაზე.
თავის მხრივ, ინიციატივის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ მათ მიერ შეთავაზებული კანონპროექტი ამერიკულ და რუსულ კანონებზე უკეთესია. მათი თქმით, ქართულ ვერსიაში გამოიყენება ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“, რომელიც „სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს“.
წინასწარი ინფორმაციით, უცხოური გავლენის აგენტად უნდა დარეგისტრირდეს ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელიც უცხოური წყაროდან დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს იღებს.
კანონპროექტის ერთადერთი მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების სრული გამჭვირვალობა, აცხადებენ ინიციატივის ავტორები.