საქართველოში ახალი პენიტენციური დაწესებულება გაიხსნება

© photo: Sputnik / Stringerგლდანის ციხე
გლდანის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2023
გამოწერა
ევროპული სტრანდარტების საპატიმრო 700 ადამიანზე იქნება გათვლილი.
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოში მსჯავრდებულთათვის ახალი პენიტენციური დაწესებულება გაიხსნება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში ამჟამად 13 სასჯელაღსრულების დაწესებულება ფუნქციონირებს. 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ისინი 81,9%-ით იყო შევსებული. ამასთან, საქართველოს ციხეებში პატიმართა რაოდენობა წლის მანძილზე 3,7%-ით გაიზარდა.
1 იანვრისთვის პატიმართა საერთო რიცხვი მოსახლეობის 0,26%-ს შეადგენდა. ამასთან, დაახლოებით 3 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის.
მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი პენიტენციური დაწესებულება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში აშენდება. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულება 700 პატიმარზე იქნება გათვლილი.
რამდენი პატიმარია საქართველოს ციხეებში - ახალი სტატისტიკა>>>
გარდა ამისა, მთავრობა გეგმავს უარი თქვას დიდი ზომის საპატიმროებზე და ახალი, მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების პროექტირება-მშენებლობა დაიწყოს.
უფრო ადრე მთავრობამ დააანონსა 2023 წელს არასრულწლოვანთა პირველი საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა.
საერთო ჯამში ახალი ციხეების მშენებლობისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 40 მლნ ლარია გათვალისწინებული.
ამჟამად საქართველოში საპატიმროები პატიმართა რისკის ხარისხისა და პატიმრობის სახის მიხედვით სამ ტიპად იყოფა – ღია, ნახევრადღია და დახურული დაწესებულებები. ამ უკანასკნელში მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები არიან მოთავსებული.
ყველა ახალი ამბავი
0