https://sputnik-georgia.com/20230222/gomelauri-arasrulwlovanta-danasaulze-275122192.html
გომელაური: არასრულწლოვანთა დანაშაული დიდი პრობლემაა საქართველოსთვის
გომელაური: არასრულწლოვანთა დანაშაული დიდი პრობლემაა საქართველოსთვის
Sputnik საქართველო
არასრულწლოვანი დამნაშავეების 93% მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები არიან, განაცხადა მინისტრმა. 22.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-22T11:17+0400
2023-02-22T11:17+0400
2023-08-23T09:04+0400
ვახტანგ გომელაური
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24035/62/240356211_0:89:2001:1214_1920x0_80_0_0_d54879492be0656c9b32917d037dee46.jpg
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობა უკვე ერთი წელია არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრობლემაზე მუშაობს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში.საქართველოს ქალაქებში გახშირდა არასრულწლოვანთა გუნდური თავდასხმები უცხოელებზე. ბავშვები გარს ერტყმიან უცხოელებს და ართმევენ მათ ჩანთებს, საფულეებსა და ტელეფონებს. საზოგადოება პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს.მთავარი პრობლემა ისაა, რომ დამნაშავეები 7-დან 12 წლამდე ბავშვები არიან, აღნიშნა მინისტრმა.„93% ჩვენი მოქალაქე არ არის. ხშირად პრობლემაა საზღვარზეც. ესენი გადმოდიან ე.წ. მწვანე საზღვარზე, არა გამშვები პუნქტით. ხდება მათი დაკავება. თუმცა, არც პასპორტი აქვთ, არც სახელი და გვარია ცნობილი. მათ უკან ვერ გავუშვებთ და გადმოგვყავს მიგრაციის სამსახურში“, – განაცხადა გომელაურმა.ამასთან, რადგანაც ისინი ასაკით პატარა არიან, სახელმწიფოს მათი დიდხანს დაკავება არ შეუძლია, აღნიშნა მინისტრმა.„ვიწყებთ მოკვლევას, უმეტეს შემთხვევაში, არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან გადმოსული. ხშირად უკან ვაბრუნებთ და დრო რომ გადის, ისევ უკან ბრუნდებიან, იქიდან გამომდინარე, რომ აქ თავისუფლად აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ: ეს არის ფულის თხოვნა თუ სხვადასხვა დანაშაული“, – განაცხადა გომელაურმა.საქართველოში ახალი პენიტენციური დაწესებულება გაიხსნება>>საქართველოს შსს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად უკვე ერთი წელია მუშაობს პროექტზე, რომელიც ალბათ მალე შევა პარლამენტში. ეს იქნება პრობლემის გადაჭრის გერმანული მოდელი, განაცხადა გომელაურმა.მან ასევე აღნიშნა, რომ პრობლემას მეორე მხარეც აქვს – ესაა რიგი მოქალაქეების უარყოფითი რეაქცია არასრულწლოვნების დაკავებაზე.„ორ ცეცხლს შუა ვართ. სიმართლე რომ გითხრათ, სერიოზული პრობლემაა ნამდვილად“, – განაცხადა მინისტრმა.საქართველოში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი 14 წლიდან მოქმედებს. ამასთან, სასჯელი არასრულწლოვნებისთვის უფრო მსუბუქია, ვიდრე სრულწლოვნებისთვის განკუთვნილი სასჯელი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24035/62/240356211_130:0:1869:1304_1920x0_80_0_0_4249e710be38dd69dce7536c0cc9f309.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვახტანგ გომელაური , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ვახტანგ გომელაური , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
გომელაური: არასრულწლოვანთა დანაშაული დიდი პრობლემაა საქართველოსთვის
11:17 22.02.2023 (განახლებულია: 09:04 23.08.2023) არასრულწლოვანი დამნაშავეების 93% მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები არიან, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობა უკვე ერთი წელია არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრობლემაზე მუშაობს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში.
საქართველოს ქალაქებში გახშირდა არასრულწლოვანთა გუნდური თავდასხმები უცხოელებზე. ბავშვები გარს ერტყმიან უცხოელებს და ართმევენ მათ ჩანთებს, საფულეებსა და ტელეფონებს. საზოგადოება პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს.
„არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაული ნამდვილად პრობლემაა. ეს ერთ-ერთი გამოწვევა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის“, – განაცხადა გომელაურმა.
მთავარი პრობლემა ისაა, რომ დამნაშავეები 7-დან 12 წლამდე ბავშვები არიან, აღნიშნა მინისტრმა.
„93% ჩვენი მოქალაქე არ არის. ხშირად პრობლემაა საზღვარზეც. ესენი გადმოდიან ე.წ. მწვანე საზღვარზე, არა გამშვები პუნქტით. ხდება მათი დაკავება. თუმცა, არც პასპორტი აქვთ, არც სახელი და გვარია ცნობილი. მათ უკან ვერ გავუშვებთ და გადმოგვყავს მიგრაციის სამსახურში“, – განაცხადა გომელაურმა.
ამასთან, რადგანაც ისინი ასაკით პატარა არიან, სახელმწიფოს მათი დიდხანს დაკავება არ შეუძლია, აღნიშნა მინისტრმა.
„ვიწყებთ მოკვლევას, უმეტეს შემთხვევაში, არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან გადმოსული. ხშირად უკან ვაბრუნებთ და დრო რომ გადის, ისევ უკან ბრუნდებიან, იქიდან გამომდინარე, რომ აქ თავისუფლად აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ: ეს არის ფულის თხოვნა თუ სხვადასხვა დანაშაული“, – განაცხადა გომელაურმა.
საქართველოს შსს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად უკვე ერთი წელია მუშაობს პროექტზე, რომელიც ალბათ მალე შევა პარლამენტში. ეს იქნება პრობლემის გადაჭრის გერმანული მოდელი, განაცხადა გომელაურმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პრობლემას მეორე მხარეც აქვს – ესაა რიგი მოქალაქეების უარყოფითი რეაქცია არასრულწლოვნების დაკავებაზე.
„ორ ცეცხლს შუა ვართ. სიმართლე რომ გითხრათ, სერიოზული პრობლემაა ნამდვილად“, – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი 14 წლიდან მოქმედებს. ამასთან, სასჯელი არასრულწლოვნებისთვის უფრო მსუბუქია, ვიდრე სრულწლოვნებისთვის განკუთვნილი სასჯელი.