https://sputnik-georgia.com/20230220/raribasvili-dinamika-pozitiuria-yvela-mimartulebit-275064383.html
ღარიბაშვილი: დინამიკა პოზიტიურია ყველა მიმართულებით
ღარიბაშვილი: დინამიკა პოზიტიურია ყველა მიმართულებით
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალი სტატისტიკა შეაფასა 20.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-20T22:41+0400
2023-02-20T22:41+0400
2023-02-20T22:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ეკონომიკა
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24608/68/246086835_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_04dd63ba31eb3eda2ce2e01f0672abad.jpg
თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში გაწეულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო - ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.2023 წლის იანვარში საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვა წინა წლის იანვართან შედარებით 29,1%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1,5 მლრდ დოლარს გაუტოლდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოში უმუშევრობის დონემ 2022 წლის მეოთხე კვარტალში 16,1% შეადგინა, რაც 2021 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.პრემიერის თქმით, ფინანსთა სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალი იყო. მშპ-ის უახლესი მაჩვენებლები მოგვიანებით გახდება ცნობილი.ამასთან მან აღნიშნა, რომ უმუშევრობა შემცირდა როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში, ასევე როგორც ქალაქად, ისე სოფლად.„ეს ჩვენი ორწლიანი მუშაობის შედეგია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ საჭიროა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა.უმუშევრობა საქართველოში - ახალი სტატისტიკა >>„ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება. ჩვენ რომ სხვა ნაბიჯები გადაგვედგა, დღეს არავითარ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე საუბარი არ იქნებოდა“, - აღნიშნა პრემიერმა.ის ასევე შეეხო მიუნხენის კონფერენციის თემას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო. პრემიერმა აღნიშნა, რომ „ძალიან რთული ვითარებაა. გამოსავალი არ ჩანს. არ იციან როდის დასრულდება უკრაინაში ომი“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24608/68/246086835_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_b0bfe5fb89eb01539a57bd45af778008.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში
ღარიბაშვილი: დინამიკა პოზიტიურია ყველა მიმართულებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალი სტატისტიკა შეაფასა
თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში გაწეულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო - ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
„უმუშევრობის დონე არის ისტორიულ მინიმუმზე... ასევე, სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე... ვაჭრობა არის ყველა მიმართულებით გაზრდილი, ჩვენს გვაქვს პოზიტიური დინამიკა, ეკონომიკის ზრდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
2023 წლის იანვარში საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვა წინა წლის იანვართან შედარებით 29,1%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1,5 მლრდ დოლარს გაუტოლდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოში უმუშევრობის დონემ 2022 წლის მეოთხე კვარტალში 16,1% შეადგინა, რაც 2021 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
პრემიერის თქმით, ფინანსთა სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალი იყო. მშპ-ის უახლესი მაჩვენებლები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„ზოგადად, დინამიკა, რაც იკვეთება, ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა: დასაქმება, მეტი სამუშაო ადგილები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ უმუშევრობა შემცირდა როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში, ასევე როგორც ქალაქად, ისე სოფლად.
„ეს ჩვენი ორწლიანი მუშაობის შედეგია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ საჭიროა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა.
„ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება. ჩვენ რომ სხვა ნაბიჯები გადაგვედგა, დღეს არავითარ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე საუბარი არ იქნებოდა“, - აღნიშნა პრემიერმა.
ის ასევე შეეხო მიუნხენის კონფერენციის თემას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო. პრემიერმა აღნიშნა, რომ „ძალიან რთული ვითარებაა. გამოსავალი არ ჩანს. არ იციან როდის დასრულდება უკრაინაში ომი“.