https://sputnik-georgia.com/20230222/gomelauri-bankebis-dacvaze-275130539.html
საქართველოში ბანკების უმეტესობას დაცვა არ ჰყავს - გომელაური
საქართველოში ბანკების უმეტესობას დაცვა არ ჰყავს - გომელაური
Sputnik საქართველო
ბანკები დაცვის დაქირავებაზე უარს ამბობენ და ამას დაზღვევის არსებობით ასაბუთებენ. 22.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-22T13:28+0400
2023-02-22T13:28+0400
2023-08-23T09:04+0400
ვახტანგ გომელაური
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0c/263552999_0:0:3210:1807_1920x0_80_0_0_c48ecbb4051b644d1ed646e36e181e98.jpg
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ბანკების უმეტესობას დაცვა არ ჰყავს, რაც საბოლოოდ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრობლემა ხდება, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.ასე უპასუხა მინისტრმა დეპუტატ კახი კახიშვილის კითხვას, ხომ არ გეგმავს შსს, რომ ბანკებში დაცვა სავალდებულო გახდეს.მას შემდეგ, რაც დანაშაული ხდება, ისინი სამართალდამცველებს ეკითხებიან „აბა, რა ქენით“, განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამით ეროვნული ბანკიც უნდა დაინტერესდეს.გომელაურის თქმით, სამწუხაროდ, დაცვა მხოლოდ ერთ-ერთი ბანკის რამდენიმე ფილიალს ჰყავს.„რა თქმა უნდა, ეს პრობლემა არის... რა თქმა უნდა, ამას მარტო ჩვენ ვერ გადავწყვეტთ, ვერ დავაძალებთ, გინდა თუ არა დაცვა აიყვანონ“, – აღნიშნა გომელაურმა.მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მასმედიაში, მათ შორის, ოპოზიციურ არხებში არაერთხელ აღნიშნეს, რომ ბანკთან პოლიციაა მობილიზებული, თუმცა ამაში ახალი არაფერია და ბანკებთან პატრულირება პერიოდულად ძლიერდება.საქართველოში ბანკების გაძარცვის მცდელობა უმეტეს შემთხვევებში წარუმატებელია – ბოროტმოქმედებს მალე ადებენ ხელბორკილს. მაგრამ იყო „საქართველოს ბანკის“ ფილიალებზე რამდენიმე დიდი თავდასხმა იარაღით, მძევლებითა და მოთხოვნებით.ესებუა განაჩენს ციხეში დაელოდება>>ყველაზე გახმაურებული ძარცვა ზუგდიდში 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. მძარცველი ბანკში შენიღბული და შეიარაღებული შევიდა.სპეცოპერაცია თითქმის მთელი დღე გაგრძელდა. საბოლოოდ ბოროტმოქმედმა მიიღო 500 ათასი დოლარი, რასაც ითხოვდა მძევლების გასათავისუფლებლად, და მიიმალა. ის 2023 წლის 8 თებერვალს დააკავეს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0c/263552999_481:0:3210:2047_1920x0_80_0_0_d5c883e794eac5a8879872f73d176b5b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვახტანგ გომელაური , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ვახტანგ გომელაური , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოში ბანკების უმეტესობას დაცვა არ ჰყავს - გომელაური
13:28 22.02.2023 (განახლებულია: 09:04 23.08.2023) ბანკები დაცვის დაქირავებაზე უარს ამბობენ და ამას დაზღვევის არსებობით ასაბუთებენ.
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ბანკების უმეტესობას დაცვა არ ჰყავს, რაც საბოლოოდ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრობლემა ხდება, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
ასე უპასუხა მინისტრმა დეპუტატ კახი კახიშვილის კითხვას, ხომ არ გეგმავს შსს, რომ ბანკებში დაცვა სავალდებულო გახდეს.
„როდესაც ვეუბნებით, რომ დაცვა აიყვანონ, გვპასუხობენ, ჩვენ დაზღვეული გვაქვს თემა და პრობლემა არ გვაქვს. თუმცა, მერე ჩვენი, შსს-ს პრობლემა ხდება“, – განაცხადა მინისტრმა.
მას შემდეგ, რაც დანაშაული ხდება, ისინი სამართალდამცველებს ეკითხებიან „აბა, რა ქენით“, განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამით ეროვნული ბანკიც უნდა დაინტერესდეს.
გომელაურის თქმით, სამწუხაროდ, დაცვა მხოლოდ ერთ-ერთი ბანკის რამდენიმე ფილიალს ჰყავს.
„რა თქმა უნდა, ეს პრობლემა არის... რა თქმა უნდა, ამას მარტო ჩვენ ვერ გადავწყვეტთ, ვერ დავაძალებთ, გინდა თუ არა დაცვა აიყვანონ“, – აღნიშნა გომელაურმა.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მასმედიაში, მათ შორის, ოპოზიციურ არხებში არაერთხელ აღნიშნეს, რომ ბანკთან პოლიციაა მობილიზებული, თუმცა ამაში ახალი არაფერია და ბანკებთან პატრულირება პერიოდულად ძლიერდება.
საქართველოში ბანკების გაძარცვის მცდელობა უმეტეს შემთხვევებში წარუმატებელია – ბოროტმოქმედებს მალე ადებენ ხელბორკილს. მაგრამ იყო „საქართველოს ბანკის“ ფილიალებზე რამდენიმე დიდი თავდასხმა იარაღით, მძევლებითა და მოთხოვნებით.
ყველაზე გახმაურებული ძარცვა ზუგდიდში 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. მძარცველი ბანკში შენიღბული და შეიარაღებული შევიდა.
სპეცოპერაცია თითქმის მთელი დღე გაგრძელდა. საბოლოოდ ბოროტმოქმედმა მიიღო 500 ათასი დოლარი, რასაც ითხოვდა მძევლების გასათავისუფლებლად, და მიიმალა. ის 2023 წლის 8 თებერვალს დააკავეს.