რამდენი პატიმარია საქართველოს ციხეებში - ახალი სტატისტიკა

© AP Photo / Matilde Campodonicoციხე
ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2023
გამოწერა
ერთ წელიწადში საქართველოს ციხეებში პატიმართა რაოდენობა 3,7%-ით გაიზარდა
თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2023 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 9.542 პატიმარი იმყოფებოდა, აქედან 326 - ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში არსებული 13-ვე ციხე 81,9%-ით იყო შევსებული. ამასთან, ერთ წელიწადში საქართველოს ციხეებში პატიმართა რაოდენობა 3,7%-ით გაიზარდა, პატიმარ ქალთა რაოდენობა - 8,3%-ით, ხოლო მამაკაცების რაოდენობა - 3.5%-ით.
1 იანვრისთვის პატიმართა საერთო რიცხვი მოსახლეობის 0,26%-ს შეადგენდა. ამასთან დაახლოებით 3 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის.
განაჩენს ელოდება პატიმართა 20%, დანარჩენებს სხვადასხვა ვადით პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს.
© photo: Sputnik / Aleksey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიციხე
Тюремная дверь, фото из архива - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2023
ციხე
მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი 31-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. საქართველოს ციხეებში ასევე 34 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 58 პირი იმყოფება.
მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსთავის №15 და გლდანის №17 დაწესებულებაში იმყოფება.
2023 წლის 1 იანვრისთვის განაჩენს ელოდებოდა 2 ათასზე მეტი პატიმარი (უმრავლესობა 31-49 წლის პირები). გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 11 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 7 პირი.
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. მათი ძირითადი ნაწილი სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის - ესაა მკვლელობა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება.
ამასთან განსაკუთრებით მაღალი რისკის 173 პატიმარია. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.

უცხოელები საქართველოს ციხეებში

2023 წლის 1 იანვრისთვის საქართველოს ციხეებში მოთავსებული იყო 47 ქვეყნის 654 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 6,7%-ს შეადგენს.
ერთ წელიწადში უცხოელი პატიმრების რაოდენობა საქართველოს ციხეებში 15,5%-ით გაიზარდა.
უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილია მამაკაცები, თუმცა ქართულ საპატიმროებში 1 არასრულწლოვანი უცხოელი და 64 უცხოელი ქალი იმყოფება.
რამდენი პატიმარი გარდაიცვალა საქართველოს ციხეებში 2022 წელს >>
საქართველოში უცხოელთა მესამედი, რომლებიც არიან ბრალდებული ან სასჯელს იხდიან, არიან თურქეთის მოქალაქეები, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეები. ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშიპატიმარი
Заключенный - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2023
პატიმარი

პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფებ

ციხეებში მყოფების გარდა, 22,3 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის.
მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცებია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,1 ათასი ქალი და 75 არასრულწლოვანი.
ასევე პირობით სასჯელს იხდის 320 უცხოელი 25 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.
ყველა ახალი ამბავი
0