https://sputnik-georgia.com/20230210/esebua-cixesi-darceba-274775559.html
ესებუა განაჩენს ციხეში დაელოდება
ესებუა განაჩენს ციხეში დაელოდება
Sputnik საქართველო
სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მოსაზრება, რომ ბრალდებულმა შეიძლება ზეწოლა მოახდინოს მოწმეებზე ან მართლმსაჯულებას მიემალოს. 10.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-10T21:27+0400
2023-02-10T21:27+0400
2023-02-10T22:53+0400
შემთხვევები საქართველოში
თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/03/250528526_18:0:1518:844_1920x0_80_0_0_0aef83edcffe720569d59d7d33ec3b52.jpg
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეარჩია ახალ ეპიზოდში ბადრი ესებუას მიმართ, რომელსაც ბრალად ედება ბანკის ყველაზე გახმაურებული ძარცვა.ესებუა 8 თებერვალს სამეგრელოს რეგიონის სოფელ ჯიხაშკარში, მისი ნათესავის ომიანე ჯიქიას სახლში დააკავეს. გუშინ მას ბრალი წარუდგინეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მოსაზრება, რომ ბრალდებულმა ესებუამ შეიძლება ზეწოლა მოახდინოს მოწმეებზე ან მართლმსაჯულებას მიემალოს.ბრალდების ახალი ეპიზოდის შემთხვევაში საუბარია დაკავების დროს ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღსა და ვაზნებზე. იარაღის გარდა პოლიციამ ასევე აღმოაჩინა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პასპორტი და რუბლები.ადვოკატი: პოლიციამ ესებუას ვაზნები ჩაუდო>>თავად ესებუამ, რომელიც სხდომას დისტანციურად ესწრებოდა ბათუმის ციხიდან, ბრალი არ აღიარა.რაც შეეხება „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმას, ბრალდება ესებუას ამ საქმეზე ჯერ კიდევ 2020 წელს წარუდგინეს და საქმე ახლა სასამართლოში განიხილება. სხდომა 20 თებერვალს არის ჩანიშნული.ესებუას დაუსწრებლად ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის ოთხი მუხლით, რაც იძულებას, ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.ბანკზე თავდასხმა„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა.გამოძიების ცნობით, ნიღბიანი, ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ესებუა ბანკის შენობაში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. პოლიციის ავტომობილით დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ ესებუამ ავტომობილში ყველა კვალი წაშალა, შემდეგ აღნიშნულ პირებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, თავად კი მიიმალა.როგორ დააკავეს და სად იმალებოდა ბადრი ესებუა - ვერსიები>>შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.ვიდრე ბადრი ესებუა ძებნაში იყო, პოლიციამ მისი ძმა ბიძინა ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. 2021 წლის ივლისში მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.ბიძინა ესებუა პოლიციამ 2020 წლის 4 დეკემბერს დააკავა. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები პროდუქტებიდა ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/03/250528526_205:0:1330:844_1920x0_80_0_0_a4adb429b92da8328a85b0cb5c917a56.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში, თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ესებუა განაჩენს ციხეში დაელოდება
21:27 10.02.2023 (განახლებულია: 22:53 10.02.2023) სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მოსაზრება, რომ ბრალდებულმა შეიძლება ზეწოლა მოახდინოს მოწმეებზე ან მართლმსაჯულებას მიემალოს.
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეარჩია ახალ ეპიზოდში ბადრი ესებუას მიმართ, რომელსაც ბრალად ედება ბანკის ყველაზე გახმაურებული ძარცვა.
ესებუა 8 თებერვალს სამეგრელოს რეგიონის სოფელ ჯიხაშკარში, მისი ნათესავის ომიანე ჯიქიას სახლში დააკავეს. გუშინ მას ბრალი წარუდგინეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მოსაზრება, რომ ბრალდებულმა ესებუამ შეიძლება ზეწოლა მოახდინოს მოწმეებზე ან მართლმსაჯულებას მიემალოს.
ბრალდების ახალი ეპიზოდის შემთხვევაში საუბარია დაკავების დროს ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღსა და ვაზნებზე. იარაღის გარდა პოლიციამ ასევე აღმოაჩინა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პასპორტი და რუბლები.
თავად ესებუამ, რომელიც სხდომას დისტანციურად ესწრებოდა ბათუმის ციხიდან, ბრალი არ აღიარა.
რაც შეეხება „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმას, ბრალდება ესებუას ამ საქმეზე ჯერ კიდევ 2020 წელს წარუდგინეს და საქმე ახლა სასამართლოში განიხილება. სხდომა 20 თებერვალს არის ჩანიშნული.
ესებუას დაუსწრებლად ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის ოთხი მუხლით, რაც იძულებას, ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა.
გამოძიების ცნობით, ნიღბიანი, ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ესებუა ბანკის შენობაში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.
მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. პოლიციის ავტომობილით დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ ესებუამ ავტომობილში ყველა კვალი წაშალა, შემდეგ აღნიშნულ პირებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, თავად კი მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.
ვიდრე ბადრი ესებუა ძებნაში იყო, პოლიციამ მისი ძმა ბიძინა ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. 2021 წლის ივლისში მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ბიძინა ესებუა პოლიციამ 2020 წლის 4 დეკემბერს დააკავა. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები პროდუქტებიდა ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა.