https://sputnik-georgia.com/20230220/imistvis-rom-yoveli-dre-dresaswaulad-iqces-275036153.html
იმისთვის, რომ ყოველი დღე დღესასწაულად იქცეს...
იმისთვის, რომ ყოველი დღე დღესასწაულად იქცეს...
რა არის საჭირო იმისთვის, რომ დღემ დადებითი ემოციებით ჩაიაროს? 20.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-20T15:35+0400
2023-02-20T15:35+0400
2023-02-20T20:20+0400
სასარგებლო რჩევები
წასაკითხი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23399/07/233990766_0:302:3063:2025_1920x0_80_0_0_716de7e9aa7c4c73527809064e367399.jpg
რა არის საჭირო იმისთვის, რომ დღემ დადებითი ემოციებით ჩაიაროს? გაითვალისწინეთ ეს რჩევები და ყოველი დღე თქვენთვის სასიამოვნო და ბედნიერების მომტანი იქნება:• დაიწყეთ დღე ღიმილით. არაფერი ისე არ მუხტავს ადამიანს დადებითად, როგორც ღიმილი;• დალიეთ ჭიქა წყალი საუზმის წინ;• არ დაგავიწყდეთ სირბილი;• უარი თქვით სიგარეტსა და ალკოჰოლზე;• ისწავლეთ დღის დაგეგმვა;• ყოველდღე მიიღეთ ახალი ხილი ან ბოსტნეული;• იფიქრეთ პოზიტიურად;• იარეთ წელში გამართულმა;• ყოველ დილით ივარჯიშეთ;• დღეში იკვებეთ 4-5-ჯერ, ერთსა და იმავე დროს;• დაივიწყეთ ლიფტი, კიბეებზე ფეხით იმოძრავეთ;• ყოველ დილით მიიღეთ კონტრასტული შხაპი — დაგეხმარებათ გამოფხიზლებაში;• გამოიძინეთ, მიეჩვიეთ ერთსა და იმავე დროს დაძინებასა და გაღვიძებას;• ყოველდღე ისეირნეთ სუფთა ჰაერზე;• მეორე დღისთვის ტანსაცმელი წინასწარ, წინა საღამოს მოამზადეთ;• წელიწადში ერთხელ ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა;• თუ რამე საინტერესო აზრი ან იდეა მოგივიდათ თავში, მაშინვე ჩაიწერეთ;• მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სუფთა წყალი — არანაკლებ 1,5 ლიტრისა დღეში;• ძილის წინ ოთახი გაანიავეთ, დაიძინეთ სიგრილეში;• დღეში 15 წუთი ოთახის დალაგებისთვის გამოყავით;• გაანებივრეთ საკუთარი თავი: მოაწყვეთ შოპინგი, ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები ან, უბრალოდ, უყურეთ კარგ ფილმს და პოზიტივით დაიტვირთეთ;• დაიბანეთ ძილის წინ;• დაიწყეთ საშინაო ბუღალტერიის წარმოება, ყველა ხარჯი აღრიცხეთ;• სამსახურიდან სახლში დაბრუნების შემდეგ მოუწყეთ თავს რელაქსაციის 15 წუთი;სიარულის უპირატესობები – ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ებრძვის დაავადებებს, ამაღლებს განწყობას>>• კვირაში ერთხელ ეწვიეთ აბანოს ან საუნას;• დაფიქრდით, რას ჭამთ, ამოიღეთ რაციონიდან ფასტ-ფუდი;• გახდით ერთი კვირა ვეგეტარიანელი;• იყავით პუნქტუალური;• უთხარით ადამიანებს ქათინაურები, იყავით კეთილგანწყობილი;• კვირაში 2-3-ჯერ, მინიმუმ 1 საათით დაკავდით სპორტით;• ავარჯიშეთ ტვინი: ისწავლეთ ლექსები, ამოხსენით კროსვორდები, ითამაშეთ ჭადრაკი;• ყოველდღე 10 უცხოური სიტყვა ისწავლეთ;• ყოველდღე კითხვისთვის გამოყავით სულ ცოტა 30 წუთი;• დაურეკეთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიზეზის გარეშე;• დაკავდით იოგით ან სასუნთქი სავარჯიშოებით;• აწარმოეთ პირადი დღიური და ჩაწერეთ იქ საკუთარი მიღწევები და წარუმატებლობები;• აზრი ლამაზად და გამართულად გადმოეცით. ყურადღება მიაქციეთ მეტყველებას;• ფოტოზე აღბეჭდეთ მნიშვნელოვანი მოვლენები;• გააკეთეთ თვალის სავარჯიშოები;• ყოველდღე მიიღეთ რძის პროდუქტები: უცხიმო ხაჭო, იოგურტი დანამატების გარეშე, კეფირი;• გადადით მარცვლოვან პურზე;• სახლში კომპიუტერთან 2 საათზე მეტს ნუ დაყოფთ;• ფეხებზე დაისხით ცივი წყალი — ეს შესანიშნავი საშუალებაა სხეულის გასაკაჟებლად;• თუ მდედრობითი სქესის ბრძანდებით, გამოიყენეთ მხოლოდ ხარისხიანი კოსმეტიკა;• გადაყარეთ ყველაფერი, რაც არ გჭირდებათ, ანუ გაიტანეთ ნაგავი სახლიდან;• ისწავლეთ ახალი რამ, ყოველდღე გაეცანით რაიმე საინტერესოს;• დალიეთ ახლად გამოწურული წვენი;• გაატარეთ უქმეები შედეგიანად: გადით ბუნებაში, იარეთ ექსკურსიებზე, დატკბით პეიზაჟებით და ახალ ადამიანებთან ურთიერთობებით;• იფიქრეთ მხოლოდ კარგზე. გახსოვდეთ: ოცნება რეალობიდან გაქცევა კი არა, არამედ მასთან მიახლოების საშუალებაა.
https://sputnik-georgia.com/20201211/wiwvovani-mcenareebis-upiratesoba-250321036.html
https://sputnik-georgia.com/20170807/erT-adgilze-jdoma-236873608.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23399/07/233990766_0:15:3063:2312_1920x0_80_0_0_4f533624c14ea364dde26810efccbae9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები
იმისთვის, რომ ყოველი დღე დღესასწაულად იქცეს...
