https://sputnik-georgia.com/20230220/umusevroba-saqsrtvelosi-axali-statistika-275062292.html
უმუშევრობა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
უმუშევრობა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მამაკაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში. 20.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-20T22:14+0400
2023-02-20T22:14+0400
2023-02-20T22:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272085674_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_65eee3558049787a774a1a09fd08f35f.jpg
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოში უმუშევრობის დონემ 2022 წლის მეოთხე კვარტალში 16,1% შეადგინა, რაც 2021 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ განცხადებაში.უმუშევრობის დონე 2022 წლის მესამე კვარტალში შეადგენდა 15,6%-ს, მეორე კვარტალში – 18,1%-ს, პირველ კვარტალში – 19,4%-ს.საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 42,3 ათასი ადამიანით (14,5%) შემცირდა და 249,5 ათასი ადამიანი შეადგინა. ამასთან, ქალაქებში უმუშევრობის დონე 3,7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლებში 1,9 პუნქტით შემცირდა.უმუშევრობის დონე, ტრადიციულად, უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში, შესაბამისად, 17,8% და 13,8%.2022 წლის მეოთხე კვარტალში ეს მაჩვენებელი მამაკაცებში 2,8 პროცენტული პუნქტით, ხოლო ქალებში 3,1 პროცენტული პუნქტით შემცირდა.დაქირავებულთა რიცხოვნობა 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 42,9 ათასი ადამიანით (6%) და 884,1 ათასს მიაღწია. თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 18 ათასით გაიზარდა (4,5%) და 420,4 ათასი შეადგინა.აქტიურობის დონე, ქალებთან შედარებით, მაღალია მამაკაცებში. 2022 წლის მესამე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43,4%-ს, ხოლო კაცებში 65,3%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში გაზრდილია 1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0,5 პროცენტული პუნქტით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272085674_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_0e3bf8ba1a5ea6bf9d1c78f20d8974a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქსტატი
უმუშევრობა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
22:14 20.02.2023 (განახლებულია: 22:41 20.02.2023) უმუშევრობის დონე ტრადიციულად მამაკაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში.
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოში უმუშევრობის დონემ 2022 წლის მეოთხე კვარტალში 16,1% შეადგინა, რაც 2021 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ განცხადებაში.
უმუშევრობის დონე 2022 წლის მესამე კვარტალში შეადგენდა 15,6%-ს, მეორე კვარტალში – 18,1%-ს, პირველ კვარტალში – 19,4%-ს.
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე. საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 42,3 ათასი ადამიანით (14,5%) შემცირდა და 249,5 ათასი ადამიანი შეადგინა. ამასთან, ქალაქებში უმუშევრობის დონე 3,7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლებში 1,9 პუნქტით შემცირდა.
უმუშევრობის დონე, ტრადიციულად, უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში, შესაბამისად, 17,8% და 13,8%.
2022 წლის მეოთხე კვარტალში ეს მაჩვენებელი მამაკაცებში 2,8 პროცენტული პუნქტით, ხოლო ქალებში 3,1 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
დაქირავებულთა რიცხოვნობა 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 42,9 ათასი ადამიანით (6%) და 884,1 ათასს მიაღწია. თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 18 ათასით გაიზარდა (4,5%) და 420,4 ათასი შეადგინა.
აქტიურობის დონე, ქალებთან შედარებით, მაღალია მამაკაცებში. 2022 წლის მესამე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43,4%-ს, ხოლო კაცებში 65,3%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში გაზრდილია 1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0,5 პროცენტული პუნქტით.