15:35 20.02.2023 (განახლებულია: 20:20 20.02.2023) რა არის საჭირო იმისთვის, რომ დღემ დადებითი ემოციებით ჩაიაროს?
რა არის საჭირო იმისთვის, რომ დღემ დადებითი ემოციებით ჩაიაროს? გაითვალისწინეთ ეს რჩევები და ყოველი დღე თქვენთვის სასიამოვნო და ბედნიერების მომტანი იქნება:
• დაიწყეთ დღე ღიმილით. არაფერი ისე არ მუხტავს ადამიანს დადებითად, როგორც ღიმილი;
• დალიეთ ჭიქა წყალი საუზმის წინ;
• არ დაგავიწყდეთ სირბილი;
• უარი თქვით სიგარეტსა და ალკოჰოლზე;
• ისწავლეთ დღის დაგეგმვა;
• ყოველდღე მიიღეთ ახალი ხილი ან ბოსტნეული;
• იარეთ წელში გამართულმა;
• დღეში იკვებეთ 4-5-ჯერ, ერთსა და იმავე დროს;
• დაივიწყეთ ლიფტი, კიბეებზე ფეხით იმოძრავეთ;
• ყოველ დილით მიიღეთ კონტრასტული შხაპი — დაგეხმარებათ გამოფხიზლებაში;
• გამოიძინეთ, მიეჩვიეთ ერთსა და იმავე დროს დაძინებასა და გაღვიძებას;
• ყოველდღე ისეირნეთ სუფთა ჰაერზე;
• მეორე დღისთვის ტანსაცმელი წინასწარ, წინა საღამოს მოამზადეთ;
• წელიწადში ერთხელ ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა;
• თუ რამე საინტერესო აზრი ან იდეა მოგივიდათ თავში, მაშინვე ჩაიწერეთ;
• მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სუფთა წყალი — არანაკლებ 1,5 ლიტრისა დღეში;
• ძილის წინ ოთახი გაანიავეთ, დაიძინეთ სიგრილეში;
• დღეში 15 წუთი ოთახის დალაგებისთვის გამოყავით;
• გაანებივრეთ საკუთარი თავი: მოაწყვეთ შოპინგი, ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები ან, უბრალოდ, უყურეთ კარგ ფილმს და პოზიტივით დაიტვირთეთ;
• დაიწყეთ საშინაო ბუღალტერიის წარმოება, ყველა ხარჯი აღრიცხეთ;
• სამსახურიდან სახლში დაბრუნების შემდეგ მოუწყეთ თავს რელაქსაციის 15 წუთი;
• კვირაში ერთხელ ეწვიეთ აბანოს ან საუნას;
• დაფიქრდით, რას ჭამთ, ამოიღეთ რაციონიდან ფასტ-ფუდი;
• გახდით ერთი კვირა ვეგეტარიანელი;
• უთხარით ადამიანებს ქათინაურები, იყავით კეთილგანწყობილი;
• კვირაში 2-3-ჯერ, მინიმუმ 1 საათით დაკავდით სპორტით;
• ავარჯიშეთ ტვინი: ისწავლეთ ლექსები, ამოხსენით კროსვორდები, ითამაშეთ ჭადრაკი;
• ყოველდღე 10 უცხოური სიტყვა ისწავლეთ;
• ყოველდღე კითხვისთვის გამოყავით სულ ცოტა 30 წუთი;
• დაურეკეთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიზეზის გარეშე;
• დაკავდით იოგით ან სასუნთქი სავარჯიშოებით;
• აწარმოეთ პირადი დღიური და ჩაწერეთ იქ საკუთარი მიღწევები და წარუმატებლობები;
• აზრი ლამაზად და გამართულად გადმოეცით. ყურადღება მიაქციეთ მეტყველებას;
• ფოტოზე აღბეჭდეთ მნიშვნელოვანი მოვლენები;
• გააკეთეთ თვალის სავარჯიშოები;
• ყოველდღე მიიღეთ რძის პროდუქტები: უცხიმო ხაჭო, იოგურტი დანამატების გარეშე, კეფირი;
• გადადით მარცვლოვან პურზე;
• სახლში კომპიუტერთან 2 საათზე მეტს ნუ დაყოფთ;
• ფეხებზე დაისხით ცივი წყალი — ეს შესანიშნავი საშუალებაა სხეულის გასაკაჟებლად;
• თუ მდედრობითი სქესის ბრძანდებით, გამოიყენეთ მხოლოდ ხარისხიანი კოსმეტიკა;
• გადაყარეთ ყველაფერი, რაც არ გჭირდებათ, ანუ გაიტანეთ ნაგავი სახლიდან;
• ისწავლეთ ახალი რამ, ყოველდღე გაეცანით რაიმე საინტერესოს;
• დალიეთ ახლად გამოწურული წვენი;
• გაატარეთ უქმეები შედეგიანად: გადით ბუნებაში, იარეთ ექსკურსიებზე, დატკბით პეიზაჟებით და ახალ ადამიანებთან ურთიერთობებით;
• იფიქრეთ მხოლოდ კარგზე. გახსოვდეთ: ოცნება რეალობიდან გაქცევა კი არა, არამედ მასთან მიახლოების საშუალებაა.